აქტოსი

აქტოსი

გამოყენების ინსტრუქცია

აქტოსი
( ACTOS )

პრეპარატის სავაჭრო დაპატენტებული დასახელება: აქტოსი

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება: პიოგლიტაზონი

ქიმიური დასახელება: (+)-5((4-(2(5 – ეთილ _2 პირიდინილ ) ეტოქსი ) ფენილ ) მეთილ – 2,4)თიაზოლიდინდიონის მონოჰიდროქლორიდი .

წამლის ფორმა: ტაბლეტები

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: პიოგლიტაზონის ჰიდროქლორიდი, 30 მგ პიოგლიტაზონის ექვივალენტური.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონიჰიდრატი, ჰიდროქსილპროპილცელულოზა, კალციუმისკარბოქსიმეთილცელულოზა და მაგნიუმის სტეარატი .

აღწერილობა

30 მგ ტაბლეტები: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტი, ერთმხარეს წარწერით ”30”, ხოლო მეორე მხარეს _ “ ACTOS. ”

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

პერორალური გამოყენების ჰიპოგლიკემიური საშუალება

ათქ კოდი: A10BG03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

აქტოსი წარმოადგენს თიაზოლიდინდიონის რიგის პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატს, რომლისმოქმედება დამოკიდებულია ინსულინის არსებობაზე . ის არის გამა – რეცეპტორების მაღალსელექტიურიაგონისტი, რომელთა აქტივობას ახორციელებს პროლიფილატორი პეროქსიმი ( PPAR-γ ). PPAR-γრეცეპტორების აღმოჩენა შეიძლება ცხიმოვან, კუნთოვან ქსოვილებში და ღვიძლში . PPAR-γრეცეპტორების აქტივაცია ახდენს ინსულინის მიმართ მგრძნობიარე იმ გენების ტრანსკრიპციისმოდულირებას, რომლებიც მონაწილეობენ გლუკოზის კონცენტრაციის კონტროლში და ლიპიდებისმეტაბოლიზმში . აქტოსი ამცირებს ინსულინრეზისტენტობას პერიფერიულ ქსოვილებსა და ღვიძლში, რისშედეგადაც ხდება ინსულინოდამოკიდებული გლუკოზის უტილიზაციის გაზრდა და ღვიძლიდანგლუკოზის გამოყოფის შემცირება . სულფონილშარდოვანას პრეპარატებისაგან განსხვავებით,პიოგლატოზინი არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა უჯრედებით .

II ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ინსულინორეზისტენტობის შემცირება პრეპარატ აქტოსისსაშუალებით იწვევს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის, ხოლო პლაზმაში ინსულინისა და HbA1cმაჩვენებლების შემცირებას . სულფონილშარდოვანასთან, მეტფორმინთან ან ინსულინთან კომბინაციაში,პრეპარატი აუმჯობესებს გლიკემიურ კონტროლს .

II ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ლიპიდური ცვლის დარღვევაპრეპარატით მკურნალობის ფონზე, მცირდება ტრიგლიცერიდების შემცველობა და იზრდება მაღალისიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობა . ამასთან, მოცემულ პაციენტებში არ აღინიშნება დაბალისიმკვრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაციისა და საერთო ქოლესტერინის შეცვლა .

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა . უზმოზე, შიგნით მიღებისას პიოგლიტაზონი სისხლის შრატში ვლინდება 30 წუთის შემდეგ,ხოლო მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2 საათის შემდეგ . საკვების მიღება უნმნიშვნელოდაფერხებს მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევას, რომელიც აღინიშნება 3-4 საათის შემდეგ, თუმცასაკვები გავლენას არ ახდენს სრულ შეწოვაზე .

განაწილება . E ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ პიოგლიტაზონის განაწილების მოცულობა ( Vd/F )შეადგენს სხეულის მასის 0,63 ± 0,41 ლ / კგ – ს . პიოგლიტაზონი მნიშვნელოვნად უკავშირდება ადამიანისსისხლის შრატის ცილებს (>99%), ძირითადად ალბუმინს . შედარებით ნაკლებად უკავშირდება ის შრატისსხვა ცილებს . პიოგლიტაზონის მეტაბოლიტები M-III და M-IV ასევე მნიშველოვნად უკავშირდებიანშრატისმიერ ალბუმინს (>98%).

