ორთოპანტომოგრაფის თავისებურებები

ორთოპანტომოგრაფის თავისებურებები

ორთოპანტომოგრაფი არის რენტგენოდიაგნოსტიკის აპარატი, რომლითაც მიიღება ორივე ყბისა და ყველა კბილის საერთო გამოსახულება ერთ ფირზე. პანორამული სურათის გადაღების უნარის გამო, ორთოპანტომოგრაფს უწოდეს პანორამული რენტგენი, თუმცა პანორამული პროექცია მისი ერთადერთი თავისებურება არ არის.

სტანდარტულ პანორამულ სურათს მრავალი სტომატოლოგი იყენებს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს პროექცია ერთადერთი და უნივერსალური არ არის.

ზოგჯერ უმჯობესია სხვა სახის გადაღებები, რადგან პანორამულ პროექციას აქვს ყველაზე დიდი რაოდენობით ჩრდილების ზედდება და ძალიან ამახინჯებს ანატომიური წარმონაქმნების ჭეშმარიტ ზომებს.

ჩვენებების მიხედვით და უფრო ზუსტი განზომილებისთვის გამოდგება სხვა პროექციები:

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ექსპოზიცია ღია და დახურული პირით ერთ სურათზე;

ქალას ცეფალომეტრული ექსპოზიცია;

ცხვირისახლო წიაღის ექსპოზიცია;

ორთორადიალური პანორამული სურათი;

ზედა ყბის სინუსის პანორამული სურათი;

პანორამული სურათი დაქვეითებული ჩრდილით;

კბილების განივი ტომოგრამები;

ყბების განივი ტომოგრამები და სხვ.

თუ კლინიკაში მხოლოდ ფირიანი ორთოპანტომოგრაფია, პანორამული სურათის გადაღება არ ღირს. პანორამულ სურათზე დეტალების დათვალიერება შეიძლება მხოლოდ კომპიუტერის ეკრანზე, ფირზე ის უხარისხო გამოვა.

დავაზუსტოთ, რა თავისებურებები აქვს ფირიან და ციფრულ ორთოპანტომოგრაფებს.

ფირიან ორთოპანტომოგრაფთან მუშაობისას საჭიროა ფოტოლაბორატორია ან გასამჟღავნებელი მანქანა სურათის მისაღებად. ეს ნიშნავს მომსახურების სერიოზულ ხარჯებს, თუმცა აპარატი შედარებით იაფი ღირს.

ციფრულ ორთოპანტომოგრაფთან მუშაობისას საჭიროა მხოლოდ თანამედროვე კომპიუტერი. კვლევის შედეგი დაუყონებლივ გამოდის კომპიუტერის მონიტორზე. ამიტომ, ციფრული ორთოპანტომოგრაფის ექსპლუატაცია ფირიანზე უფრო იაფია.

ციფრული ორთოპანტომოგრაფის გამოჩენით ტექნოლოგიური წინსვლა მოხდა მედიცინაში, რადგან მას აქვს შემდეგი თავისებურებები:

ციფრულმა ორთოპანტომოგრაფმა შეამცირა დიაგნოსტიკის დრო და დასხივების დოზა 2-ჯერ მეტად;

ექიმსა და პაციენტს შეუძლიათ გამოსახულების შეფასება მონიტორის ეკრანზე, ასევე მკურნალობის მსვლელობის გაკონტროლება;

ციფრული ორთოპანტომოგრაფით მიიღება ძალიან ხარისხიანი სურათი 3D რეკონსტრუქციაშიც კი;

ციფრული ორთოპანტომოგრაფით მიიღება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ცალკეული გვერდითი და წინა-უკანა გამოსახულება, შემდეგ კი შესაძლებელია მათი კომბინირება კომპიუტერის ეკრანზე;

ორთოპანტომოგრაფი და პროგრამა, რომლითაც მიიღება გამოსახულება, ძალიან მარტივი გამოსაყენებელია და არ საჭიროებს სტომატოლოგის სპეციალურ მომზადებას და განსაკუთრებულ პრაქტიკულ ცოდნას.

ბოლო თაობის ციფრულ ორთოპანტომოგრაფს აქვს კიდევ რამდენიმე ტექნიკური უპირატესობა:

მაღალხარისხიანი გენერატორი (უზრუნველყოფს აპარატის უწყვეტ მუშაობას);

ორთოპანტომოგრაფის კვების ჩამონტაჟებული სტაბილიზატორი;

თვითდიაგნოსტიკა და გაუმართავობის კოდის გამოტანა ორთოპანტომოგრაფის ეკრანზე;

პანორამული სურათის მიღების შესაძლებლობა კომპიუტერთან მიერთების გარეშე, Compact Flash-ის მსგავსი მეხსიერების ბარათის საშუალებით.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..