ცუდი სამეგობრო წრე და სიგარეტის მოწევა

ცუდი სამეგობრო წრე და სიგარეტის მოწევა

გამარჯობათ, დღეს მინდა გესაუბროთ სიგარეტის მოწევაზე, ალბათ ყველამ იცით, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისათვის, ამიტომ არ მინდა, მთელი ტექსტი ამაზე ვწერო, ალბათ ეს თქვენთვისაც უინტერესო იქნება… ამიტომაც გადავწყვიტე მცირე გამოკითვხა ჩამეტარებინა, თუ რატომ იწყებენ მოწევას მოზარდები ადრეულ ასაკში ან თუნდაც რა მიზეზის ან საბაბის გამო ეწევიან სიგარეტს?!

ერთ-ერთი გამოკითხვის დროს 15 წლის რ.ბ-ს დავუსვი კითხვა:”რამდენის წლის ასაკში დაიწყე სიგარეტის მოწევა”? 13 წლის ასაკში დავიწყე მოწევა, სამეგობრო წრეში თითქმის ყველა ეწეოდა, შემდეგ მეც გადავწყვიტე მოწევა… მართალია, თავიდან ცოტა ვახველებდი მოწევის დროს, მაგრამ თანდათან უკვე მივეჩვიე…

 ესე იგი ამ პასუხიდან, იმ დასკვნის გამოტანა შეგვიძლიათ, რომ მოწევის ხშირი საბაბია ცუდი სამეგობრო წრე! ამიტომაც მეგობრების შერჩევის დროს უფრო ფრთხილად უნდა იყოთ, რათა მომავალში უფრო ჯანსაღი და გონიერი პიროვნებები იყოთ! ვინ, იცის კიდევ რას შემოგთავაზებენ იმ მეგობრებმა, რომლებმაც დღეს სიგარეტი შემოგთავაზეს…

_______________________________________

წყარო: http://teenaisha.wordpress.com/2012/03/04/ცუდი-სამეგობრო-წრე-და-სი/

გადასვლა >>> ,,თინეიჯერი”

.