საბავშვო საპონი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 
♦ ნივთები ბავშვებისათვის ინტერნეტმაღაზიებში 

დღეისათვის არსებობს საბავშვო საპნის მრავალი სახეობა: მყარი, თხევადი, დამატენიანებელი, ანტიბაქტერიული და სხვა.
მყარი საპონის рН მერყეობს 10-დან 7-მდე. საპნის წყალთან შეერთებისას წარმოიქმნება ტუტე ხსნარი, რაც აზიანებს პატარას კანის დამცავ საფარს, მისი აღდგენისათვის ტენის შეწოვა ხდება კანის ღრმა შრეებიდან, რის შედეგადაც კანი შრება.
ერთ წლამდე ასაკში ბავშვის დაბანა ტრადიციული საბავშვო საპნით არ არის რეკომედირებული კვირაში ერთ ჯერზე მეტად; უმჯობესია, რომ მათი გამოყენება გასეირნების შემდეგ ხელების დასაბანად და კვების წინ.

კრემ-საპონი

ეს არის ჩვეულებრივი მყარი საპონი, რომელსაც დამატებული აქვს  დამარბილებელი კომპონენტები. მცენარეული ზეთი, გლიცერინი, ლანოლინინი შედის ყველა საბავშვო საპნის შემადგენლობაში, თუმცა კრემ საპონის შემთხვევაში მათი შემცველობა გაცილებით მაღალია.

თხევადი საპონი

თხევად საპონს გააჩნია ყველაზე დამზოგველი ზემოქმედება კანზე, რამდენადაც ნივთიერების კონცენტრაცია მასში დაბალია, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა მიახლოებულია კანის მაჩვენებლებთან, უკეთ ხდება წყლით ჩამობანა.
ჩვეულებრივ, თხევად საპონს აქვს დოზატორი, რომელიც იცავს პროდუქტს გარემოსთან კონტაქტისაგან და დაბინძურებისაგან. თხევად გარემოში უკეთ ხდება  სასარგებლო ნივთიერებების გახსნა (ეთერზეთები, მცენარეული ექსტარქტები).

ბაქტერიციდული საპონი 

ბაქტერიციდული საპნის ძირითადი კომპონენტებია აცილებს კანის ზედაპირიდან მიკროორგანიზმებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პათოგენურ მიკრობებთან ერთად ხდება სასარგებლო მიკრობების განადგურებაც, რომლებიც იცავენ  მავნე მიკრობების შეღწევისაგან.
ბაქტერიციდული საპნით სარგებლობა სასურველია ეპიზოდურად: ჭრილობების და განაკაწრების, კანის დაზიანებების დროს, ცხოველებთან კონტაქტისას.

ბავშვისათვის განკუთვნილი საპნები განსხვავდება ერთმანეთისაგან შემადგენელი კომპონენტებით, რომლებიც მის თვისებებს განაპირობებენ. თუ გეცოდინებათ თითოეული კომპონენტის თვისებები, შეძლებთ სწორად შეარჩიოთ თქვენი პატარასთვის საჭირო საპონი

 – კანის დამარბილებელი:  მცენარეული ზეთები, გლიცერინი, ლანოლინი, ბორის მჟავა
 – კომპონენტები, რომლებიც კანს გამოშრობისაგან იცავს: ვაზელინი, გვირილის ექსტრაქტი
 – მატონიზირებელი და მკვებავი: თაფლი, ფუტკრის ცვილი
 – ანთების საწინააღდეგო კომპონენტები: კრაზანას, ევკალიპტის, კალენდულას, სალბის, მუხის ქერქის ექსტრაქტი
 – კანის დამამშვიდებელი და ჭრილობების შეხორცების ხელის შემწყობი კომპონენტები: წიწვის ექსტრაქტი

საბავშვო საპონისაპნის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ასაკს, რაც მითითებული უნდა იყოს შეფუთვაზე, გაითვალისწინეთ, რომ  საბავშვო საპონი არ უნდა იწვევდეს ალერგიას, რასაც ხშირად იწვევს მასში შემავალი სინთეტიკური დანამატები, პარფიუმერია, საღებავები, არომატული დანამატები, სწორედ ამ კომპონენტებს არ უნდა შეიცავდეს საბავშვო საპონი.
პირველი გამოყენების წინ უნდა ჩაატაროთ ტესტი ალერგიულ რეაქციაზე, ამისათვის ბავშვის კანის მცირე მონაკვეთი უნდა გასაპნოთ, კარგად ჩამობანოთ ქაფი და რამდენიმე დღის განმავლობაში დააკვირდეთ რეაქციას. თუ არ გაჩნდა სიწითლე, გამონაყარი და აქერცვლა, საპონი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
გახსოვდეთ, რომ რაც მეტი ნატურალური კომპონენტია საპონში, მით უკეთესია თქვენი პატარასათვის. გადასვლა >>> ,,ბავშვი”


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.