მეტაბოლიზმი . პიოგლიტაზონი   ინტენსიურად მეტაბოლიზდება ჰიდროქსილირებისა და ჟანგვისრეაქციების შედეგად მეტაბოლიტების წარმოქმნით: მეტაბოლიტები M-II, M-IV ( პიოგლიტაზონისჰიდროჟანგის წარმოებულები ) და M-III ( პიოგლიტაზონის კეტოწარმოებულები ). გარდა ამისა,მეტაბოლიტები ნაწილობრივ გარდაიქმნებიან გლუკურონის ან გოგირდმჟავების კონიუგატებად .პრეპარატის მრავალჯერადი შეყვანის შემდეგ პიოგლიტაზონთან ერთად სისხლის შრატში აღინიშნენა M-III  და M-IV მეტაბოლიტების არსებობა, რომლებიც წარმოადგენენ ძირითად მონათესავე ნაერთებს .თანაბარ მდგომარეობაში პიოგლიტაზონის კონცენტრაცია შეადგენს შრატში საერთო პიკურიკონცენტრაციის 30%-50%- ს, ხოლო ფარმაკოკინეტიკური მრუდის მიხედვით _ საერთო ფართობის@20%-30%- ს .

პიოგლიტაზონის მეტაბოლიზმი ღვიძლში ხორციელდება ციტოქრომ P450 ძირითადი იზოფერმენტებით (CYP2C8 და CYP3A4 ). გამოკვლევა ადამიანებში პიოგლიტაზონის გავლენის შესახებ, მოცემულიფერმენტების აქტივობაზე, არ ჩატარებულა .

გამოყოფა . შიგნით მიღების შემდეგ პიოგლიტაზონის დოზის დაახლოებით 15-30-% აღინიშნება შარდში .თირკმელებით გამოიყოფა შეუცვლელი პიოგლიტაზონის ძალიან მცირე რაოდენობა . ის ძირითადადგამოიყოფა მეტაბოლიტებისა და მათი კონიუგატების ფორმით . პერორალური მიღების შემდეგ დოზისდიდი ნაწილი გამოიყოფა ნაღველთან ერთად როგორც უცვლელი ფორმით, ასევე მეტაბოლიტების სახითდა ორგანიზმიდან გამოიდევნება განავალთან ერთად . პიოგლიტაზონისა და საერთო პიოგლიტაზონის (პიოგლიტაზონი და აქტიური მეტაბოლიტები ) ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი მერყეობსშესაბამისად 3-7 და 16-24 საათის ფარგლებში . საერთო კლირენსი შეადგენს 5-7 ლ – ს საათში .

გამოყენების ჩვენებები

IIF ტიპის შაქრიანი დიაბეტი ( როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სულფანილშარდოვანასწარმოებულთან, მეტფორმინთან ან ინსულინთან ერთად კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში,როგორც დამატებითი საშუალება დიეტოთერაპიისას და ფიზიკური ვარჯიშებისას ).

უკუჩვენებები

პიოგლიტაზონის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული   მგრძნობელობა;

I   ტიპის შაქრიანი დიაბეტი;

დიაბეტური კეტოაციდოზი;

ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;

III-IV ხარისხის გულის უკმარისობა ( ნიუ – იორკის გულის ასოციაციის მიხედვით );

18 წლამდე ასაკი .

სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში

შეშუპების სინდრომი, ანემია, ღვიძლის უკმარისობა ( ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატებანორმის ზედა ზღვარზე მაღლა 1-2,5 – ჯერ ), გულის უკმარისობა .

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულ ქალებში ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა . ამდენად, ამპრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული . არ არის ცნობები იმის თაობაზე,გამოიყოფა თუ არა ეს პრეპარატი ლაქტატში, ამდენად არ არის სასურველი პრეპარატის გამოყენებალაქტაციის პერიოდში . პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას ლაქტაცია უნდა შეწყდეს .

