რა შეიძლება გვიამბოს დაავადებულმა კბილებმა?

რა შეიძლება გვიამბოს დაავადებულმა კბილებმა?

ჩვენი ორგანიზმი სისტემაა. კბილების დაავადებები ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის მარკერია. თუ სადმე გაჩნდა პრობლემა, იგი მეტნაკლებად კბილებზეც აისახება.

ადამიანის ორგანიზმი უწყვეტად დაკავშირებული რგოლების ჯაჭვია. მრავალი დაავადება გვახსენებს თავს თავისებური ნიშნებით: სახის კანზე და დეკოლტეს ზონაზე, ფრჩხილებზე და კბილებზე. რატომ შეაჩერა ბუნებამ თავისი არჩევანი კბილებზე, უცნობია, მაგრამ დადასტურებულია, რომ ურთიერთკავშირი არსებობს.

კბილის დაშლის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს, რომელ ორგანოს აქვს პროლემები. ზედა და ქვედა საჭრელების მიხედვით მსჯელობენ თირკმლების, შარდის ბუშტისა და ყურების მდგომარეობაზე, ეშვების მიხედვით – ნაღვლის ბუშტსა და ღვიძლზე, ძირითადი საღეჭი კბილებით – ელენთაზე, ფილტვებსა და კუჭზე. სიბრძნის კბილებით – გულისა და წვრილი ნაწლავის მდგომარეობაზე. ეს თავისებური სქემაა, რომლის მიხედვითაც შეიძლება რომელიმე ორგანოს მდგომარეობის წინასწარი დიაგნოსტიკის ჩატარება კბილების მდგომარეობის მიხედვით.

თუ ვინმეს მაინც არ სჯერა, რომ კბილებისა და ორგანიზმის დაავადებები ურთიერთკავშირშია, გაიხსენეთ ყველაზე მარტივი მაგალითი: ფეხების გადაცივება ხშირად იწვევს კბილის ტკივილს. თუ კბილი ანთებადია, შეიძლება მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ და არტერიულმა წნევამაც კი.

აი, ასეთია დომინოს ეფექტი. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ კბილს აქვს საკუთარი ნერვულ-სისხლძარღვოვანი სისტემა, რომლითაც დაავადება სხვადასხვა მიმართულებით გადაეცემა. განვიხილოთ ზოგიერთი პრობლემური სიტუაციის და დაავადების გავლენა კბილების მდგომარეობაზე.

კბილები და კვება

არასწორი კვება კბილების ყველაზე დიდი მტერია. „სწრაფი” ნახშირწყლებით მდიდარი, ადვილად ათვისებადი საკვები (მაგ., ტკბილეული, კარტოფილი, თეთრი პური) ყოველთვის იწვევს კარიესს. არქეოლოგებმა დაამტკიცეს, რომ მონადირეებისა და შემგროვებლების ტომებს კბილები არ სტკიოდათ, ხოლო სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად გაჩნდა კარიესი. სტომატოლოგები არ ამბობენ უარს ნახშრწყლებზე, მაგრამ გვირჩევენ შევამციროთ „სწრაფი” ნახშირწყლების მოხმარება.

კბილები და დიაბეტი

შაქრის მომატებული დონე სისხლში იწვევს ღრძილების დაავადებების პროვოცირებას, რადგან დიაბეტი აქვეითებს ინფექციების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს. საშიში სიმპტომებია: შეწითლება, შეშუპება, მტკივნეულობა და სისხლდენა ღრძილებიდან.

დიაბეტი ასევე იწვევს მინერალური ცვლის მოშლას, რის გამოც კბილის მინანქარი არამყარი ხდება.

თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, რეგულარულად უნდა მიხვიდეთ ექიმთან, რომ მან შეამჩნიოს ცვლილებები და დაიწყოს მკურნალობა.

კბილები და სტრესი

სტრესი იწვევს ბრუქსიზმის პროვოცირებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კბილების პათოლოგიური ცვეთა. სტრესის დროს გამომუშავდება დიდი რაოდენობით ჰორმონი კორტიზოლი. ის თავისთავად მავნე არ არის, ასტიმულირებს გულის მუშაობას და აძლიერებს ყურადღების კონცენტრაციას. მაგრამ, სისხლში კორტიზოლის  მომატებული შემცველობის დროს ზიანდება კბილები და ღრძილები.

კბილები და ოსტეოპოროზი

ოსტეოპოროზი ეწოდება ძვლოვანი ქსოვილის თანდათანობით დაშლას. ოსტეოპოროზის დროს ფრჩხილები ხდება მყიფე და ტყდება, ცვივა თმები და კბილები. ეს სერიოზული დაავადებაა, რომელიც მთელ ორგანიზმს აყენებს ზიანს.

კბილები და ანემია

ანემია არის სისხლში რკინის დეფიციტი. ანემიის დროს ორგანიზმი ჟანგბადს არასაკმარისად იღებს. ამ დაავადების გვერდითი ეფექტებია: ღრძილები მკრთალდება, ენა შეშუპებული და გასადავებულია.

კბილები და ასაკობრივი ცვლილებები

ფოსფორ-კალციუმის ცვლა ორგანიზნში რეგულირდება სასქესო ჰორმონების საშუალებით. ასაკის მატებასთან ერთად მათი რაოდენობა ქვეითდება და ძვლოვანი ქსოვილის და კბილების მინანქრის მინერალიზაცია უარესდება. ქალებში მენოპაუზის პერიოდში ჩნდება პირის სიმშრალე და იცვლება ნერწყვის შემადგენლობა. ეს იწვევს კბილების კარიესს.

დასკვნაკბილები ტყუილად არ ავადდებიან. ამავდროულად, ამჟამად ძნელია ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელსაც ყველა კბილი ჯანმრთელი აქვს. გამოსავალი რა არის? სტომატოლოგები გვირჩევენ უფრო ხარისხიან მკურნალობას. კბილის ტკივილის იგნორირება არ შეიძლება.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share this...Share on Facebook
Facebook