ცნება „თეთრი ესთეტიკა“

ცნება „თეთრი ესთეტიკა“

ცნება „თეთრი ესთეტიკა” გამოიყენება ესთეტიკურ სტომატოლოგიაში და აღნიშნავს სილამაზის ზოგადად მიღებულ სტანდარტს – კბილების თეთრ თანაბარ მწკრივს.

ამჟამად, ლამაზ ღიმილად ითვლება თეთრი, თაბარი კბილები. ჟურნალების გარეკანზე, ტელევიზორის ეკრანზე ვხედავთ იდეალური კბილების მქონე ადამიანებს. ლამაზი ღიმილი სტანდარტი გახდა. „თეთრი ესთეტიკის” ნორმების შესაბამისი ღიმილის შექმნით დაკავებულია ესთეტიკური სტომატოლოგია.

ცნება „თეთრი ესთეტიკა” მოიცავს როგორც თეთრ ფერს, ასევე კბილის ფორმის, მიკრო- და მაკროტექსტურის, მიკროესთეტიკის ანალიზს.

კბილის ფერი რთული ცნებაა და ხასიათდება 3 პარამეტრით: ინტენსივობით,გაჯერებითა და ელფერით. თეთრი ფერი ითვლება ჯანმრთელი და სუფთა კბილების ფერად. ქათქათა ღიმილის მოდა უკვე რამდენიმე ათწლეულია არსებობს და არც აპირებს შეცვლას უახლოეს მომავალში.

კბილის ფორმა ფასდება შემდეგი პარამეტრებით: კბილის სიგანისა და სიგრძისშეფარდება, კბილის დახრილობის ღერძი, საჭრელთაშორისი კუთხე (კბილების ფრონტალური ჯგუფის ანალიზისთვის). ანალიზი ტარდება გეომეტრიისა და პროპორციის საფუძველზე. იდეალურად ითვლება ისეთი პროპორციების მქონე კბილი, როდესაც ცენტრალური საჭრელის, გვერდითი საჭრელისა და ეშვის სიგანე ციფრების ზუსტ თანაფარდობაშია. სტომატოლოგი ყოველთვის ითვალისწინებს ამ პარამეტრებს ფრონტალური კბილების რესტავრაციის, იმპლანტაციის და ესთეტიკური პროცედურების დროს.

ცნება „თეთრი ესთეტიკის” კიდევ ორი შემადგენელი – კბილის მაკრო- დამიკროტექსტურა. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ კბილის ზედაპირი გლუვი არ არის. მასზე არის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზოლები და ღარები. ახალგაზრდა კბილზე ეს წარმონაქმნები უკეთ არის გამოხატული. ასაკის მატებასთან ერთად კი პირიქით, კბილი უფრო გლუვი ხდება (თანდათანობითი მოცვეთის შედეგად).

თეთრი ესთეტიკის ბოლო შემადგენელია – მიკროესთეტიკის ანალიზი. ანალიზის ჩასატარებლად იყენებენ ფოტოდიაგნოსტიკას. მიკროესთეტიკის მთავარი პარამეტრია ღიმილის ტიპი. ღიმილი არის დაბალი, საშუალო და მაღალი.

სტომატოლოგიის ესთეტიკური მიმართულება გაჩნდა XX ს-ის მეორე ნახევარში და მას შემდეგ დინამიურად ვითარდება. 20-30 წლის განმავლობაში პაციენტების მოთხოვნები ძალიან შეიცვალა: ტკივილის მოხსნა, ბჟენის ან პროთეზის დაყენება უკვე საკმარისი არ არის. სტომატოლოგის ხარისხიანი მუშაობის ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია ესთეტიკური ეფექტი.

სრულყოფილი ღიმილის მისაღებად სტომატოლოგებს არსენალში აქვთ თანამედროვე საშუალებების ნაკრები. მაგალითად, სინათლით გამყარებადი საბჟენი მასალებით შეიძლება მნიშვნელოვნად დაშლილი კბილის რეკონსტრუქცია, მისი ფერის შეცვლა ბუნებრივისკენ. შედეგად, მიიღება კბილი, რომელსაც ნამდვილისგან ვერ განასხვავებთ.

ასევე შესაძლებელია კბილთა მწკრივის ფორმის კორექცია, მაგალითად, კბილთაშორისი ნაპრალის – დიასტემის დაფარვა. ეს ხდება იგივე საბჟენი მასალებით ან ვინირებით. ვინირებით დაფარული კბილი ხშირად ნამდვილზე უკეთესად გამოიყურება.

ამჟამად, პაციენტების მოთხოვნები „თეთრ ესთეტიკას” გასცდა. სულ უფრო ხშირად გამოიყენება ცნება „თეთრ-ვარდისფერი ესთეტიკა”, რაც ნიშნავს, რომ ღიმილის ჰარმონია მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც არა მარტო კბილები, არამედ ღრძილებიც იდეალურ მდგომარეობაშია. რაც არ უნდა საუკეთესო ბჟენები, გვირგვინები ან ვინირები დააყენოთ, ისინი ესთეტიკურად ვერ გამოიყურება შეშუპებული ან სისხლმდენი ღრძილების ფონზე. ამიტომ, სტომატოლოგები ცდილობენ კომპლექსური სამუშაოს ჩატარებას: იწყებენ ღრძილების მკურნალობით და ამთავრებენ კბილების სრულყოფით.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..