ლუმინირების გამოყენების თავისებურებები, უპირატესობები და რეკომენდაციები

ლუმინირების გამოყენების თავისებურებები, უპირატესობები და რეკომენდაციები

ლუმინირები ამჟამად წყვეტენ ესთეტიკური სტომატოლოგიის ყველაზე აქტუალურ საკითხებს და რთულ კლინიკურ შემთხვევებშიც კი ბუნებრივი სილამაზის აღდგენის საშუალებას იძლევიან.

ლუმინირები ამერიკული კომპანია Cerinate-ს ინოვაციური გამოგონებაა. ამავე სახელწოდების ფაიფური მზადდება დაპატენტებული ტექნოლოგიით, რომელიც მიეკუთვნება კბილის მასალების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს – Den-Mat Holdings, LLC.ლუმინირების სისქე არ აღემატება ჩვეულებრივი კონტაქტური ლინზის სისქეს (დაახლოებით 0,2 მმ), ატარებენ სინათლეს, მდგრადია გაბზარვისა და მტვრევისადმი და უზრუნველყოფენ კბილების საიმედო დაცვას.

რა შემთხვევაში გამოიყენება ლუმინირები?

კერამიკულ ფირფიტებს შეუძლიათ მრავალი კოსმეტიკური პრობლემის გადაწყვეტა. მაგალითად, ლუმინირებს ხშირად ამაგრებენ დიასტემის – კბილებს შორის ნაპრალის დროს. თუ ადრე ამ დეფექტის გასწორება ხდებოდა მხოლოდ ხანგრძლივი და საკმაოდ ძვირადღირებული ორთოდონტიული მკურნალობით, ახლა საჭიროა მხოლოდ 2 ვიზიტი სტომატოლოგთან ჰოლივუდის ღიმილის მისაღებად. ასევე, გავრცელებული დაავადებაა ფლუოროზი, რომელიც ვითარდება ორგანიზმში ფტორის სიჭარბის შედეგად. ამ დროს კბილებზე ჩნდება  თეთრი და ყვითელი ლაქები, ეროზიები. გათეთრების სხვადასხვა ტექნოლოგიების შედეგი ამ შემთხვევებში გაურკვეველია, ლუმინირები კი 100% შედეგს იძლევა – კბილები ბუნებრივ სითეთრეს იძენენ. კერამიკული ფირფიტები ფარავენ ასევე ძველ, გამუქებულ და შეცვლილი ფორმის ბჟენებს, ნახეთქებს და მინანქრის ნატეხებს.

რითი განსხვავდება ტრადიციული ვინირები ლუმინირებისგან?

ვინირები მაგრდება წინასწარი მოქლიბვის შემდეგ. სტომატოლოგი კბილებს აცლის მინანქრის მცირე შრეს და აწებებს ვინირს, რის შემდეგაც მისი მდებარეობის კორექცია პრაქტიკულად შეუძლებელია. ვინირების შექმნა ხორციელდება ყბის ანაბეჭდის საფუძველზე და საჭიროებს დროს, ანუ საჭიროა კლინიკაში რამდენჯერმე მისვლა. ვინირების დამზადების პერიოდში პაციენტები დროებით გვირგვინებს ატარებენ. ლუმინირები კი არ საჭიროებს კბილის ქსოვილის მოქლიბვას და ანესთეზიას, რაც დადებითად მოქმედებს პაციენტის მდგომარეობაზე, არ იწვევენ დისკომფორტს და 2 ვიზიტი საკმარისია მათ დასამაგრებლად. ლუმინირები ძალიან დიდხანს ძლებს. ზოგიერთ კლინიკაში კერამიკული ზედსადების დამაგრებისას 15-20 წლიან გარანტიას იძლევიან.

ლუმინირების მთავარი უპირატესობები

ლუმინირების მთავარი უპირატესობაა მათი კარგი და პროგნოზირებადი შედეგი. ლუმინირები ცვლიან კბილის ფერს, ფორმას და ღიმილს იდეალურს ხდიან. კერამიკული ფირფიტებით იფარება ნახეთქები, ნაპრალები, პიგმენტაცია და ა.შ.

ლუმინირები მარტივი გამსაყენებელია. ლუმინირების დასამაგრებლად საკმარისია სტომატოლოგთან 2 ვიზიტი. ფირფიტები მზადდება ყბის ანაბეჭდის საფუძველზე, მჭიდროდ ზის კბილებზე და მომხიბვლელ ღიმილს ქმნის.

ლუმინირები სპეციალურ მოვლას არ საჭიროებს. 0,2 მმ სისქის მიუხედავად, ფირფიტები საკმაოდ მტკიცეა. კერამიკა ნახეთქების გაჩენისადმი გამძლეა, არ იცვლის ფერს მღებავ ნივთიერებებთან (ჩაი, ყავა, ღვინო) კონტაქტისას.

ლუმინირების გამოყენების ტექნოლოგია მიმართულია ბუნებრივი კბილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ვინირებისგან განსხვავებით, ლუმინირების დამაგრება მოქლიბვის გარეშე ხდება. ამიტომ, ესთეტიკური რესტავრაციის პროცედურების დროს არანაირ დისკომფორტს არ იგრძნობთ.

რადგან კბილის ქსოვილის კორექცია საჭირო არ არის, ლუმინირების მოხსნა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს – თქვენი კბილები თავის ფორმას არ დაკარგავენ.

აღსანიშნავია, რომ კერამიკული ფირფიტების სიმტკიცე ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. შეგიძლიათ იგივე პროდუქტებით იკვებოთ, რომლებსაც ლუმინირების დამაგრებამდე მიირთმევდით. თუმცა, იდეალური ღიმილის შესანარჩუნებლად საჭიროა 6 თვეში 1-ჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი. ექიმი ჩაატარებს გეგმიურ დათვალიერებას და აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებს გაწმენდის პროცედურას.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.