ჰიპოქოლესტერინემია
ჰიპოქოლესტერინემია არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სისხლში ქოლესტერინის დონის მკვეთრი შემცირებით (<120 მგ/დლ). მიუხედავად იმისა, რომ ქოლესტერინის მაღალი დონე კორელაციაშია გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებთან, ხშირად ჰიპოქოლესტერინემიაც გარკვეული პრობლემის მიმანიშნებელია. თუმცა ასევე შესაძლებელია ჰიპოქოლესტერინემია იყოს მემკვიდრული.
ჰიპოქოლესტერინემიის მიზეზები:
- ჰიპერთირეოიდიზმი
- თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა
- ღვიძლის დაავადებები
- მალაბსორბცია (მაგ.ცელიაკიის დროს)
- მალნუტრიცია
- აბეტალიპოპროტეინემია (იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელის დროსაც ქოლესტერინის დონე 50 მგ/დლ-ზე ნაკლებია
- ჰიპობეტალიპოპროტეინემია (გენეტიკური დაავადება)
- მარფანის დაავადება
- ლეიკემია და სხვა ჰემატოლოგიური დაავადებები
- სხვადასხვა ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნე
უნდა აღინიშნოს, რომ ქოლესტერინის დონის დაქვეითება შეიძლება გამოწვეული იყოს ქოლესტერინის დამაქვეითებელი მედიკამენტებითაც, თუმცა აღნიშნული არ წარმოაგდენს ჭეშმარიტ ჰიპოქოლესტერინემიას.
______________________________
გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი”
..