საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების საშუალებით ქვედა ყბა ასრულებს მოძრაობებს მეტყველების, საკვების მიღების დროს და ა.შ. ეს ერთადერთი წყვილი სახსარია ჩვენს ორგანიზმში, რომელიც აბსოლუტურად სიმეტრიულად მოძრაობს. მას ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორც მუხლის სახსრებს.

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია ვითარდება, როდესაც დისკო (მოქნილი ელემენტი სასახსრე ჩანთასა და სახსრის თავს შორის) კარგავს ელასტიურობას და იცვლის ფორმას. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციას სხვადასხვა სახელწოდებები აქვს: მიოფასციალური სინდრომი, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ართრიტი, ართროზი, ქვედა ყბის ქრონიკული ქვეამოვარდნილობა და სხვ. თანამედროვე საზოგადოებაში საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების პათოლოგიები იშვიათობა არ არის (აშშ-ში, ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის მონაცემებით, ასეთი დიაგნოზის მქონე პაციენტთა რაოდენობა 75 მლნ. აღწევს).

საფეთქელქვედა ყბის სახსრის დისფუნქციის განვითარების მიზეზებია:

– კბილების ძლიერი მოჭიმვის ჩვევა დღის განმავლობაში;

– ბრუქსიზმი (სტრესით გამოწვეული კბილების ღრჭენა ძილში);

– არასწორი თანკბილვა;

– ნიკაპისა და ყბის დაზიანება;

– უხარისხო ორთოპედიული, ორთოდონტული ან თერაპიული მკურნალობა;

– ართრიტი;

– ძალიან დიდი დატვირთვები ათლეტიზმის ვარჯიშებზე;

– საღეჭი კბილების დაკარგვა.

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციის ხშირი მიზეზია ის, რომ კბილების ამოღების შემდეგ არაერთი ადამიანი აგვიანებს პროთეზების ჩადგმას, ხოლო ზოგჯერ კი საერთოდ არ აკეთებს ამასს.

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიაზე მოწმობს ტკაცუნი და ტკივილი პირის გაღებისა და დახურვის დროს, დაჭიმულობა კისრის მიდამოში, თავის ტკივილები, ტკივილი ყბის მიდამოში დილით, შუილი ყურებში, გამკვრივების გაჩენა, რომელიც ზეწოლისას მტკივნეულია, ზოგჯერ კი კბილის ტკივილიც. ზოგიერთ შემთხვავაში საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციაზე მიუთითებს ყურების ტკივილი, რაზეც ჯერ კიდევ 80 წლის წინ წერდა ცნობილი ოტოლარინგოლოგი ჯ. კოსტენი.

მაგრამ, ვიდრე მოვახდენთ ყურების ტკივილით მიმდინარე ამ დაავადების დიაგნოსტირებას, აუცილებელია კლინიკური გამოკვლევის ჩატარება. რადგან ზოგჯერ ყურების ტკივილი შეიძლება განვითარდეს არა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიის, არამედ ერთ-ერთ უკანა კბილში ინფექციის არსებობის გამო. გამოვლინებებით საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგია შეიძლება შეგვეშალოს შუა ოტიტთან (აღნიშნულ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ თერაპევტს).

აღნიშნული დაავადების დიაგნოსტირება ძალიან ძნელია, ამიტომ ხშირად პაციენტი რამდენიმე ექიმთან – ოტოლარინგოლოგთან, თერაპევტთან, მანუალურ თერაპევტთან, ფსიქონევროლოგთან, ნევროპათოლოგთან, ზოგჯერ ფსიქოთერაპევტთანაც კი მიდის, რომელიც გამოუწერს ჩვეულებრივ დამამშვიდებელ საშუალებას ისე, რომ ვერც განსაზღვრავს ტკივილის მთავარ მიზეზს.

მაგრამ მაშინაც კი, როდესაც დიაგნოზი – საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია უკვე დამტკიცებულია, აუცილებელი ხდება სტომატოლოგის და ნევროპათოლოგის ერთობლივი მუშაობა.

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციის მქონე პაციენტებმა რეგულარულად უნდა გაიარონ სტომატოლოგიური შემოწმება. სტომატოლოგის ამოცანაა კბილებთან და ღრძილებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა, რომლებიც თან ახლავს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიას. პაციენტების უმრავლესობაში დაავადებას ტრადიციული მეთოდებით მკურნალობენ (მაგ., ბრუქსიზმით დაავადებულებში გამოიყენება დამცავი კაპა, რომელიც უნდა ატარონ ღამით ან დღისით). ზოგჯერ საჭიროა მცირე ქირურგიული ჩარევა, მაგ., ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენა. იშვიათად, საჭიროა სერიოზული ოპერაცია ღია სახსარზე (მაგ., სახსრების ძვლოვანი ქსოვილის აღდგენა).

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.nt:&�P���� h�� �

 

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..