კავშირი კარიესსა და კოცნას შორის

კავშირი კარიესსა და კოცნას შორის

ექიმები გვახსენებენ, რომ სიყვარული არ არის საკუთარი ჯანმრთელობის დავიწყების მიზეზი. ყველაზე ვნებიანი გრძნობებიც კი ვერ დაგიცავთ კარიესისგან, თუ ის თქვენს პარტნიორს აქვს. კარიესი გადაეცემა კოცნით. მსგავსი საშიშროება არა მარტო შეყვარებულებს, არამედ იმათაც ემუქრება, ვისაც სხვისი კოვზით და ჩანგლით სარგებლობა უყვარს.

ბაქტერიები პირის ღრუში ხვდებიან და შლიან კბილებს, თუ თქვენი პარტნიორი არ იცავს ჰიგიენის ელემენტარულ წესებს. ასე რომ, თუ თქვენ ძალიან ხართ შეყვარებული, არ დაგავიწყდეთ კბილების რეგულარულად გაწმენდა.

ამავდროულად, კოცნა კარიესის საწინააღმდეგო საშუალებაც არის. კოცნის დროს გამომუშავდება ნერწყვის საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ ჩამორეცხოს ჭამის შემდეგ პირში დარჩენილი მჟავას ნადები. ამავდროულად, ნერწყვი შეიცავს დიდი რაოდენობით ფტორსა და კალციუმს, რაც დადებითად მოქმედებს კბილებზე.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი კარიესზე. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კარიესი უფრო ხშირად ემუქრება იმათ, ვინც დილით არ საუზმობს. საუზმეზე ადამიანი, ძირითადად, მიირთმევს რძის და მარცვლეულის პროდუქტებს, რომლებიც მდიდარია კალციუმით და იცავენ კბილებს.

მეცნიერების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით დამტკიცდა, რომ ისინი ვინც დილით საუზმობს ან ხილს მაინც მიირთმევს, ორჯერ ნაკლებად ავადდებიან კარიესით. კარიესის განვითარების რისკი იმ ადამიანებში, ვინც საუზმობს – 18%-ია, ხოლო ვინც არ საუზმობს იმ პირებში ეს ციფრი 35%-მდე იზრდება.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..