სისხლში ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი 10 პროდუქტი

სისხლში ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი 10 პროდუქტი

ქვემოთ მოცემულ თითოეულ პროდუქტზე მეცნიერების მიერ კვლევებია ჩატარებული. რიცხვი ფრჩხილებში მიუთითებს, თუ კვლევის შედეგად რამდენი პროცენტით შემცირდა „ცუდი“ ქოლესტერინის დონე („კარგი“ ქოლესტერინის დონე თითქმის უცვლელი რჩებოდა). ყველა მონაცემი აღებულია ინგლისურენოვანი წყაროებიდან

#1 – მონონაჯერი და პოლინაჯერი ცხიმები (18%)

შედარებით ჯანსაღი მცენარეული ცხიმებით (ზეითუნის ზეთი, კანოლის ზეთი, არაქისის ზეთი, ავოკადო) ცხოველური ნაჯერი ცხიმების ჩანაცვლებისას თქვენ შეძლებთ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) მნიშვნელოვან შემცირებას. კერძოდ, ზეითუნის ზეთის მაღალი შემცველობის დიეტამ გამოიწვია დსლპ–ს 18%–ით შემცირება ნაჯერი ცხიმებით მდიდარ დიეტასთან შედარებით.
#2 – ქატო (7–14%)

ქატომ, განსაკუთრებით შვრიისამ, დიდი ხანია დაადასტურა თავისი ეფექტურობა „ცუდი“ ქოლესტერინის შემცირებაში. ეს მოვლენა აიხსნება ქატოში უჯრედანას დიდი შემცველობით. ის კი, როგორც ცნობილია, აფერხებს ნაწლავებში ქოლესტერინის შეწოვას.  ნახეთ ლიტერატურაში უჯრედანაა თუ უჯრედისი?

#3 – სელის თესლი (8–14%)

შესანიშნავი პროდუქტია, რომელიც სისხლში ქოლესტერინს ამცირებს. ერთ–ერთი კვლევის მონაცემებით, დღეში 50 გრამი სელის თესლის მიღებამ ჯანმრთელ ადამიანებში დსლპ  8%–ით შეამცირა, ხოლო სხვა კვლევის მონაცემებით – 38 გრამი სელის თესლის მიღებამ მაღალი ქოლესტერინის მქონე ადამიანებში დსლპ  14%–ით შეამცირა.

#4 – ნიორი (9–12%)

ცდებმა აჩვენა, რომ დღეში ნივრის ნახევარი კბილის მიღება სისხლში ქოლესტერინს 9–12%–ით ამცირებს. მაგრამ, მხედველობაში მიიღეთ, რომ ასეთ ეფექტს მხოლოდ ნედლი ნიორი იძლევა. თერმული დამუშავებისას ნივრის ეს თვისება იკარგება.

#5 – ნუში (10%)

მოხალისეების დიეტაში სამი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად  84 გრამი ნუშის დამატებამ ქოლესტერინის დონეზე დადებითი გავლენა აჩვენა. კერძოდ, საერთო ქოლესტერინის დონე შემცირდა 7%–ით, ხოლო დსლპ  – 10%–ით.

#6 – ლიკოპინით მდიდარი პროდუქტები (0–17%)

ლიკოპინი ბოსტნეულისა და ხილისთვის წითელი შეფერვის მიმცემი პიგმენტია. „პომიდორი, გრეიპფრუტი, საზამთრო, გუავა – ყველა ეს პროდუქტი ლიკოპინის შემცველობის გამო ამცირებს ქოლესტერინს“ – ასეთი დასკვნები გაკეთდა ბოლო წლების (2007 და 2011) კვლევების შედეგად. მაგრამ, უფრო ადრე (2000 და 2001 წ.წ.) გაკეთებული კვლევებით ეს კავშირი დადგენილი არ იყო. თუმცა, მეცნიერები ყოველთვის საუბრობდნენ ასეთი პროდუქტების ზოგადგამამაგრებელ ეფექტზე.

#7 – კაკალი და ფსტა (10%)

მთელმა რიგმა კვლევებმა დაადასტურა მათი დადებითი გავლენა ქოლესტერინის დონეზე. თუმცა, პოზიტიური ეფექტი მხოლოდ მაშინაა, თუ პარალელურად ხდება ბევრი ქოლესტერინის შემცველი პროდუქტების გამოყენების შემცირება.

#8 – ქერი (7%)

კვლევების დროს ხდებოდა ქერისა და ხორბლის შედარება. შედეგად გაკეთდა დასკვნა, რომ მაღალი ქოლესტერინის მქონე ადამიანებისთვის ქერის ბურღული და ფქვილი უფრო მიზანშეწონილია.

#9 – შავი შოკოლადი (2–5%)

აი, დესერტამდეც მივედით . შავი შოკოლადის (არანაკლებ 70% კაკაო) გავლენა განპირობებულია მასში მცენარეული სტერინებისა და ფლავონოლების შემცველობით.

#10 – მწვანე ჩაი (2–5%)

მწვანე ჩაი ძირითადი სასმელია აღმოსავლეთ აზიაში, სადაც ითვლება, რომ იგი ორგანიზმიდან „გამორეცხავს“ ცხიმებს. კვლევებმა აჩვენა, რომ მწვანე ჩაის გამოყენებისას ქოლესტერინის დონე მხოლოდ მცირედ  კლებულობს.

______________________________

გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი”
..