ჰოლივუდის ღიმილის საიდუმლო (ვინირები და ლუმინირები)

ჰოლივუდის ღიმილის საიდუმლო (ვინირები და ლუმინირები)

ქათქათა ღიმილზე ყველა ოცნებობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი ღიმილის შეძენა შეიძლება სტომატოლოგთან 2 ვიზიტზე, კბილების წინა ზედაპირებზე უთხელესი ფირფიტების – ვინირებისდაყენებით. ეს ფირფიტები არა მარტო სითეთრეს ანიჭებენ კბილებს, არამედ ვიზუალურად ასწორებენ კბილების ზომასა და ფორმას. ვინირების დაყენების პროცედურა მიეკუთვნება მაღალი დონის სტომატოლოგიურ ტექნოლოგიებს და მშვენიერი, სწორი, ქათქათა ღიმილის მიღების საშუალებას იძლევა ქირურგიული ჩარევის გარეშე.

ვინირები არის კომპოზიტური (იგივე მასალის, რაც ბჟენები, მალე კარგავენ ფერსა და ელვარებას), კერამიკული(თითქმის არ განსხვავდებიან კბილების ბუნებრივი ზედაპირისგან და არ მუქდებიან), ფაიფურის (აღადგენენ კბილების მოცვეთილ ან გამუქებულ ზედაპირს) და ცირკონიუმის (ყველაზე მტკიცე, უზრუნველყოფენ ბუნებრივ გამჭვირვალობასა და ხანგრძლივობას).

არსებობს ვინირების კიდევ ერთი სახე –ლუმინირები. ისინი მზადდება კერამიკისგან და ვინირებისგან განსხვავდება სისქით და დაყენების ტექნოლოგიით. მათი სისქე არ აღემატება 0,3 მმ და ამიტომ დაყენებისას საჭირო არ არის კბილების მოქლიბვა. ეს მნიშვნელოვნად ზრდის მათ ღირებულებას და მათზე მოთხივნილებას. ლუმინირების მოხსნა ყოველთვის შესაძლებელია, მათ ქვეშ ხომ ჯანმრთელი კბილებია.

ვინირებისა და ლუმინირების დაყენება რეკომენდებულია შემდეგ სიტუაციებში: კბილის მინანქრის საწყისი ფერის დაკარგვა; კბილების მომატებული ცვეთა (განსაკუთრებით წინა); კბილებზე ნახეთქები ან ნაპრალები; დიასტემა; ლაქები კბილების ზედაპირებზე; კბილების ფორმის გასწორების აუცილებლობა (მაგალითად, ძალიან დიდი წინა კბილები); ესთეტიკურობის დაკარგვა წინა კბილების ძველი ბჟენების გამო; წამახვილებული კბილები; კბილების გამრუდება ან ცდომა; ლამაზი ღიმილის სურვილი.

ვინირების დაყენებამდე ტარდება კბილების მდგომარეობის ანალიზი, პროფესიონალური გაწმენდა, ბჟენების შეცვლა. კბილების ფერს პაციენტი დამოუკიდებლად ირჩევს. უახლესი ტექნოლოგიებით ვინირების დაყენების შედეგის ნახვა შეიძლება კომპიუტერის მონიტორზე.

ვინირებისა და ლუმინირების დაყენების პროცედურა დაახლოებით 2 საათს გრძელდება. ამდენივე დროა საჭირო სტომატოლოგთან პირველი ვიზიტის დროს კბილების მოსაქლიბად და დროებითი გვირგვინების დასაყენებლად, თუ თქვენ ტრადიციული ვინირები აირჩიეთ და არა „ჰოლივუდის”.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..