ატორისი

ატორისი

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

ატორისი
Atoris

40 მგ შემოგარსული ტაბლეტები

ატორვასტატინი

სავაჭრო დასახელება

ატორისი ( Atoris )

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ატორვასტატინი ( atorvastatin )

წამლის ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები .

შემადგენლობა:

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: კალციუმის მარილის სახით 40 მგ ატორვასტატინი .

დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, კალციუმის კარბონატი,მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა,კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, სალმანდი, ტიტანის დიოქსიდი ( E 171 ), მაკროგოლი 400,ჰიპრომელოზა .

აღწერილობა: თეთრი ფერის ოდნავ ამობურცული შემოგარსული ტაბლეტები .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ჰიპოლიპიდემიური საშუალება, ათქ კოდი [ C10AA05 ].

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ატორვასტატინი – სტატინების ჯგუფის ჰიპოლიპიდემიური საშუალებაა . ატორვასტატინის მოქმედებისძირითადი მექანიზმია 3– ჰიდროქსი –3 – მეთილგლუტარილ – კოენზიმ A – ს ( ჰმგ – კო A-) რედუქტაზის,მევალონის მჟავად ჰმგ – კო A – ას გარდამქმნელი მაკატალიზირებელი ფერმენტის, აქტივობის ინჰიბირება. აღნიშნული გარდაქმნა წარმოადგენს   ორგანიზმში ქოლესტერინის სინთეზის ჯაჭვში ერთ – ერთადრეულ ეტაპს . ატორვასტატინით ქოლესტერინის სინთეზის დათრგუნვა ღვიძლში და ასევე, ღვიძლისგარეთა ქსოვილში იწვევს რეცეპტორების დსლ ( დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები ) რეაქტიულობისგაზრდას . ეს რეცეპტორები იკავშირებენ დსლ – ს ნაწილებს და გამოჰყავთ ისინი სისხლის პლაზმიდან,რაც იწვევს სისხლში დსლ ქოლესტერინის დონის შემცირებას .

ატორვასტატინის ანტისკლეროზული ეფექტი არის სისხლძარღვების კედლებზე და სისხლისკომპონენტებზე პრეპარატის ზემოქმედების შედეგი . პრეპარატი თრგუნავს სისხლძარღვების შიდა შრისუჯრედების ზრდის ფაქტორების, იზოპრენოიდების სინთეზს . ატორვასტატინის ზემოქმედების შედეგადუმჯობესდება – სისხლძარღვების ენდოთელიუმ დამოკიდებული გაფართოება . ატორვასტატინი ამცირებსსაერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, ქოლესტერინის, Bაპოლიპოპროტეინის, ტრიგლიცერიდების შემცველობას . იგი იწვევს მსლ ქოლესტერინის ( მაღალისიმკვრივის ლიპოპროტეინების ) და A აპოლიპოპროტეინის შემცველობის გაზრდას .

როგორც წესი, ატორისის ზემოქმედება აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ, ხოლომაქსიმალური ეფექტი მიიღწევა ოთხ კვირაში .

ფარმაკოკინეტიკა

ატორვასტატინის აბსორბცია მაღალია, დაახლოებით 80% შეიწოვება კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით .მაქსიმალური კონცენტრაციის ( Cmax ) მიიღწევა დაახლოებით 1-2 საათში . ქალებში Cmax 20%- ითმაღალია, ხოლო AU C მაჩვენებელი – 10%- ით დაბალია . A ღვიძლის ალკოჰოლური ციროზითდაავადებულ პირებში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო ნორმაზე 16 – ჯერ მაღალია .

