[print_thumbnail_slider]

მკურნალობა უცხოეთში


დედის რძის შენახვის წესები

დედის რძის შენახვა უნდა მოხდეს სპეციალურ, მჭიდროდ  დახურულ ჭურჭელში. დედის რძე ოთახის ტემპერატურაზე ინახება 8-12  სთ-ის განმავლობაში, მაცივარში 8-11 დღე, ხოლო საყინულეში თვეების მანძილზე, თუმცა რძე გაყინვისას კარგავს ზოგიერთ სასარგებლო თვისებებს, ამიტომ უმჯობესია გამოწველილი რძე უახლოეს პერიოდში გამოიყენოთ.

ცხიმების მაღალი შემცველობის გამო, ხდება შრეებად დალექვა ნებისმიერ პირობებში შენახვისას, რაც  ნორმალური მოვლენაა და კვლავ ერთგვაროვანი სტრუქტურის გახდება, თუ ფრთხილად შევანჯღრევთ. რაც შეეხება შენახული რძის გათბობას, დაუშვებელია მისი გაცხელება, შეთბობა უნდა მოხდეს თბილ წყალში რამდენიმე წუთით მოთავსებით. თუ თქვენი პატარა რძეს ბოლომდე არ მიიღთმევს, დარჩენილი რძე  ხელმეორედ არ უნდა შეინახოთ, დაუყონებლივ გადაღვარეთ.

გახსოვდეთ:

  • გამოწველის შემდეგ რძე რაც შეიძლება მალე უნდა შეინახოთ
  • თუ აპირებთ რძის გაყინვას, ჯერ მოათავსეთ 1-2 სთ-ით მაცივარში და მხოლოდ ამის შემდეგ საყინულეში
  • გადნობის შემდეგ რძე მაცივარში ინახება 24 საათის განმავლობაში
  • დაუშვებელია გამდნარი რძის ხელმეორედ გაყინვა
  • დაუშვებელია ახლად გამოწველილი რძის შერევა ცივ რძესთან

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”

 

Comments are closed.

vaka