რისთვის ტარდება სინუს-ლიფტინგი

რისთვის ტარდება სინუს-ლიფტინგი

ხშირია შემთხვევები, როდესაც ზედა ყბაზე იმპლანტატების დასამაგრებლად  ძვლოვანი ქსოვილი საკმარისი არ არის. ასეთი „უკმარისობის” მიზეზები შეიძლება იყოს ძვლის ინდივიდუალური აგებულების თავისებურებები ან ძვლოვანი ქსოვილის ატროფია კბილების დაკარგვის შემდეგ.

ამ შემთხვევებში მშველელად გვევლინებასინუსლიფტინგი – სტომატოლოგიური ოპერაცია, რომლის მიზანია ძვლოვანი ქსოვილის მოცულობის აღდგენა, რათა უკეთესი პირობები შეიქმნას  დენტალური იმპლანტაციისთვის.

ეს ქირურგიული პროცედურა უკვე მრავალი წელია წარმატებით გამოიყენება. ჯერ კიდევ 60-იან წლებში ლინკოვმა წარმატებით დაამაგრა იმპლანტატი სინუს-ლიფტინგით მიღებულ ძვლოვან ქსოვილში, ხოლო 70-იან წლებში ბიონმა დატატუმმა თავიანთი მუშაობა ამ მეთოდის სრულყოფას მიუძღვნეს. ამჟამად, მიღებული სერიოზული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სტომატოლოგებს ეხმარება სინუს-ლიფტინგის წარმატებით ჩატარებაში და საუკეთესო შედეგების მიღებაში. მოხდა როგორც მეთოდის, ასევე გამოსაყენებელი მასალების სრულყოფა. გაიზარდა უსაფრთხოება სინუს-ლიფტინგის ოპერაციის ჩატარების დროს და სულ უფრო მეტი პაციენტი აფასებს ამ მეთოდს.

როგორ ხორციელდება ოპერაცია?

პირველი ეტაპია პაციენტის გამოკვლევა. ექიმი ამოწმებს ზედა ყბის წიაღების მდგომარეობას და ძვლოვანი ქსოვილის კონფიგურაციას. ოპერაციის უკუჩვენებებია ჰაიმორის წიაღში პათოლოგიური წარმონაქმნები. გამოკვლევა მოიცავს ცხვირის წიაღების რენტგენოგრაფიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, თანკბილვის ანაბეჭდის აღებას და კბილების მკურნალობას აუცილებლობის შემთხვევაში.

ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით. არსებობს სინუს-ლიფტინგის ორი მეთოდი – ღია და დახურული. დახურული სინუს-ლიფტინგი სრულდება იმპლანტატის სარეცელიდან, როდესაც ძვლოვანი ქსოვილი ზედა ყბის წიაღების პროექციაში სულ მცირე 10 მმ-ია. თუ ძვლოვანი ქსოვილი 10 მმ-ზე ნაკლები სიმაღლისაა, ტარდება ღია სინუს-ლიფტინგი – უფრო ხანგრძლივი ოპერაცია. ხშირად იმპლანტატებს უკვე უშუალოდ სინუს-ლიფტინგის შემდეგ ამაგრებენ, თუ არ არსებობს ხელისშემშლელი გარემოება. მკურნალობის ორთოპედიული ეტაპი იწყება 6-9 თვის შემდეგ. თუ იმპლანტაცია ჩატარდა უშუალოდ სინუს-ლიფტინგის დამთავრებისთანავე, პროთეზირებას ახორციელებენ 4 თვის შემდეგ. ძვლოვანი ქსოვილის გასაზრდელად გამოიყენება პაციენტის საკუთარი ძვალი (ე.წ. ძვლის ანათალი, რომელსაც იღებენ ქვედა ყბიდან), ასევე ხელოვნურად შექმნილი მასალები.

სინუს-ლიფტინგის ოპერაციის შემდეგ ინიშნება სისხლძარღვთა შემავიწროვებელი პრეპარატები. ღრძილი შეხორცდება დაახლოებით 1 კვირის შემდეგ.

პაციენტის სამახსოვრო სინუსლიფტინგის ოპერაციის შემდეგ

ოპერაციის წინ ყველაფერი განიხილეთ იმ ექიმთან ერთად, რომელიც გააკეთებს ოპერაციას. არ მოგერიდოთ კითხვების დასმა, კომპეტენტური ქირურგი ყოველთვის დამაჯერებლად გიპასუხებთ.

ოპერაციის შემდეგ შეასრულეთ ექიმის ყველა რეკომენდაცია.

არ შეიძლება: წყალში ყვინთვა, თვითმფრინავით ფრენა (აკრძალვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევაზე), საწრუპით სასმელის დალევა.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.