თაფლის ფიზიკური თვისებები

თაფლის ფიზიკური თვისებები

თაფლის ფერი  დამოკიდებულია ყვავილების ნექტარში არსებულ, საღებავ ნივთიერებებზე და შესაძლოა იყოს ბაცი მოთეთრო-მოყვითალოდან მუქ ოქროსფერ ან ყავისფრამდე. დროთა განმავლობაში, თაფლის  დაკრისტალების გამო, მისი ფერიც იცვლება და უფრო ბაცი ხდება.

სხვადასხვა ყვავილების თაფლი გამოირჩევა თავისებური გემოთი, რომელიც დამოკიდებულია იმ ყვავილების არომატზე, რომლებიდანაც ფუტკრებმა მოაგროვეს ნექტარი. 

თაფლის სუნი (არომატი) ყვავილების სურნელზეა დამოკიდებული და შესაძლოა ოდნავ შესამჩნევი, ნაზიდან საკმაოდ მკვეთრ სურნელამდე იყოს. თუმცა შემაწუხებელი, მძაფრი არომატი ხშირად ხელოვნური თაფლის არომატიზატორებითაა გამოწვეული.

თაფლი ადვილად იღებს სუნს ახლო მყოფი ნივთიერებებისაგან, ამიტომ, აუცილებელია მისი შენახვა დახურულ ჭურჭელში, მძაფრი სუნიანი ნივთიერებებისაგან მოშორებით.

გადასვლა >>>  ,,ფუტკრის პროდუქტები”

____________________________________________

წყარო: www.bee.ge

.