ინტენსიური მეტაბოლიზმის შედეგად ღვიძლში,, პირველი გასვლისას ’’ ატორვასტატინისბიოშეღწევადობა დაბალია (12%). ატორვასტატინის განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს 381 ლ .ატორვასტატინის 98%- ზე მეტი უერთდება სისხლის პლაზმის ცილებთან . ატორვასტატინი ვერ აღწევსჰემატოენცეფალურ ბარიერში . P4503A4 ციტოქრომის ზემოქმედების შედეგად ფარმაკოლოგიურადაქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით ( ბეტა – ჟანგვის პროდუქტები, ორთო – და პარაჰიდროქსილურიმეტაბოლიტები ) ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში . ეს აქტიური მეტაბოლიტები აპირობებენ ჰმგ –კო A – რედუქტაზის მიმართ მაინჰიბირებული აქტივობის დაახლოებით 70%- ს, რომელიც ნარჩუნდებადაახლოებით 20-30 საათი .

ატორვასტატინის ნაწილობრივი გამოყოფის პერიოდი შეადგენს 14 საათს . ძირითადად გამოიყოფანაღველით ( არ განიცდის გამოხატული ენტერო – ჰეპატურ რეცირკულაციას, არ გამოიყოფაჰემოდიალიზის პროცესში ). ატორვასტატინის დაახლოებით 46% გამოიყოფა განავლის საშუალებით, 2%-ზე მცირე რაოდენობა კი გამოიყოფა შარდის დახმარებით .

გამოყენების ჩვენება

პირველადი ჰიპერქოლესტერინემია, შერეული ჰიპერლიპიდემია ( უფრო ზუსტად კიინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში ), ოჯახური ჰეტეროზიგოტული დაჰომოზიგოტული ჰიპერქოლესტერინემია ( დიეტასთან დამატების სახით ).

გამოყენების წესი და დოზირება:

ატორისით მკურნალობის დაწყებამდე და პრეპარატით თერაპიის მთელი ხნის განმავლობაში, სისხლშილიპიდების შემცველების დონის შემცირების მიზნით, ავადმყოფი უნდა იქნას გადაყვანილი დიეტაზე .

პრეპარატს იღებენ შიგნით ( უზმოზე ან ჭამის შემდეგ ). რეკომენდებული საწყისი დოზაა – 10 მგყოველდღიურად . სასურველი ეფექტის მიხედვით სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 80 მგ – მდე .ატორისი შეიძლება მიღებულ იქნას ერთჯერადად დღის ნებისმიერ დროს, მაგრამ ყოველ დღე ერთი დაიგივე დროს . მნიშვნელოვანი თერაპიული ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან ორ კვირაში,ხოლო მაქსიმალური ეფექტი ვითარდება ოთხ კვირაში . ამიტომ არ ღირს დოზირების შეცვლა წინა დოზითპრეპარატის მიღების დაწყებიდან ოთხი კვირის განმავლობაში .

პირველადი ( ჰეტეროზიგოტული მემკვიდრეობითი და პოლიგენური ) ჰიპერქოლესტერინემია ( ტიპი lla )და შერეული ჰიპერლიპიდემია ( ტიპი llb )

მკურნალობა იწყება რეკომენდებული საწყისი დოზით, რომელსაც პაციენტის რეაქციის შესაბამისადზრდიან ოთხი კვირის შემდეგ . მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 80 მგ .

ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემია

დოზის დიაპაზონი ისეთივეა, როგორც სხვა ტიპის ჰიპერლიპიდემიის დროს . საწყისი დოზა შეირჩევაინდივიდუალურად დაავადების გამოხატულების მიხედვით . ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითიჰიპერქოლესტერინემიის მქონე ავადმყოფების უმრავლესობაში ოპტიმალური ეფექტი ვლინდებაპრეპარატის სადღეღამისო დოზის 80 მგ ( ერთჯერადად ) მიღებისას . ატორისი გამოიყენება როგორცმკურნალობის სხვა მეთოდებთან ( პლაზმაფერეზი ) დამატებითი თერაპია ან როგორც ძირითადიმკურნალობა, თუკი შეუძლებელია სხვა მეთოდებით თერაპია .

არ არის რეკომენდებული ატორისის დოზების შეცვლა მოხუცებში და თირკმელების დაავადებების მქონეავადმყოფებში . ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, პრეპარატის ორგანიზმიდანშენელებული გამოყოფის გამო, საჭიროა სიფრთხილე . მსგავს სიტუაციაში ხდება კლინიკური დალაბორატორიული მაჩვენებლების გულდასმითი კონტროლი და მნიშვნელოვანი პათოლოგიურიცვლილებების გამოვლენისას დოზა მცირდება ან მკურნალობა წყდება .

გვერდითი მოვლენებინერვული სისტემის მხრიდან: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ასთენიური სინდრომი, უძილობა ანძილიანობა, კოშმარული სიზმრები, A ამნეზია, პარესთეზია, პერიფერიული ნეიროპათია, ემოციურილაბილურობა, ატაქსია, ჰიპერკინეზი, დეპრესია, ჰიპერესთეზია .

გრძნობის ორგანოების მხრიდან: პალპიტაცია, ყურებში შუილი, კონიუქტივის სიმშრალე, აკომოდაციისდარღვევა, თვალებში სისხლჩაქცევა, სიყრუე, გლაუკომა, ფაროსმია, გემოს შეგრძნების დაკარგვა .

გულ – სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: გულის ძგერა, ვაზოდილატაცია, შაკიკი,   პოსტურალურიჰიპოტენზია, არტერიული წნევის მომატება, ფლებიტი, არითმია .

სისხლმბადი სისტემის მხრიდან: ანემია, ლიმფადენოპათია, თრომბოციტოპენია .

სასუნთქი სისტემის მხრიდან: ბრონქიტი, რინიტი, დისპნოე, ბრონქული ასთმა, ცხვირიდანსისხლდენა .

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან: გულის რევა, გულძმარვა, ყაბზობა ან დიარეა,მეტეორიზმი, გასტრალგია, აბდომინური ტკივილები, ანორექსია ან მომატებული მადა, პირშისიმშრალე, ბოყინი,   დისფაგია, პირღებინება, სტომატიტი, ეზოფაგიტი, გლოსიტი,გასტროენტერიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის ჭვალი, ქეილიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული,პანკრეატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე,,, ღვიძლის ’’ ფერმენტების მომატებული აქტივობა,რექტალური სისხლდენა, მელენა, ღრძილებიდან სისხლდენა, ტენეზმები .

საყრდენ – მამოძრავებელი აპარატის მხრიდან: ართრიტი, ფეხის კუნთების კრუნჩხვა, ბურსიტი,მიოზიტი, მიოპათია, ართრალგია, მიალგია, რაბდომიოლიზი, სახსრების კონტრაქტურა .

შარდ – სასქესო სისტემის მხრიდან: უროგენიტალური ინფექციები, დიზურია ( უფრო ზუსტადპოლაკიურია, ნიქტურია, შარდის შეუკავებლობა ან შარდის გამოყოფის შეკავება, შარდის გამოყოფისცრუ მოთხოვნილება ), ცისტიტი, ჰემატურია, ვაგინური სისხლდენა, სისხლდენა საშვილოსნოდან,შარდკენჭოვანი დაავადება, მეტრორაგია, ეპიდიდიმიტი, ლიბიდოს შემცირება, იმპოტენცია,ეაკულაციის მოშლა .

კანის საფარის მხრიდან: ალოპეცია, ოფლიანობა, ეგზემა, სებორეა, ეკხიმოზი .

A     ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, კონტაქტური დერმატიტი, იშვიათად ჭინჭრის ციება,ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია, ანაფილაქსია, მულტიფორმულიექსუდაციური ერითემა, სტივენ – ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ლიზისი ( ლაიელისსინდრომი ).

L      ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, პლაზმის კფკ – ის აქტივობისმომატება, ალბუმინურია, ალტ და ასტ აქტივობის მომატება .

 

სხვა: პერიფერიული შეშუპება, სხეულის მასის მომატება, გინეკომასტია, პოდაგრის გამწვავება .

