სენსაცია კბილის ჯაგრისების სამყაროში

სენსაცია კბილის ჯაგრისების სამყაროში

კანადის სასკაჩევანის უნივერსიტეტის მეცნიერების და იაპონური ფირმა „Shiken” თანამშრომლების ბოლო პერიოდის რევოლუციური გამოგონება – კბილის ჯაგრისი Soladey-J3X გამოყენების დროს საჭირო არ არის კბილის პასტა. ეს კბილის ჯაგრისი კბილის ნადებს მასში შემავალ მიკრობებთან ერთად აცილებს კბილების ზედაპირზე გამოშვებული ელექტრონების ზემოქმედებით.

ახალი კბილის ჯაგრისის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ ჯაგრისის თავი ებჯინება ტიტანის ღეროს, რომელიც მზის სხივებზე მოხვედრისა და წყალთან შეხების დროს ასხივებს უარყოფითად დამუხტულ იონებს. დენი ჩნდება მზის ბატარეის მუშაობის შედეგად, რომელიც სახელურის შიგნითა მხარეზე მდებარეობს. იქ სპეციალურ აკუმულატორში იკრიბება მზის ენერგია, რომელიც შემდეგ იხარჯება უარყოფითად დამუხტული იონების გამომუშავებაზე. ჯაგრისის ხარისხიანი მუშაობისთვის აუცილებელია იგივე ენერგია, რაც მზის ბატარეის მქონე კალკულატორისთვის.

საკვების ყოველი მიღების შემდეგ პირის ღრუში წარმოიქმნება ტუტე გარემო. მასში მოხვედრისას ელექტრონები კონტაქტში შედიან კბილის ნადებში შემავალ წყალბადის დადებით იონებთან. ამგვარად, ისინი ბაქტერიებისგან ათავისუფლებენ მთელ პირის ღრუს და იცავენ კბილის ქვის გაჩენისგან, კარიესის განვითარებისა და ღრძილებიდან სისხლდენისგან.

ჯაგრისმა Soladey-J3X ტესტირება გაიარა 2 სახის დაავადების გამომწვევ მიკრობებზე, რომლებიც პირის ღრუში იწვევენ პაროდონტიტს. საცდელი კბილის ჯაგრისის სისტემატური გამოყენებისას აბსოლუტურად განადგურდა აღნიშნული სახის ბაქტერიების კოლონიები.

იონური კბილის ჯაგრისების გამოყენების ისტორია სათავეს იღებს XX ს-ის ბოლოდან, როდესაც მიიღეს პირველი პატენტი უარყოფითი იონებით კბილების გაწმენდაზე. 30 წლის წინ იაპონიაში დაიწყო იონური კბილის ჯაგრისების გამოშვება. ისინი Soladey-J3X განსხვავდებოდნენ იმით, რომ მათში მზის ბატარეის ნაცვლად იყო ჩვეულებრივი ლითიუმის ბატარეა.

კბილის ჯაგრისი Soladey-J3X წინაპარი გამოუშვეს 15 წლის წინ, ხოლო Soladey-J3X პირველი პრეზენტაცია 6 წლის წინ ჩატარდა. ამჟამად, ჯაგრისი სრულყოფილია, მისი შემქმნელები კი კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს გვპირდებიან, რადგან ჯაგრისის მიერ გამოყოფილი უარყოფითად დამუხტული იონების რაოდენობა პრაქტიკულად 2-ჯერ მეტი გახდა.

ამ სიახლეზე მსჯელობის ახალი ტალღა ახლახანს დაიწყო იმის გამო, რომ Soladey-J3X მწარმოებელმა ფირმამ „Shiken” დაიწყო ჯაგრისის მრავალრიცხოვანი გამოცდის ფინალური ეტაპი. ამ პროცესში ჩაერთო 120 მოზარდი, რომლებიც დათანხმდნენ ყოველდღე კბილების გაწმენდას ამ ჯაგრისით.

ახალი იონური ჯაგრისის პოპულარობის მიუხედავად, მრავალი სტომატოლოგი არ გვირჩევს კბილის პასტის გამორიცხვას კბილების წმენდის პროცესიდან, რასაც იმით ხსნიან, რომ კვლევებით ჯერ კიდევ არ დადასტურებულა იონური ჯაგრისების კბილების გამაჯანსაღებელი და პირის ღრუს მდგომარეობის გამაუმჯობესებელი მოქმედება. ცნობილია მხოლოდ, რომ კბილების მდგომარეობა არ უარესდება, მაგრამ რამდენად სჯობს კბილების წმენდის ეს ტექნოლოგია ტრადიციულს, უცნობია.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომ არ უნდა დავივიწყოთ კბილის პასტა, არის ის, რომ მრავალი მათგანი შეიცავს კბილებისთვის ძალიან საჭირო კომპონენტებს (მაგალიტად, ფტორს, კალციუმს, ბალახების ექსტრაქტებს), რომლებიც კბილებისა და ღრძილების სხვადასხვა დაავადებების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში გვეხმარებიან. სწორედ ამიტომ, თუ თქვენ შეიძინეთ იონური კბილის ჯაგრისი, გამოიყენეთ ის კბილის პასტასთან ერთად, მით უმეტეს, რომ იონური ჯაგრისების მწარმოებლების მიერ ეს ვარიანტი დასაშვებია.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..