გამოყენების წესი და დოზები

მიიღება პერორალურად, დღე – ღამეში ერთხელ საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად .   პრეპარატისდოზა ინიშნება ინდივიდუალურად ექიმის მიერ .

მონოთერაპია

აქტოსის გამოყენებით მიმდინარე მონოთერაპია იმ პაციენტებში, რომლებშიც შაქრიანი დიაბეტისკომპენსაცია არ მიიღწევა დიეტოთერაპიითა და ფიზიკური ვარჯიშებით, შეიძლება დაიწყოს 15 მგ ან 30 მგდოზის მიღებით დღეღამეში ერთხელ . აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზისთანდათანობითი გაზრდა დღეღამეში ერთხელ 45 მგ – მდე . პრეპარატით მონოთერაპიის არაეფექტურობისშემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს კომბინირებული თერაპიის ჩატარების შესაძლებლობა .

კომბინირებული თერაპია

სულფონილშარდოვანას წარმოებულები . აქტოსით მკურნალობა სულფანილშარდოვანას პრეპარატთანკომბინაციაში შეიძლება დაიწყოს დღეღამეში 1 – ჯერ 15 მგ ან 30 მგ – ს მიღებით . აქტოსით მკურნალობისდასაწყისში სულფანილშარდოვანას პრეპარატის დოზა შეიძლება უცვლელი დარჩეს . ჰიპოგლიკემიისგანვითარების შემთხვევაში აუცილებელია სულფონილშარდოვანას პრეპარატის დოზის შემცირება .

მეტფორმინი . აქტოსით მკურნალობა მეტფორმინთან კომბინაციაში შეიძლება დაიწყოს დღეღამეში 1 – ჯერ15 მგ ან 30 მგ – ს მიღებით . აქტოსით მკურნალობის დასაწყისში მეტფორმინის დოზა შეიძლება უცვლელიდარჩეს . აღნიშნული კომბინაციის დროს ჰიპოგლიკემიის განვითარება ნაკლებსავარაუდოა, ამდენადნაკლებად მოსალოდნელია, რომ საჭირო გახდეს მეტფორმინის დოზის კორექცია .

ინსულინი . აქტოსით მკურნალობა ინსულინთან კომბინაციაში შეიძლება დაიწყოს დღეღამეში 1 – ჯერ 15 მგან 30 მგ – ს მიღებით . აქტოსით მკურნალობის დასაწყისში ინსულინის დოზა შეიძლება უცვლელი დარჩეს. იმ შემთხვევაში, თუ აქტოსისა და ინსულინის კომბინაციური გამოყენებისას განვითარდა ჰიპოგლიკემიაან თუ პლაზმაში გლუკოზის კონცენტრაცია შემცირდა 100 მგ / დლ – ზე ქვემოთ, ინსულინის დოზაშეიძლება შემცირდეს 10-25%- ით . ინსულინის დოზის შემდგომი კორექცია უნდა მოხდესინდივიდუალურად სისხლში გლუკოზის მაჩვენებლის საფუძველზე .

მაქსიმალური რეკომენდებული დოზა

მონოთერაპიის   დროს აქტოსის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 25 მგ – ს დღე – ღამეში .

კომბინირებული თერაპიის დროს აქტოსის დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღეღამეში 30 მგ – ს .

თირკმლის უკმარისობის დროს აქტოსის დოზის კორექცია არ არის საჭირო .

მონაცემები აქტოსის გამოყენების შესახებ თიაზოლიდინდიონის სხვა პრეპარატებთან ერთად კომბინაციაშიარ არსებობს .

გვერდითი მოქმედება

იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ აქტოსს ინსულინთან ან სხვა ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან ერთად,შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია ( პაციენტთა 2%- ში სულფანილშარდოვანასთან ერთადკომბინაციისას, 8-15%- ში ინსულინთან კომბინაციისას ).

ანემიის განვითარების სიხშირე მონოთერაპიისა და კომბინირებული თერაპიის დროს შეადგენსშემთხვევათა 1-1,6%- ს .

