ბავშვის კანის დამცავი საშუალებები

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ბავშვის კანის დამცავი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ, სტატიის ბოლოს  ამავე  ფერის ტექსტები.

კანის დამცავ საშუალებებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზისგან დამცავი საშუალებები. მათი გამოყენება შესაძლებელია 3 წლის ასაკიდან. ამ ასაკამდე ბავშვის კანი ვერ გამოიმუშავებს პიგმენტ მელანინს, ამიტომ მზეზე ხანგრძლივად ყოფნა არაა რეკომენდებული.

მზისგან დამცავი საშუალებების წასმა უნდა მოხდეს  მზეზე გასვლამდე 20-30 წუთით ადრე თხელ ფენად, თუ ბავშვი ბანაობს, დაბანის შემდეგ გაამშრალეთ და წაუსვით ხელახლა.

♦♦ მზისაგან დამცავი საშუალებები ბავშვებისათვის ,,ამაზონში” >>>

მზისგან დამცავი საშუალებები შეიძლება იყოს კრემის, რძის, სპრეისა და გელის სახით. კრემების გამოყენება რეკომენდებულია თუ ბავშვს აქვს მშრალი, აქერცვლისაკენ მიდრეკილი კანი. რძე, ქაფი, მუსი და გელი  უფრო თხევადი კონსისტენციისა, ვიდრე კრემი, ისინი სწრაფად იწოვება და გამოდგება ძალიან მგრძნობიარე კანის მქონე ბავშვისათვის.

♦♦ წყალმედეგი მზისგან დამცავი საშუალება ბავშვებისათვის ,,ამაზონზე”  >>>
♦♦ ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული, მზისგან დამცავი საშუალება ბავშვებისათვის ,,ამაზონზე” >>>
♦♦ მზისგან დამცავი საშუალება ბავშვებისათვის სპრეის ფორმით, ,,ამაზონზე” >>> 

მზისგან დამცავი სპრეი  გამოირჩევა ეკონომიურობით და გამოყენების თვალსაზრისით მოხეხებულობით, ნაწილდება კანზე თხელ ერთგვაროვან  შრედ. შეწოვის შემდეგ ფერმკრთალდება და არ ტოვებს არანაირ კვალს.

ბავშვებისათვის გამოიყენება მზისგან დამცავი საშულებები, რომელთა მზისგან დამცავი ფაქტორი  (SPF),  არის არაუმცირეს 15 და არაუმეტეს 50, რადგან 50-ის  ზევით არათუ დაიცავს ბავშვის კანს, არამედ მიაყენებს მას ზიანს, რადგან შეიცავს ძალზედ აქტიურ ნივთიერებებს. რაც უფრო ღია ფერის კანის მქონეა თქვენი პატარა, მით უფრო მაღალი უნდა იყოს SPF-ს მაჩვენებელი და პირიქით.

ყველა მზისგან დამცავი საშუალება უნდა ინახებოდეს მაცივარში გახსნის შემდეგ, მაქსიმუმ ექვსი თვე. მოერიდეთ მათზე მზის სხივების მოხვედრას. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ წინა წლის მარაგი. მზისგან დამცავი საშუალების ყიდვისას შეამოწმეთ, რომ  არ  შეიცავდეს ისეთ დანამატეს, როგორიცაა მაგალითად ოქსიბენზონი.

♦♦ არომატიზატორებისა და სხვ. გარეშე მზისგან დამცავი საშ. ბავშვებისათვის >>>

კანის დამცავ საშუალებებს შორის მნიშვნელოვანია ასევე სიცივისაგან დამცავი კრემები, რომლებიც აუცილებლად დაგჭირდებათ, თუ თქვენს პატარას სიცივის ზემოქმედებისას უწითლდება ლოყები და აღენიშნება კანის სიმშრალე. ამგვარი კრემები ქმნის დამცავ ფენას სიცივის საწინააღმდეგოდ და ხელს უშლის კანის გამოშრობასა და დაზიანებას.

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”