დისტანციურად საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.
ბავშვის ჭურჭელი ,,ამაზონზე”
მატყუარა საწოვარა ბისფენოლ A -ს გარეშე
დოქტორ ბრაუნის ბოთლების კომპლექტი ბავშვის კვებისათვის
ბავშვის ჯანმრთელობის მოვლის საშუალებები
ბავშვის სათამაშოები (0 – 12 თვემდე)
ბავშვის კანის მოვლის საშუალებები
ბავშვის ტანსაცმელი (0 – 12 თვემდე)
ბავშვის ფეხსაცმელი (0 – 12 თვემდე)
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ ნივთები ბავშვებისათვი
ერთ წლამდე ბავშვის განვითარების დონე
აქ მოყვანილია საორიენტაციო მონაცემები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია შეფასდეს ერთ წლამდე ბავშვის განვითარების დონე. მითითებული უნარ-ჩვევები განსაზღვრავს ბავშვის განვითარების ნორმას, ასაკის ზრდის მიხედვით.
გაითვალისწინეთ, რომ შესაბამის დროის მონაკვეთში, გარკვეული უნარ-ჩვევის არ არსებობა, ჯერ კიდევ არ არის შეშფოთების საფუძველი, მითუმეტეს, თუ დანარჩენი უნარ-ჩვევების განვითარება ნორმალურად მიმდინარეობს. ზოგიერთ ბავშვს უნარ-ჩვევები უვითარდება განსხვავებული თანმიმდევრობით, მაგალითად შეიძლება ბავშვმა არ იხოხოს (არ იცოცოს) და პირდაპირ დაიწყოს სიარული.
ყურადღების გამახვილება და ექიმთან ვიზიტი საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი, ერთმანეთთან დაკავშირებული უნარ- ჩვევა არ ვლინდება ნორმალური ვადის ამოწურვიდან 2 და მეტი თვის განმავლობაში.
ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, ექიმის მითითებით, აუცილებელი გახდეს სპეციალისტის ჩარევა.
მოძრაობა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში
- მუცელზე წოლისას, თავის დაჭერის მცდელობა: 1-2 თვე;
- მუცელზე წოლისას ხანმოკლედ თავის დაჭერა: 1-3 თვე;
- მუცელზე წოლისას ხანგრძლივად თავის დაჭერა: 2-3 თვე;
- თავის დაჭერა იდაყვებზე დაყრდნობით: 2-4 თვე;
- თავის დაჭერა ხელის მტევნებზე დაყრდნობით: 3-5 თვე;
- გვერდზე გადაბრუნების მცდელობა: 3-5 თვე;
- გვერდზე გადაბრუნება: 3-5 თვე;
- მუცელზე გადაბრუნება (გადაკოტრიალება ) : 3-5 თვე;
- მუცელზე წოლისას მხრების წელამდე გადაზნექა: 3-5 თვე;
- მუცელზე წოლისას ზურგზე გადაბრუნება: 3-6 თვე;
- ცოცვის მცდელობა: 4-6 თვე;
- მუცელზე ხოხვა: 5-8 თვე;
- ოთხზე (კიდურებზე) ხოხვა: 6-დან -9 თვემდე;
- რაიმე საგანზე აცოცება: 8–დან -10 თვემდე;
დგომა
- სუსტად დაყრდნობა იღლიით დაჭერის დროს: 2-3 თვე;
- მყარად დაყრდნობა იღლიით დაჭერისას: 3-4 თვე;
- დგომა იღლიებით დაჭერის დროს: 4-5 თვე;
- დგომა ორივე ხელით დაჭერის დროს: 5-7 თვე;
- დგომა ერთი ხელით დაჭერის დროს: 6-8 თვე;
- დგომა მცირე საყრდენით: 8-11 თვე;
- დგომა საყრდენის გარეშე: 8-11 თვე;
- ნებისმიერი მდგომარეობიდან ადგომა: 9-12 თვე;
სიარული
- გადაბიჯების რეფლექსი: 1-2 თვე;
- გადაბიჯება – იღლიების დახმარებით: 3-5 თვე;
- გადაბიჯება – ხელებით დაჭერის დროს, მცირე ხნით: 5-7 თვე;
