ბენევრონი B

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბენევრონი B-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ბენევრონი B-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი.


ბენევრონი B აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


პრეპარატის ათქ კოდი: A11EA

შემცველობა:
პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1)           250 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 250 მგ
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) 1500 მკგ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) რიბოფლავინის
ნატრიუმის ფოსფატის სახით  4 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი, მონოთიოგლიცერინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბენევრონი B წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების (ვიტამინები B1, B6,  B12,  B2) თვისებებით.

ფარმაკოდინამიკა

ვიტამინი B1
თიამინი ადამიანის ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გულის მუშაობის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციების უზრუნველსაყოფად.

ვიტამინი B6
პირიდოქსინი აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ უჯერი ცხიმოვანი მჟავების მოხმარებას, დადებით გავლენას ახდენს ნერვული სისტემის, ღვიძლის  ფუნქციებზე, სისხლწარმოქმნაზე. ფოსფორილირებული ფორმით კოფერმენტის როლს ასრულებს ამინომჟავების მეტაბოლიზმში (მათ შორის, დეკარბოქსილირება, გადაამინირება). პირიდოქსინი ხელს უწყობს გოგირდის შემცველი ამინომჟავა ტაურინის სინთეზს (მეთიონინიდან და ცისტეინიდან), რომელიც ახდენს ნერვ-კუნთოვანი გამტარობის, კუნთების კუმშვადობის ნორმალიზაციას, აფერხებს კრუნჩხვების განვითარებას. მონაწილეობს ნეირომედიატორების: დოპამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, სეროტონინი, ჰისტამინი და GABA ბიოსინთეზში. ხელს უწყობს ლიპიდური ცვლის ნორმალიზაციას.

ვიტამინი B12
ციანოკობალამინი მონაწილეობს რიგ ბიოქიმიურ რეაქციებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის ცხოველმყოფელობას – მეთილის ჯგუფების გადატანაში, ნუკლეინის მჟავების, ცილის სინთეზში, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ლიპიდების ცვლაში. აუცილებელია ნორმალური სისხლმბადი ფუნქციისათვის და ერითროციტების მომწიფებისათვის. ხელს უწყობს სულფჰიდრული ჯგუფების შემცველი ნაერთების დაგროვებას ერითროციტებში, რაც ზრდის მათ ტოლერანტობას ჰემოლიზის მიმართ. ციანოკობალამინის კოფერმენტული ფორმები – მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი –  აუცილებელია უჯრედების რეპლიკაციისა და ზრდისათვის. ციანოკობალამინი გავლენას ახდენს პროცესებზე ნერვულ სისტემაში (დნმ-ის, რნმ-ის, მიელინის სინთეზი, ცერებროზიდების და ფოსფოლიპიდების ლიპიდური შემადგენლობა), ამცირებს ტკივილის შეგრძნებას, რომელიც დაკავშირებულია დაზიანებასთან მის პერიფერიულ ნაწილში. ამცირებს ქოლესტერინის კონცენტრაციას სისხლში. დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციაზე. ამაღლებს ქსოვილების რეგენერაციის უნარს.

ვიტამინი B2
რიბოფლავინი წარმოადგენს უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების უმთავრეს კატალიზატორს. რიბოფლავინი, არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, მონაწილეობს ცილოვან, ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების (მათ შორის, კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს, უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას.

ფარმაკოკინეტიკა:

ვიტამინი B1
ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ სწრაფად აღწევს სისხლში. ღვიძლში განიცდის ფოსფორილირებას. გროვდება ღვიძლში, გულში, ტვინში, თირკმელებში, ელენთაში, მაგრამ მისი მარაგი ორგანიზმში უმნიშვნელოა. გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს და ვლინდება დედის რძეში. გამოიყოფა ნაწლავების ან თირკმელების მეშვეობით.

ვიტამინი B6
მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით (პირიდოქსალფოსფატი და პირიდოქსამინოფოსფატი). პირიდოქსალფოსფატი უკავშირდება პლაზმის ცილებს 90%-ით. კარგად აღწევს ყველა ქსოვილში; გროვდება ძირითადად ღვიძლში, ნაკლებად – კუნთებში და ცნს-ში. გაივლის პლაცენტას, სეკრეტირდება დედის რძესთან ერთად. T1/2 – 15-20 დღე. გამოიყოფა თირკმელებით, ასევე ჰემოდიალიზის დროს.

ვიტამინი B12
ინტრამუსკულარული შეყვანისას პლაზმური კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 60 წუთის შემდეგ. სისხლში უკავშირდება სპეციფიურ ცილებს – ტრანსკობალამინებს, რომლებიც ახდენენ მის ტრანსპორტირებას ქსოვილებში. დეპონირდება უპირატესად ღვიძლში. გამოიყოფა თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს – 7-10% თირკმელებით, 50%-მდე – ფეკალურ მასებთან ერთად; თირკმელების დაქვეითებული ფუნქციის დროს – 0-7% თირკმელებით, 70-100% – ფეკალურ მასებთან ერთად. გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს, აღწევს დედის რძეში.

ვიტამინი B2
ნაწილდება ყველა ორგანოში და ქსოვილში, დეპონირდება კუნთოვან ქსოვილში, ღვიძლში, ელენთაში, თირკმელებში და მიოკარდიუმში. აღწევს პლაცენტარულ ბარიერში და დედის რძეში. მეტაბოლიზდება ღვიძლში. T1/2 – 66-84 წთ. გამოიყოფა თირკმელებით, პრაქტიკულად სრულად მეტაბოლიტების სახით, მაღალი დოზით მიღებისას – ძირითადად უცვლელი სახით. უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა განავალთან ერთად. გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს, მაგრამ უფრო ნელა, ვიდრე თირკმელებით ექსკრეციის დროს.