აქტოსმა შეიძლება გამოიწვიოს ჰემოგლობინის (2_4%) და ჰემატოკრიტის შემცირება . აღნიშნულიცვლილებები ძირითადად ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 4-12 კვირის შემდეგ და შედარებითმუდმივი ხასიათისაა . ისინი არ არიან დაკავშირებული რაიმე სახის კლინიკურად მნიშვნელოვანჰემატოლოგიურ ეფექტებთან . ეს ცვლილებები ძირითადად განპირობებულია პლაზმის მოცულობისმომატებით .

შეშუპების განვითარების სიხშირე მონოთერაპიის დროს შეადგენს _ 4,8%- ს, ინსულინთან ერთადკომბინაციური მკურნალობისას _ 15%- ს .

სხეულის წონის მომატების სიხშირე აქტოსის მიღების შემდეგ შეადგენს საშუალოდ 5%- ს .

ალანინამინოტრანსფერაზას ღვიძლისმიერი ფერმენტების აქტივობის მომატების სიხშირე ნორმის ზედაზღვარზე ≥ 3 – ჯერ მეტად შეადგენს 0,25%- ს . იშვიათად შეიძლება აღინიშნოს პრეპარატის დაკრეატინინფოსფოკინაზას დონის დროებითი მომატება .

ჭარბი დოზირება

მონოთერაპიის დროს აქტოსის ჭარბი დოზით მიღებას თან არ ახლავს სპეციფიკური კლასიკურისიმპტომები .

აქტოსის ჭარბი დოზით მიღებამ, ამ პრეპარატის სულფანილშარდოვანასთან ერთად გამოყენებისასშეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის სიმპტომების განვითარება .

სპეციფიკური მკურნალობა ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში არ არსებობს . საჭიროა სიმპტომურითერაპიის ჩატარება ( მაგ, ჰიპოგლიკემიის მკურნალობა ).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

აქტოსისა და პერორალური კონტრაცეპტივების ერთობლივი გამოყენებისას შესაძლებელია კონტრაცეპციისეფექტურობის შემცირება .

ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკაში არავითარი ცვლილება არ აღინიშნება აქტოსისა დაგლიპიზიდის, დიგოქსინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, მეტფორმინის ერთობლივიგამოყენებისას .

In vitro კეტოკონაზოლი ახდენს პიოგლიტაზონის მეტაბოლიზმის ინჰიბირებას .

არ არსებობს მონაცემები აქტოსის შემდეგ საშუალებებთან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებებისშესახებ: ერითრომიცინი, ასტემიზოლი, კალციუმის არხების ბლოკატორები, ციზაპრიდი,გლუკოკორტიკოსტეროიდები, ციკლოსპორინი, ჰიპოლიპიდემიური სამკურნალო საშუალებები (სტატინები ), ტაკროლიმუსი, ტრიაზოლამი, ტრიმეტრექსატი, კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი .

განსაკუთრებული მითითებებიII ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო ღონისძიებათა კომპლექსში აქტოსის მიღებასთან ერთადჩართული უნდა იყოს რეკომენდირებული დიეტოთერაპია და ფიზიკური ვარჯიშები, რაც მნიშვნელოვანიაარა მარტო თერაპიის დასაწყისში, არამედ თერაპიის მიმდინარეობისას, მკურნალობის ეფექტურობისშესანარჩუნებლად .

ამ პრეპარატით მკურნალობის ეფექტურობის შეფასება უმჯობესია მოხდეს   HbA1c დონის მიხედვით,რომელიც წარმოადგენს ხანგრძლივი დროის განმავლობაში გლიკემიური კონტროლის საუკეთესომაჩვენებელს, განსხვავებით მხოლოდ გლიკემიის დონის კონტროლისა უზმოზე . HbA1c ასახავსგლიკემიის დონეს ბოლო 2-3 თვის განმავლობაში . აქტოსით მკურნალობის ჩატარება რეკომენდირებულიაგაგრძელდეს იმ დროის განმავლობაში, რაც საკმარისია HbA1c – ის კონცენტრაციის შეცვლისშესაფასებლად (3 თვე ), იმ შემთხვევაში, თუ ამ დროს აღინიშნება სისხლში გლუკოზის კონცენტრაციისცვლილება .

