ზეითუნის ზეთის არჩევა

♥♥ ომეგა-3 -ის გამოწერა
 მრავალი მიზეზის გამო, ბევრი ამჯობინებს ომეგა-3 (omega-3) უშუალოდ მწარმოებლისაგან გამოიწეროს, ყველაზე სანდო ინტერნეტ-მაღაზიიდან „ამაზონი“თუ გსურთ ომეგა-3 (omega-3) -ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს. წინამდებარე, ჟოლოსფერ ტექსტზე დაკლიკებით, მოხვდებით ამაზონის ომეგა-3 (omega-3) -ის ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია >>>
♥♥ სელის ზეთის გამოწერა
 სელის თესლი ცხიმოვანი  მჟავების –  ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი მცენარეული წყაროა. სელის თესლის ზეთი –  2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. თუ გსურთ სელის ზეთის  flaxseed oil გამოწერა  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“ დააკლიკეთ წინამდებარე ჟოლოსფერ ტექსტს; გადახვალთ ,,ამაზონის“ სელის ზეთის – flaxseed oil ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების სანდო პროდუქცია >>>
♥♥ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის გამოწერა
სადღეისოდ სისხლის ანალიზის გაკეთება სხვადასხვა სპეციალურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი, თუმცა ქოლესტერინის გაზომვა გაცილებით მოსახერხებელია სპეციალური აპარატის გამოყენებით სახლის პირობებში. თუ გსურთ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის  Cholesterol Meter  –ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია,  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს >>> 

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


ზეითუნის ზეთის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ სორტის დასახელებას, რომელიც ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული. ზეითუნის ზეთისთვის საერთაშორისო ვაჭრობაში ასეთი სორტებია დადგენილი:

  • Virgin Olive Oil – ეს არის არარაფინირებული ზეითუნის ზეთი, რომელიც მიღებულია მხოლოდ ფიზიკური მეთოდების (დაწნეხა, დაყოვნება, ფილტრაცია) გამოყენებით, ქიმიური გაწმენდის გარშე.
  • Refined Olive Oil (ან უბრალოდ Olive Oil) – რაფინირებული ზეითუნის ზეთია. ამ ზეთის ერთ-ერთი სახეობა, Light Olive Oil ისეა დამუშავებული, რომ მისი რამოდენიმეჯერ გაცხელებაც კი დაიშვება – მისი გაცხელებისას კანცეროგენული ნივთიერებები არ წარმოიქმნება.
  • Pure Olive Oil – რაფინირებული და არარაფინირებული ზეთების ნარევია.
  • Pomace Olive Oil – ეს ყველაზე დაბალი ხარისხის ზეითუნის ზეთია. იგი მიიღება ზეთისხილის ნაწნეხისაგან, ქიმიური გამხსნელებისა და მაღალი ტემპერატურის გამოყენებით.

ჩვენი ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო სორტია Virgin Olive Oil (ამავე დროს ის ყველაზე ძვირიც ღირს). თუმცა, თუკი ზეთის გაცხელებას ან მისი გამოყენებით რაიმეს შეწვას გეგმავთ, რა თქმა უნდა Refined Olive Oil უნდა შეიძინოთ, სასურველია Light Olive Oil ტიპის.

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ბაზარზე სუფთა ზეითუნის ზეთად სხვადასხვა ზეთების ნარევს ასაღებენ. თუ ასეთი საეჭვო ზეთის შეძენას აპირებთ, გირჩევთ ჯერ მცირე რაოდენობა შეიძინოთ და 2-3 დღით მაცივარში შედოთ.

სუფთა ზეითუნის ზეთი მაცივარში 2-3 დღის მოთავსების შემდეგ თეთრი ნალექს იკეთებს, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე სწრაფად ქრება. თუკი ზეითუნის ზეთში სხვა ზეთია შერეული, ასეთი ნალექი აღარ წარმოიქმნება. ასე იოლად გაარჩევთ ზეითუნის ზეთი სუფთაა, თუ სხვა ზეთი აქვს შერეული.

და კიდევ ერთი: ზეითუნის ზეთის ფერი აუცილებლად ყვითელი არ არის. იგი ზეთისხილის მოყვანის ნიადაგისა და კლიმატურ პირობების მიხედვით ყვითლიდან მწვანემდე იცვლება. არარაფინირებული ზეითუნის ზეთი Virgin Olive Oil შენახვის განმავლობაშიც იცვლის ფერს.

სტატია აღებულია საიტიდან: www.momxmarebeli.ge; გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი”