მკურნალობა უცხოეთში


მუცლადყოფნის პერიოდში თქვენ პატარას საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი მიეწოდება ჭიპლარის მეშვეობით, თუმცა დაბადების შემდეგ ჭიპლარი კარგავს ფუნქციას, შესაბამისად წესების დაცვით ხდება ჭიპლარის გადაჭრა და მასზე  სპეციალური მომჭერის დამაგრება.

ჭიპლარის ტაკვი არ შეიცავს მგრძნობიარე ნერვულ ბოჭკოებს, რის გამოც თქვენი პატარა არ განიცდის არანაირ დისკომფორტს.  ჩვეულებრივ თანდათან ჭიპლარის ტაკვი ფერს იცვლის, შრება და ყოველგვარი ჩარევის გარეშე ძვრება, დაუშვებელია მისი ძალდატანებით მოცილება. 

ჭიპის საბოლოო მოშუშებას 2-3 კვირა სჭირდება. თუმცა იმისათვის, რომ შეხორცების პროცესი არ გახანგრძლივდეს და არ მოხდეს ჭიპის დაინფიცირება, ომფალიტის განვითარება, აუცილებელია ჭიპის მიდამოს სწორი მოვლა. დღეისათვის ამ მხრივ მიდგომები მნიშვნელოვნად შეცვლილია.

ჭიპის მოვლა – სისუფთავე და დაბანა

ადრე დედებს ეძლეოდათ რეკომენდაცია, რომ პატარა არ დაებანთ, სანამ ჭიპი სრულად არ შეხორცდებოდა, თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ ბანაობა ჰიგიენური წესების დაცვით არ გამოიწვევს ინფიცირებას, პირიქით, რომ მიზანშეწონილიც კია შეხორცების პროცესის ხელშწყობისათვის. მთავარი რაც უნდა გაითვალისწინოთ, ისაა, რომ პატარასთან შეხების წინ აუცილებლად კარგად დაიბანეთ ხელები, ჭიპის მიდამო დაბანეთ საბავშვო საპნითა და თბილი წყლით, უმჯობესია ბავშვი მთლიანად არ მოათავსოთ წყალში. დაბანის შემდეგ კარგად უნდა გაამშრალოთ ჭიპის მიდამო რბილი პირსახოცით, ჩაცმა და საფენის გაკეთება უნდა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჭრილობა კარგად შეშრება ჰაერზე.

აუცილებელია დაიცვათ ჭიპის მიდამო შარდითა და განავლით დაბინძურებისაგან, ამისათვის საფენი ოდნავ ქვევით უნდა ჩაწიოთ, ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ საფენები, ჭიპისათვის განკუთვნილი ხვრელით. დაბინძურების შემთხვევაში ჭიპის არე უნდა დავბანოთ ზემოთ აღნიშნული წესით.

ჭიპის მოვლა – ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება

არ არის საჭირო ანტისეპტიკური საშუალების გამოყენება, რასაც ადრე აქტიურად მიმართავდნენ და ჭიპის მიდამოს ამუშავებდნენ ბრილიანტის მწვანეთი, საჭიროების შემთხვევაში ექიმის რეკომენდაციით უნდა მოხდეს წყალბადის ზეჟანგის გამოყენება. დღეისათვის ითვლება, რომ ანტისეპტიკები აფერხებენ შეხორცების პროცესს.

ჭიპის მოვლა – შეხვევა

არ არის მიზანშეწონილი ჭიპის გადახვევა, შეხორცების პროცესს ხელს უწყობს ჰაერის აბაზანები

აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ეჭვს მიიტანთ დაინფიცირებაზე, რომლის დროსაც  აღინიშნება

♦ ბავშვის ზოგადი მდგომარეობის ცვლილება: სიცხე, მოთენთილობა, უმადობა
♦ სიწითლე ან შეშუპება ჭიპის ირგვლივ
♦ სისველე, ყვითელი ფერის გამონადენი
♦ გრძელდება სისხლდენა
♦ გამონადენს აქვს არასასიამოვნო სუნი

გვანცა ათაბაგი
იხ. ასევე: კითხვა-პასუხი – ჭიპლარის მოვლა

_______________________________________

გადასვლა >>> 1.  ბავშვი; 2.  რა სჭირდება ახალშობილს 3. ახალშობილი 4. ნივთები ახალშობილისათვის

….

Comments are closed.

vaka