ინსულინორეზისტენტობისას და პრემენოპაუზურ პერიოდში ანოვულატორული ციკლის მქონეპაციენტებში, თიაზოლიდინდიონებით, მათ შორის, აქტოსით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოსოვულაცია, რის შედეგადაც არსებობს ამ პაციენტებში ორსულობის განვითარების რისკი შესაბამისიკონტრაცეპციული საშუალებების გამოუყენებლობის შემთხვევაში .

ეს პრეპარატი ასევე სიფრთხილით გამოიყენება შეშუპების მქონე პაციენტებში . აქტოსით მკურნალობისდაწყებამდე ყველა პაციენტში უნდა განისაზღვროს ალანინამინოტრანსფერაზას კონცენტრაცია .აღნიშნული კონტროლი უნდა ჩატარდეს ყოველ 2 თვეში, მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში,ხოლო შემდეგ _ პერიოდულად . ასევე უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის შემოწმება, თუ პაციენტსაღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, პირღებინება, ტკივილი მუცლის არეში,დაღლილობა, უმადობა, მუქი ფერის შარდი . G ადაწყვეტილება აქტოსით თერაპიის შესახებ მიღებულიუნდა იყოს კლინიკური მონაცემების საფუძველზე, ლაბორატორიული მაჩვენებლების გათვალისწინებით .სიყვითლის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს .

აქტოსით მკურნალობა არ ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დაავადება ან თუალანინამინოტრანსფერაზას კონცენტრაცია 2,5 – ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს . ავადმყოფებს,რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ზომიერი მომატება ( როდესაცალანინამინოტრანსფერაზა 1-2,5 – ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს ), მკურნალობის დაწყებამდე ანმკურნალობის პერიოდში უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევა აღნიშნული ფერმენტების დონეების მომატებისმიზეზების დასადგენად . სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო აქტოსით მკურნალობის დაწყებისას ანმიმდინარეობისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ზომიერიმომატება . ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კლინიკური სურათის უფრო ხშირად კონტროლი და “ღვიძლისმიერი ” ფერმენტების აქტივობაზე გამოკვლევის ჩატარება . სისხლის შრატში ტრანსამინაზებისკონცენტრაციის მომატებისას ( როდესაც ალანინამინოტრანსფერაზა 1-2,5 – ჯერ აღემატება ნორმის ზედაზღვარს ), ღვიძლის ფუნქციის კონტროლი უნდა ჩატარდეს უფრო ხშირად და იმ დრომდე, ვიდრემაჩვენებლები არ დაუბრუნდება ნორმის ფარგლებს ან ვიდრე არ იქნება მიღებული ის მაჩვენებლები,რომლებიც აღინიშნებოდა მკურნალობის დაწყებამდე . თუ ალანინამინოტრანსფერაზას კონცენტრაციაშენარჩუნებულია ისეთ მაჩვენებლებზე, რომლებიც 3 – ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს, აქტოსითმკურნალობა უნდა შეწყდეს .

აქტოსით თერაპიის დაწყებამდე, ასევე ყოველ 2 თვეში მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში,რეკომენდებულია ალანინამონოტრანსფერაზას დონის კონტროლი .

ავადმყოფებს, რომლებიც აქტოსთან ერთად იღებენ კეტოკონაზოლს, რეგულარულად უნდა ჩაუტარდეთსისხლში გლუკოზის დონის შემოწმება .

გამოშვების ფორმა

30 მგ ტაბლეტები      #30 ბოთლში .

ყოველ ფლაკონს მიკრული აქვს პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია .

შენახვის პირობებიპრეპარატი ინახება 15-30 °C ტემპერატურზე, მსრალ,   სინათლისაგან   და ბავშვებისაგან დაცულადგილას.

ვარგისიანობის ვადა3 წელი . პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლისშემდეგ .

აფთიაქიდან გაცემის წესიგაიცემა ექიმის რეცეპტით .

მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი

ელი ლილი ენდ კომპანი, აშშ

Eli Lilly and Company, Lilli Corporate Center, Indianapolis, IN 46285, USA