არტერიული ჰიპერტენზიის მენეჯმენტის ახალი ამერიკული რეკომენდაციები: JNC 8

არტერიული ჰიპერტენზიის მენეჯმენტის ახალი ამერიკული რეკომენდაციები: JNC 8

არტერიული ჰიპერტენზია, JNC 8, თიაზიდური შარმდენები, აგფ ინჰიბიტორები, კალციუმის არხების ბლოკერები, ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერები

მერიკული JNC (joint national committee) 8 ახალი არტერიული ჰიპერტენზიის რეკომენდაციების ერთ–ერთი ავტორის სიტყვებით, რეკომენდაციების მიზანი იყო შექმნილიყო ძალიან მარტივი დოკუმენტი, ავტორებს სურდათ მიეწოდებინათ ექიმებისთვის უბრალო მესიჯი – დააქვეითეთ არტერიული წნევა 150/90 მმ.ვცხ.წყ.–მდე პაციენტებში 60 წლის ზევით და 140/90 მმ.ვცხ.წყ.–მდე დანარჩენ პაციენტებში. გამარტივებული იქნა აგრეთვე  პრეპარატების დანიშვნის რეჟიმი: ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების 4 კლასიდან თითოეული პრეპარატის დანიშვნა  კარგია, მთავარია მიღწეული იქნეს არტერიული წნევის მიზნობრივი დონე.>>>

ქვემოთ მოცემულია დოკუმენტის 9 მთავარი რეკომენდაცია

1.      რეკომენდაცია.

60 წლის და მასზე ხანდაზმულ პაციენტთა საერთო პოპულაციაში, ფარმაკოლოგიური მკურნალობა   არტერიული წნევის (აწ) დასაწევად უნდა დაიწყოს იმ შემთხვევაში, როდესაც სისტოლური არტერიული  წნევა  (საწ≥150 მმვცხწყ ან დიასტოლური არტერიული წნევა (დაწ90 მმვცხწყ და არტერიულ წნევა უნდა დაიყვანოს მიზნობრივ დონემდე:  < 150 მმვცხწყ    საწ–თვის  და <90 მმვცხწყ დაწ–თვის.

რეკომენდაცია–შედეგი

60 წლის და მასზე ხანდაზმულ პაციენტთა საერთო პოპულაციაში, თუ არტერიული ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო ფარმაკოლოგიური მკურნალობა   იწვევს, არტერიული სისტოლური წნევის დაქვეითებას 140  მმ.ვცხ.წყ.–ზე უფრო დაბალ დონეზე, და ამასთანავე არ აღინიშნება მკურნალობით გამოწვეული გვერდითი მოვლენები და ცხოვრების ხარისხის ან ჯანმრთელობის გაუარესება – არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა არ იცვლება. 

2.      რეკომენდაცია

საერთო პოპულაციის 60 წელზე ნაკლები პაციენტების ჰიპოტენზიური  მკურნალობა უნდა დაიწყოს დაწ 90 მმ.ვცხ.წყ. –დან, სამიზნე დონის – დაწ <90მმ.ვცხ.წყ. მისაღწევად

3.      რეკომენდაცია

საერთო პოპულაციის 60 წელზე ნაკლები პაციენტების ჰიპოტენზიური  მკურნალობა უნდა დაიწყოს საწ 140 მმ.ვცხ.წყ.–დან,  სამიზნე დონის – საწ <140მმ.ვცხ.წყ. მისაღწევად

4.      რეკომენდაცია

საერთო პოპულაციის, 18 წლის და უფრო მეტი ასაკის პაციენტებში, თირკმლების ქრონიკული დაავადებით (თქდ), არტერიული ჰიპერტენზიის ფარმაკოლოგიური მკურნალობა  უნდა დაიწყოს საწ ≥140მმ.ვცხ.წყ. ან დაწ 90მმ.ვცხ.წყ. –დან, სამიზნე დონის – საწ <140მმ.ვცხ.წყ.  და – დაწ <90მმ.ვცხ.წყ. მისაღწევად

5.      რეკომენდაცია

საერთო პოპულაციის, 18 წლის და უფრო მეტი ასაკის პაციენტებში, შაქრიანი დიაბეტით,  არტერიული ჰიპერტენზიის ფარმაკოლოგიური მკურნალობა  უნდა დაიწყოს საწ ≥140მმ.ვცხ.წყ. ან დაწ 90მმ.ვცხ.წყ. –დან, სამიზნე დონის – საწ <140მმ.ვცხ.წყ.  და– დაწ <90მმ.ვცხ.წყ. მისაღწევად.

6.      რეკომენდაცია

არა აფრო–ამერიკელების საერთო პოპულაციაში, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების გამოკლებით, საწყისი ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა უნდა მოიცავდეს თიაზიდურ შარმდენებს, კალციუმის არხების ბლოკერებს (კაბ), ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებს (აგფ–ი) და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერებს (არბ).

7.      რეკომენდაცია

აფრო–ამერიკელების საერთო პოპულაციაში, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების ჩათვლით,  საწყისი ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა უნდა მოიცავდეს თიაზიდურ შარმდენებს ან კალციუმის არხების ბლოკერებს.