უკუჩვენება:

– პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

– აქტიურ სტადიაში ღვიძლის დაავადებები ( უფრო ზუსტად აქტიური ქრონიკული ჰეპატიტი,ქრონიკული ალკოჰოლური ჰეპატიტი );

– ღვიძლისმიერი უკმარისობა;

– ნებისმიერი ეტიოლოგიის ღვიძლის ციროზი;

– გაურკვეველი გენეზის,, ღვიძლის ’’ ტრანსამინაზების მომატებული აქტივობა;

– ჩონჩხის კუნთების დაავადებები;

– ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდი;

სიფრთხილით:   ალკოჰოლიზმი, ანამნეზში ღვიძლის დაავადებები, ელექტროლიტური ბალანსის მძიმედარღვევები, ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევები, არტერიული ჰიპოტენზია, მძიმე მწვავეინფექციები ( სეფსისი ), არაკონტროლირებადი ეპილეფსია, ფართო ქირურგიული ჩარევები, ტრავმა, 18წლამდე ასაკი ( გამოყენების ეფექტიურობა და უსაფრთხოება არასაკმარისად არის შესწავლილი ).

გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებებიატორიქსით თერაპიის დაწყებამდე ავადმყოფს ენიშნება სტანდარტული ჰიპოქოლესტერინული დიეტა,რომელიც მან უნდა დაიცვას მკურნალობის პერიოდის განმავლობაში . ატორისით მკურნალობისპერიოდში სისხლის პლაზმაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს,, ღვიძლის ’’ ფერმენტების აქტივობისმომატებას . როგორც წესი, ეს მატება მცირეა, და მას არა აქვს რაიმე კლინიკური მნიშვნელობა . თუმცამკურნალობამდე, მკურნალობის დაწყებიდან 6, 12 კვირის შემდეგ და ატორვასტატინის დოზისმომატებისას რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში,, ღვიძლის ’’ ფერმენტების აქტივობის კონტროლი . იმშემთხვევაში თუ შეიმჩნევა ნორმის ზედა ზღვარის მიმართ ალტ და / ან ასტ აქტივობის სამჯერადიმომატება, ატორისით მკურნალობა უნდა შეწყდეს .

რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ საიმედო კონტრაცეპციას, ატორისისგამოყენება არ არის რეკომენდებული . თუ ავადმყოფი გეგმავს ფეხმძიმობას, მან უნდა შეწყვიტოსატორისის მიღება დაგეგმილ ფეხმძიმობამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე .

ატორისით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს რაბდომიოლიზით თანმხლები   მიოპათია, რომელიცხელს უწყობს თირკმელის მწვავე უკმარისობის განვითარებას . ასეთი გართულების რისკი იზრდებაატორიქსთან ერთად შემდეგი ერთი ან რამდენიმე ჩამოთვლილი სამკურნალო პრეპარატის ერთდროულიმიღებისას: ფიბროის მჟავის წარმოებულები, ნიაცინი, ციკლოსპორინი, ნეფაზადონი, ზოგიერთიანტიბიოტიკი,,, აზოლის ’’ ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, აივ – პროთეაზასინჰიბიტორები . პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული, კუნთების სისუსტის ან ტკივილების სახითმოცემული გართულების სიმპტომების წარმოშობის შემთხვევაში, მკურნალი ექიმის დაუყოვნებელიინფორმირების აუცილებლობის შესახებ .

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

პრეპარატი უკუნაჩვენების ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში .

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე

ატორისის სატრანსპორტო საშუალებების ტარებასა და მექანიზმების მართვასთან დაკავშირებულარასასურველ ზემოქმედებაზე არ არის რაიმე ცნობილი .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები

ატორვასტატინთან ერთად ციკლოსპორინის, ანტიბიოტიკების ( ერითრომიცინი, კლარითრომიცინი,კვინუპრისტინი / დალფოპრისტინი ), აივ პროტეაზის ინჰიბიტორების ( ინდინავირი, რიტონავირი ),სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ( ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კეტონაზოლი ) ანნეფაზოდონის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში ატორვასტატინისშემცველობის მომატება, რაც ზრდის რაბდომიოლიზით თანმხლები მიოპათიისა და თირკმელებისუკმარისობის წარმოშობის რისკს . მსგავსი ურთიერთქმედება შესაძლებელია ატორისისა და ფიბროისმჟავის წარმოებულების და ნიაცინის ერთდროული მიღებისას .