გამოყენების ჩვენებები
– ნერვული სისტემის სხადასხვა გენეზის დაავადებები:^ პერიფერიული ნევრიტი და პოლინევრიტი, ნევრალგია, პერიფერიული პარეზები (მათ შორის, სახის ნერვის) და დამბლები, რადიკულიტები, ლუმბაგო, პლექსიტები, რეტრობულბური ნევრიტი, ნეკნთაშორისი ნევრალგია (მათ შორის, შემომსალტველი ლიქენი), ნეიროპათია, პოლინეიროპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა), გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, გაფანტული სკლეროზი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმები, ენცეფალოპათია, მათ შორის დიაბეტური, ალკოჰოლური;
– იზონიაზიდური რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიბიოტიკების გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია;
– სხვადასხვა გენეზის ანემიები;
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი  დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი;
– კანის დაავადებები: ეგზემა და ნევროგენული წარმოშობის დერმატოზები, დერმატიტები და ნეიროდერმიტები, ფსორიაზი;
– სახსრების დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი და სხვა;
– ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის კომპლექსური მკურნალობა;
– თვალის დაავადებების კომპლექსური მკურნალობა: ჰემერალოპია, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანის წყლული;

უკუჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, გულის უკმარისობის მძიმე ფორმები, 10 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, ეგზანტემა, ანგიოედემა. ძალზე იშვიათად – თავბრუსხვევა, ოფლიანობა, ტაქიკარდია, დისპნოე, ანაფილაქსიური რეაქციები.

მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის ბენევრონი B დოზირების რეჟიმი და მიღების ხანგრძლივობა დგინდება ექიმის მიერ.
10 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში და მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება ინტრამუსკულარულად – 1 ამპულა (4 მლ) ერთჯერ დღეში.
საინექციო ხსნარი შეჰყავთ ღრმად კუნთებში.
ექიმის დანიშნულებით პრეპარატის ბენევრონი B 1 ამპულა შეიძლება გამოყენებულ იქნას 2-3 დღეში ერთჯერ.

ჭარბი დოზირება:
B ჯგუფის ვიტამინების გამოყენებისას ჭარბი დოზირების შემთხვევები ძალზე იშვიათია, რადგან ისინი წყალში ხსნადი ვიტამინებია და მათი ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდთან ერთად. ჭარბი დოზირების ნიშნებს წარმოადგენს: დაბუჟება, ჩხვლეტა ფეხებში, ხელებში და სხეულის სხვა ნაწილებში, მგრძნობელობის, წონასწორობის და კოორდინაციის დარღვევა. ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ ექიმს. მკურნალობა სიმპტომურია.

განსაკუთრებული მითითებები
გასათვალისწინებელია, რომ ბენევრონი B-ს მიღებისას შესაძლებელია შარდის შეფერადება ყვითელ ფერად, რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის ან ძუძუზე მყოფი ბავშვისათვის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ვიტამინი B1
თიამინის ჰიდროქლორიდის ხსნარის შერევა სულფიტების შემცველ ხსნარებთან დაუშვებელია, რადგან მათში ის მთლიანად იშლება. კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებით (ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი) ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თიამინის დეფიციტი. კოფეინის, გოგირდის და ესტროგენების შემცველი პრეპარატების გამოყენება ზრდის თიამინზე მოთხოვნილებას. თიამინი აქვეითებს მადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების კურარეს მსგავს მოქმედებას (დიტილინი და სხვა).
ვიტამინი B6
აძლიერებს დიურეტიკების მოქმედებას; ამცირებს ლევოდოპას აქტივობას. იზონიკოტინის ჰიდრაზიდი, პენიცილამინი, ციკლოსერინი და ესტროგენშემცველი პერორალური კონტრაცეპტივები აქვეითებენ პირიდოქსინის ეფექტს. კარგად შეთავსებადია საგულე გლიკოზიდებთან (პირიდოქსინი ხელს უწყობს კუმშვის პროცესში მონაწილე ცილების სინთეზის გაძლიერებას მიოკარდიუმში), გლუტამინის მჟავასთან და ასპარკამთან (ზრდის ამტანობას ჰიპოქსიის მიმართ).
ვიტამინი B12
ციანოკობალამინი ინაქტივირდება მძიმე ლითონების მარილებთან ურთიერთქმედებისას. ამინოგლიკოზიდები, სალიცილატები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, კოლხიცინი, კალიუმის პრეპარატები ამცირებენ აბსორბციას. ქლორამფენიკოლი ამცირებს ციანოკობალამინის გავლენას ჰემოპოეზზე. რეკომენდებული არ არის გამოყენება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ამაღლებენ სისხლის შედედების უნარს.
ვიტამინი B2
აქვეითებს დოქსიციკლინის, ტეტრაციკლინის, ოქსიტეტრაციკლინის, ერითრომიცინის და ლინკომიცინის აქტივობას. შეუთავსებადია სტრეპტომიცინთან. თირეოიდული ჰორმონები აჩქარებენ რიბოფლავინის მეტაბოლიზმს. ამცირებს ქლორამფენიკოლის გვერდით ეფექტებს (ჰემოპოეზის დარღვევა, მხედველობის ნერვის ნევრიტი). შეთავსებადია ჰემოპოეზის მასტიმულირებელ სამკურნალო საშუალებებთან, ანტიჰიპოქსანტებთან, ანაბოლურ სტეროიდებთან.

გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარის 3 მლ ყავისფერი შუშის ამპულაში.
5 ამპულა კონტურულ უჯრედოვან პლასტიკურ შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება  25ºC-მდე  ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 3 მლ ი.მ. საინიექციო ხსნარი ამპულა №5

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Solupharm Pharmazeutische Erzeugnisse GmbH, გერმანია

გაფრთხილება