- ხანგრძლივი გადაბიჯება – ხელებით დაჭერის დროს: 7-9 თვე;
- გადაბიჯება – ხელებით უძრავ საყრდენზე დამოუკიდებლად ჩაჭიდებით: 7-9 თვე;
- გადაბიჯება – მოძრავი საყრდენის დახმარებით: 9-12 თვე;
- გადაბიჯება საყრდენის გარეშე: 9-12 თვე;
- გვერდულად სიარული საყრდენის დახმარებით: 7-12 თვე;
- დამოუკიდებლად სიარული: 8-12 თვე;
ჯდომა
- თავის აწევის მცდელობა ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში: 1-3 თვე;
- თავის აწევა და ამ მდგომარებაში დაჭერა, ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში: 3-5 თვე;
- წამოჯდომის მცდელობა ხელების დახმარებით: 4-5 თვე;
- წამოჯდომა ხელების დახმარებით: 5-6 თვე;
- წამოჯდომა ერთი ხელის დახმარებით: 5-8 თვე;
- წამოჯდომა საგანზე ხელის მოჭიდებით: 6-8 თვე;
- წამოჯდომა მცირე დასაყრდენით: 7-9 თვე;
- წამოჯდომა დასაყრდენის გარეშე: 7-9 თვე;
- წამოჯდომა ნებისმიერი მდგომარობიდან: 8-11 თვე;
ხელის ჩავლება
- სათამაშოზე რეფლექსური ხელის ჩავლება: 1-2 თვე;
- გამოწვდილი ხელების მოძრაობა: 2-4 თვე;
- გამოწვდილი ხელების მოძრაობით სათამაშოზე ხელის ჩავლება: 2-4 თვე;
- სათამაშოზე მიზანმიმართული ხელის ჩავლება: 4-6 თვე;
- სათამაშოს გადაგდება: 6-8 თვე;
- რთული, აქტიური მოქმედება სათამაშოსთან მიმართებაში: 7-11 თვე;
მხედველობითი ანალიზატორის განვითარება
- არაგულისხმიერი მხედველობა: 1-2 თვე;
- მოძრავ საგნებზე თვალის გაყოლების უნარი: 2-4 თვე;
- მხედველობითი გულისხმიერება, საგნებზე თვალყურის დევნების უნარი: 2-4 თვე;
- საკმაოდ მცირე მანძილზე საგნის გულისხმიერი დათვალიერების უნარი: 3-5 თვე;
- საგნის ფორმებისა და ძირითადი ფერების გარჩევის უნარი: 4-6 თვე;
- ფერებისა და გარშემომყოფი სხვადასხვა ფორმის საგნების მოხაზულობის კარგად გარჩევის უნარი: 7-9 თვე;
სასმენი აპარატის განვითარება
- საწყისი, ორიენტირებული რეაქცია მკვეთრ ხმებზე: 1თვე;
- ყველა ტიპის ხმაზე ყურადღების გამახვილება: 2-4 თვე;
- მკვეთრი, მყისიერი ირიენტირებული რეაქცია ხმებზე: 3-5 თვე;
- ხმების გამომცემი წყაროს ძებნა: 4-7 თვე;
- ხმებზე ყურის დაგდება, რეაქცია ხმოვან გამღიზიანებლებზე: 5-8 თვე;
- ხმის წყაროს სწრაფი, უშეცდომო გამოცნობა: 5-9 თვე;
- მაღალდიფერენცირებული აქტიურობა ხმოვანი გამაღიზიანებლების მიმართ: 8-12 თვე;
მეტყველების განვითარება
- ღუღუნი: 3-5 თვე;
- წამღერებითი ღუღუნი: 4-6 თვე;
- საპასუხო ხმები: 4-6 თვე;
- ტიტინი: 6-12 თვე;
- დანაწევრებული, მოკლე ბგერების წარმოთქმა: 8-10 თვე;
- ბგერების ხანგრძლივი, ხმამაღალი გამეორება უფროსებთან ერთად: 9-12 თვე;
- მარტივი სიტყვების წარმოთქმის მცდელობა: 9-12 თვე;
- პირველი, გამართული სიტყვების წარმოთქმა: 12 თვის შემდეგ;
აღებულია: http://www.aura.ge/124-deda-da-shvili/784-ert-tslamde-bavshvis-ganvitarebis-done.html; გადასვლა >>> ,,ბავშვი”
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.