ბავშვის კანის დამცავი საშუალებები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი
♦ ნივთები ბავშვებისათვის 

მზისგან დამცავი საშუალებები

კანის დამცავ საშუალებებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზისგან დამცავი საშუალებები. მათი გამოყენება შესაძლებელია 3 წლის ასაკიდან. ამ ასაკამდე ბავშვის კანი ვერ გამოიმუშავებს პიგმენტ მელანინს, ამიტომ მზეზე ხანგრძლივად ყოფნა არაა რეკომენდებული.

მზისგან დამცავი საშუალებების წასმა უნდა მოხდეს  მზეზე გასვლამდე 20-30 წუთით ადრე თხელ ფენად, თუ ბავშვი ბანაობს, დაბანის შემდეგ გაამშრალეთ და წაუსვით ხელახლა.

მზისგან დამცავი საშუალებები შეიძლება იყოს კრემის, რძის, სპრეისა და გელის სახით. კრემების გამოყენება რეკომენდებულია თუ ბავშვს აქვს მშრალი, აქერცვლისაკენ მიდრეკილი კანი. რძე, ქაფი, მუსი და გელი  უფრო თხევადი კონსისტენციისა, ვიდრე კრემი, ისინი სწრაფად იწოვება და გამოდგება ძალიან მგრძნობიარე კანის მქონე ბავშვისათვის.

მზისგან დამცავი სპრეი  გამოირჩევა ეკონომიურობით და გამოყენების თვალსაზრისით მოხეხებულობით, ნაწილდება კანზე თხელ ერთგვაროვან  შრედ. შეწოვის შემდეგ ფერმკრთალდება და არ ტოვებს არანაირ კვალს.

ბავშვის კანის დამცავი საშუალებებიბავშვებისათვის გამოიყენება მზისგან დამცავი საშულებები, რომელთა მზისგან დამცავი ფაქტორი  (SPF),  არის არაუმცირეს 15 და არაუმეტეს 50, რადგან 50-ის  ზევით არათუ დაიცავს ბავშვის კანს, არამედ მიაყენებს მას ზიანს, რადგან შეიცავს ძალზედ აქტიურ ნივთიერებებს. რაც უფრო ღია ფერის კანის მქონეა თქვენი პატარა, მით უფრო მაღალი უნდა იყოს SPF-ს მაჩვენებელი და პირიქით.
ყველა მზისგან დამცავი საშუალება უნდა ინახებოდეს მაცივარში გახსნის შემდეგ, მაქსიმუმ ექვსი თვე. მოერიდეთ მათზე მზის სხივების მოხვედრას.
არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ წინა წლის მარაგი. მზისგან დამცავი საშუალების ყიდვისას შეამოწმეთ, რომ  არ  შეიცავდეს ისეთ დანამატეს, როგორიცაა მაგალითად ოქსიბენზონი.

სიცივისაგან დამცავი კრემები

კანის დამცავ საშუალებებს შორის მნიშვნელოვანია ასევე სიცივისაგან დამცავი კრემები, რომლებიც აუცილებლად დაგჭირდებათ, თუ თქვენს პატარას სიცივის ზემოქმედებისას უწითლდება ლოყები და აღენიშნება კანის სიმშრალე.
ამგვარი კრემები ქმნის დამცავ ფენას სიცივის საწინააღმდეგოდ და ხელს უშლის კანის გამოშრობასა და დაზიანებას.


  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.