[print_thumbnail_slider]

მკურნალობა უცხოეთში


გა – 40 ევროპასა და ამერიკაში

ცნობილმა გერმანულმა აკადემიურმა  გამომცემლობამ  LAMBERT academic publishing პროფ. გიორგი ალექსიძის ავტორობით გამოსცა 588 გვერდიანი წიგნი პრეპარატ გა-40-ის შესახებ, ინგლისურ ენაზე.  წიგნის გამოცემა დააფინანსა გამომცემლობამ, რაც  პრეპარატ გა–40–სადმი  დიდ ინტერესზე მიუთითებს. 

ავტორის მიერ წიგნში წარმოდგენილი ინფორმაცია მთლიანად ეძღვნება ახალ იმუნოთერაპიულ და კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატ გა-40–ს (მცენარეული წარმოშობის პეპტიდების კომპლექსი). წიგნი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან.

წიგნის  პირველი ნაწილი განკუთვნილია ფართო აუდიტორიისათვის.  წიგნის ამ ნაწილში წარმოდგენილია ინფორმაცია  გა-40-ის  წინაკლინიკური და კლინიკური კვლევებისა და პრეპარატის  მოქმედების მექანიზმების შესახებ, მოკლე და გასაგები დასკვნებისა და ჰიპოთეტური სქემების სახით. ამგვარად წარმოდგენილი მასალა უფრო ადვილი გასაგები, საინტერესო და მისაწვდომია მკითხველისათვის, რომელსაც არ გააჩნია  სპეციალური სამეცნიერო განათლება.

წიგნის მეორე ნაწილი წარმოადგენს მკაცრად მეცნიერულ ნაშრომს. წიგნის ამ ნაწილში აღწერილია გა-40 -ის წინაკლინიკური და კლინიკური კვლევების შედეგები. წარმოდგენილია ინფორმაცია გა-40ის უსაფრთხოების, იმუნომოდულატორული, ანტისიმსივნური, ანტიანგიოგენეზური, ანტიოქსიდანტური, ანტიჰეპატიტი C, ანტინეფრიტული, ანტიტუბერკულოზური და სხვა დაავადებების ეფექტური მკურნალობის შესახებ.

ამგვარად, წიგნი განკუთვნილია ფართო აუდიტორიისათვის, რომელსაც არ გააჩნია სპეციალური მეცნიერული ცოდნა და ასევე სამეცნიერო სამყაროსათვის – ექიმებისათვის, ონკოლოგებისათვის,  იმუნოლოგებისათვის, ფარმაკოლოგებისათვის, ინფექციონისტებისათვის, ჰემატოლოგებისათვის, პულმონოლოგებისათვის, უროლოგებისათვის, ბიოტექნოლოგებისათვის და სხვა.

ამ პრეპარატის აღწერა საქართველოსა და უცხოეთში გამოქვეყნებულია მისამართებზე:
1. http://www.immucor.ru/
2. http://www.ga-40.ru/
3. http://www.medgeo.net/2012/04/05/ga-3/

წიგნი უკვე იყიდება მსოფლიო ბაზარზე თვით ამ გამომცემლობის (LAMBERT academic publishing) -ის, ასევე ,,ამაზონის” წიგნის მაღაზიებში. შესაძლებელია თვითონ წიგნის და წიგნის ელექტრონული ვარიანტის გამოწერა ინტერნეტით. შეგიძლიათ ინფორმაციას გაეცნოთ საიტებზე:

  1. www.amazon.com; კატალოგში ძებნაში ჩაწერთ სათაურს: new anti-cancer drug Lambert academic publishing  books
  2. www.lap-publishing.com;  კატალოგში ძებნაში ჩაწერთ სათაურს:  GA-40 A New Immunotherapeutic  &  Anti-Cancer Drug.

გადასვლა:  ,,გა-40″ ; ,,ალექსის ემესეს“;  ,,დისტანციური კონსულტაციები გა-40 -ის შესახებ“; სამეცნიერო კვლევები გა-40-ის შესახებ; გიორგი ალექსიძის ბიოგრაფია;   გა-40-ზე შემომავალი ლინკები

___________________________

გვერდი, ტექსტები, ბანერები და რეკლამები ეკუთვნის ფირმა ”ალექსის ემესეს”.
medgeo.net ასრულებს ჰოსტინგის  ფუნქციას.
გვერდზე წარმოდგენილ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი: გა-40  სამკურნალო პრეპარატის ავტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, დოქტორი, ინტერნკონტინენტალური სამედიცინო და სოციალური აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, მედიკო-ბიოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის,  შპს ”ალექსის” .პრეზიდენტი,  გიორგი იაგოს-ძე ალექსიძე
ელ. ფოსტა: giorgi_alexidze@yahoo.com; მობ. 599 50-68-50

______________________________

….

ga-40

Comments are closed.

vaka