8.      რეკომენდაცია

საერთო პოპულაციის, თირკმლების ქრონიკული დაავადების მქონე, 18 წლის და უფრო მეტი ასაკის პაციენტებში, საწყისი (ან დამატებითი) ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა უნდა მოიცავდეს ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებს ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერებს, თირკმლის დაავადების გამოსავალის გაუმჯობესების მიზნით. ეს რეკომენდაცია ეხება არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ ყველა თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტს, განურჩევლად რასისა და შაქრიანი დიაბეტის არსებობისა.

9.      რეკომენდაცია

არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის მთავარ ამოცანას წარმოადგენს არტერიული წნევის სამიზნე დონის მიღწევა და მისის შენარჩუნება. თუ არტერიული წნევის სამიზნე დონის მიწევა არ ხდება ერთი თვის განმავლობაში, საჭიროა საწყისი პრეპარატის დოზის მომატება ან ერთერთი იმ პრეპარატის დამატება რომელიც მოცემულია მე 6 რეკომენდაციაში (თიაზიდური დიურეტიკი, კაბ, აგფ–ინჰიბიტორი ან არბ). მკურნალმა ექიმმა უნდა განაგრძოს არტერიული წნევის შეფასება, ჰიპოტენზიურ თერაპიის კორექტირება, არტერიული წნევის სამიზნე დონის მიღწევამდე. არტერიული წნევის სამიზნე დონის 2 პრეპარატით მიუღწევლობის შემთხვევაში, საჭიროა ზემოთ მოცემული სიიდან მესამე პრეპარატის დანიშვნა და დოზის მორგება. არ შეიძლება ერთდროულად  აგფ–ი და არბ პრეპარატების გამოყენება. თუ მე 6–ე რეკომენდაციაში მოცემული პრეპარატების საშუალებით ვერ ხერხდება აწ–ს სამიზნე დონის მიღწევა, შესაძლებელია სხვა კლასის პრეპარატების გამოყენება. არტერიული ჰიპერტენზიის სპეციალისტთან საჭიროა, იმ პაციენტის  გაგზავნა, რომლის არტერიული წნევის სამიზნო დონის მიღწევა არ ხერხდება ზემოთ აღწერილი ტაქტიკით ან პაციენტს აღენიშნება ჰიპერტენზისგან გამოწვეული გართულებები – დამატებითი კონსულტაციის ჩასატარებლად.

ახალი რეკომენდაციები მოიცავს 2 საკვანძო საკითხს, რომელიც პრინციპულად  განასხვავებს JNC 8, მის წინამორბედ დოკუმენტისგან. პირველი–ავტორები გვაძლევენ რეკომენდაციას თავი გავანებოთ  JNC 7–ის მიერ დაწესებულ არტერიული წნევის აგრესიულ სამიზნე და ზღვრულ დონეებს მოხუცებში, აგრეთვე შაქრიანი დიაბეტის და თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პირებში. მეორე – JNC 8 აგრეთვე აუქმებს უწინდელ მიდგომას, თიაზიდური შარმდენებით საწყისი ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის ჩატარების შესახებ პაციენტთა უმრავლესობაში, რომლის სანაცვლოდ გვთავაზობს საწყისი ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის დაწყების თავისუფალ არჩევანს პრეპარატების შემდეგი 4 ჯგუფიდნ:  კალციუმის არხების ბლოკერები (კაბ), ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ–ი),  ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერები (არბ) და თიაზიდურ შარმდენები.

       ცნობისთვის JNC 8 ძირითადად ეთანხმება ევროპის ჰიპერტენზიული საზოგადოების (ESH) 2013 წლის არტერიული ჰიპერტენზიის რეკომენდაციის დებულებებს, რიმელშიც აწ სამიზნე დონედ მიღებულია <140 მმ.ვცხ.წყ. ყველა პაციენტისთვის მცირედი მითითების გათვალისწინებით. დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის   ESH გაიდლაინი სამიზნე დიასტოლურ წნევად მიიჩნევს <85მმ.ვცხ.წყ, ხოლო 80 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის –140 დან 150 მმ.ვცხ.წყ–მდე.

     საჭიროა აგრეთვე იმის აღნიშვნა, რომ ახალ დოკუმენტში არტერიული წნევის ზღვრული და სამიზნე დონეების მიმართ სიმკაცრის შესუსტება, სულაც არ მიუთითებს, რომ პრაქტიკოს ექიმებს შეუძლიათ „შეარბილონ“ პაციენტთა მკურნალობის სქემები, რომლებსაც მიღწეული აქვთ არტერიული წნევის ეფექტური კონტროლი JNC 7 რეკომენდაციების მიხედვით.

       JNC 8-ს ავტორები მოუწოდებენ მკურნალ ექიმებს წინა,  JNC 7 –ის ანტიჰიპერტენზიული სქემების  და ალგორითმების გამოყენებას, რომლებმაც დაამტკიცეს თავისი კლინიკური ეფექტურობა პრაქტიკაში. ამასთან ერთად ახალი რეკომენდაციები პრაქტიკოს ექიმებს აძლევს დამაჯერებლობას, მათ მიერ განხორციელებული ანტიჰიპერტენზიული თერაპიის მიმართ, თუ პაციენტის სისტოლური არტერიული წნევა დაქვეითდება <150 მმ.ვცხ.წყ.–მდე.

ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