ატორვასტატინისა და ფენიტოინის ერთროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ატორვასტატინისეფექტურობის შემცირება . ერთდროული მიღებისას, ანტაციდები ( მაგნიუმის და ალუმინისჰიდროქსიდების სუსპენზია ) ამცირებენ სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის შემცველობას .ატორვასტატინის და კოლესტიპოლის ერთდროული მიღებისას ატორვასტატინის კონცენტრაცია პლაზმაშიმცირდება 25%- ით, თუმცა კომბინაციის თერაპიული ეფექტი უფრო მაღალია, ვიდრე მხოლოდატორვასტატინის ეფექტი .

ავადმყოფებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ 80 მგ ატორვასტატინს და დიგოქსინს, დიგოქსინისშემცველობა პლაზმაში იზრდება დაახლოებით 20%- ით . ასეთ ავადმყოფებზე საჭიროა მეთვალყურეობა .

ატორვასტატინის და პერორალური კონტრაცეპტივების ერთდროულმა მიღებამ ( ნორეთინდრონისა დაეთინილესტრადიოლის კომბინაცია ) შეიძლება გამოიწვიოს კონტრაცეპტივების შეწოვის გაძლიერება დასისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციის მომატება . ქალებში, რომლებიც იღებენ ატორვასტანინს,საჭიროა კონტრაცეპტივების შერჩევის კონტროლი .

პირველ დღეებში ატორვასტატინთან ერთად ვარფარინის მიღებამ შეიძლება გააძლიეროს სისხლისშედედების მაჩვენებელზე ვარფარინის მოქმედება ( პროთრომბინის დროის შემცირება ). ეს ეფექტი ქრებააღნიშნული პრეპარატების ერთდროული მიღებიდან 15 დღის შემდეგ .

ატორისით მკურნალობის პერიოდში გრეიფრუტის წვენის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლისპლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის მომატება .   ამასთან დაკავშირებით, პაციენტები, რომლებიიღებენ ატორისს, უნდა ერიდებოდნენ ამ წვენის მოხმარებას .

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთვევაში საჭიროა შემდეგი საერთო ღონისძიებების ჩატარება: სასიცოცხლოფუნქციების შენარჩუნება და მონიტორინგი, ასევე პრეპარატის შემდგომი შეწოვის საწინააღმდეგო ზომებისმიღება ( კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის ან საფაღარათო საშუალებების მიღება ).

რაბდომიოლიზით თანმხლები მიოპათიისა და თირკმელების მწვავე უკმარისობის განვითარებისას (იშვიათი, მაგრამ მძიმე გვერდითი მოვლენა ) პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ წყდება, ავადმყოფს კიუნდა შევუყვანოთ დიურეზული და ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარი . საჭიროებისას უნდაჩატარდეს ჰემოდიალიზი . რაბდომიოლიზმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია, რომლის თავიდანაცილების მიზნით საჭიროა ვენაში კალციუმის ქლორიდის ან კალციუმის გლუკონატის შეყვანა,ინსულინთან ერთად გლუკოზის ინფუზია ან მძიმე შემთხვევებში, ჰემოდიალიზის ჩატარება . ვინაიდანატორვასტატინი მნიშვნელოვანი ხარისხით დაკავშირებულია სისხლის პლაზმის ცილებთან,ჰემოდიალიზი წარმოადგენს ორგანიზმიდან ამ ნივთიერების გამოყვანის შედარებით მცირედეფექტურღონისძიებას .

შენახვის პირობებიტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 250 C.

პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი .

კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული .

აფთიაქიდან გაცემის წესირეცეპტით

შეფუთვა

ბლისტერულ შეფუთვაში არის 10 ტაბლეტი . 1, 3 ან 9 ბლისტერი თავსდება მუყაოს კოლოფში გამოყენებისინსტრუქციასთან ერთად .

მწარმოებელი

KRKA დ . დ ., ნოვოე მესტო   შმარეშკა ცესტა 6, 8501 ნოვოე მესტო, სლოვენია