როგორ ვებრძოლოთ ბილწსიტყვაობას

როგორ ვებრძოლოთ ბილწსიტყვაობას

რაც უნდა ვეცადოთ, ვერასდროს შევძლებთ გარესამყაროსგან ბავშვის მაქსიმალურად დაცვას და ვერც გარედან მოტანილ მავნე ჩვევებს ავირიდებთ.
მავნე ჩვევათაგან ერთ-ერთი ბილწსიტყვაობაა, რასაც ზოგჯერ ოჯახის წევრებიც კი ასწავლიან.
3 წლის გოგონასგან გინების გაგონება ნამდვილად არ გახლავთ სასიამოვნო, მეტიც, სრულიად მიუღებელია, ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ბავშვმა ასეთი სიტყვები არ იცოდეს და თუ იცის, როგორმე გადავაჩვიოთ.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

როგორ ვებრძოლოთ მავნე ჩვევას, თუ ბავშვი პატარაა

ის ცუდ სიტყვებს გარემოცვიდან, ოჯახის წევრებისგან სწავლობს – იმეორებს იმას, რაც ესმის.
ნათქვამის გააზრებას ვერ ახერხებს, მაგრამ ინტუიციით ხვდება, რომ ამ სიტყვების გამოყენება გაბრაზებისას, განაწყენებისას და ჭირვეულობისას შეუძლია.
ბავშვის მიერ ცუდი ლექსიკის გამომუშავების პრევენცია ოჯახში ასეთი სიტყვებისა და გამონათქვამების აკრძალვაა. უბრალოდ, უნდა გააცნობიეროთ, რომ ბავშვის აღზრის პასუხისმგებლობა მის მორალურ აღზრდასაც გულისხმობს, ამიტომ ზოგ მავნე ჩვევაზე უარის თქმა მოგიწევთ. ზოგისთვის ეს იგივეა, რომ სიგარეტის მოწევა მიატოვოს, მაგრამ შვილისთვის ასეთ მსხვერპლზე წასვლა სულაც არ უნდა იყოს რთული.
თუ ბავშვის ლექსიკაში ცუდ სიტყვებს შენიშნავთ, არავითარ შემთხვევაში არ გაუბრაზდეთ და დასაჯოთ – ეს მასში დამატებით აგრესიას გამოიწვევს, მით უფრო, რომ ამ დანაშაულს სრულიად გაუცნობიერებლად სჩადის.
ეცადეთ, კონკრეტული მაგალითებით აუხსნათ, რომ მისი საქციელი არც თუ მოსაწონია. მაგალითად, უთხარით, რომ ეს ისევე მიუღებელია, როგორც ქუჩაში ნაგვის დაყრა, ბაღში მასწავლებლის გაბრაზება, თანატოლების წვალება ან ლეკვის ცემა.
სპეციალისტები პრევენციისა და მკურნალობის აპრობირებულ მეთოდად წიგნების კითხვასაც მიიჩნევენ.
ეს ბავშვის ლექსიკას ახალი სიტყვებით ამდიდრებს.
ასევე ხშირად ესაუბრეთ, მოუყევით ნამდვილი და გამოგონილი ამბები, ეთამაშეთ განსავითარებელი თამაშები და ასე შემდეგ.
როგორ ვებრძოლოთ მავნე ჩვევას მოზარდის შემთხვევაში: მოზარდი ცუდ სიტყვებს გაცნობიერებულად, საკუთარი დამოკიდებულების, უმეტესაც აგრესიის გამოსახატად იყენებს.
ასევე ბილწსიტყვაობით ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ უკვე დიდები და დამოუკიდებლები არიან.
ჩხუბი, საყვედურები და სადამსჯელო ქმედებები ამ შემთხვევაშიც დაუშვებელია. მოზარდებს ძალიან ფაქიზი ფსიქიკა აქვთ, ამიტომ მათი უფრო მეტად გაღიზიანება მხოლოდ ზიანის მომტანია.
უბრალოდ მკაფიოდ და დამაჯერებლად აუხსენით, რომ მისი ლექსიკის გარკვეული ნაწილი თქვენთვის მიუღებელია, რომ ეს კატეგორიულად არ მოგწოთ, რომ მისი საქციელი სხვა ადამიანებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს და არცხვენს. მოზარდი მეამბოხეა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მშობელი უყვარს, შესაბამისად მისი აზრი ავტორიტეტულია.
ასევე ყველა მოზარდს სიამაყის განსაკუთრებული განცდა გააჩნია, ამიტომ როდესაც გააცნობიერებენ, რომ ბილწსიტყვაობის გამო შეიძლება ვინმესთვის მოსაწონი არ იყვნენ, მაშინვე უკან დაიხევენ.
ასევე ეფექტურია იმის თქმა, რომ ბილწსიტყვაობას ძირითადად გაუნათლებელი და შეუმდგარი ადამიანები მიმართავენ – მათი სიამაყე ამ არგუმენტს ნამდვიულად ვეღარ გაუძლებს!   
  გადასვლა >>> ,,ბავშვი”

აღებულია: http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1395741075