კეტონალი 50 მგ კეტონალი ფორტე 100 მგ

კეტონალი 50 მგ კეტონალი ფორტე 100 მგ

გამოყენების ინსტრუქცია
კეტონალი  50 მგ, კაფსულები
კეტონალი  ფორტე 100 მგ, შემოგარსული ტაბლეტები
KETONAL  50mg capsules
KETONAL  forte 100mg film coated tablets
აქტიური ნივთიერება – კეტოპროფენი
კეტონალი  50 მგ, კაფსულების შემადგენლობა:
ყოველი კაფსულა შეიცავს 150 მგ კეტოპროფენს .
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლოკაჟბადი . კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი E 171, ცისფერი საღებავი V E131.
კეტონალი  ფორტე 100 მგ, შემოგარსული ტაბლეტების შემადგენლობა:
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 100 მგ კეტოპროფენს .
დამხმარე ნივთიერებები:, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, პოვიდონი,სიმინდის სახამებელი, ტალკი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა,მაკროგოლი 400, ცისფერი საღებავი ინდიგოტინი  E132, ტიტანის დიოქსიდი E 171, ტალკი, კარნაუბისცვილი .
კეტონალ ტაბლეტის აქტიური ნივთიერება არის კეტოპროფენი .
კეტოპროფენი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს .
კეტოპროფენს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევის მოქმედება .
ჩვენებები:
ამსუბუქებს სხვადასხვა წარმოშობის ტკივილს:
–           პოსტტრავმული ტკივილი ( მაგალითად, სპორტული დაზიანებები, დაჭიმულობა ანკუნთების ან მყესების გადაძაბვა, ამოვარდნილობები, დაბეჟილობები ),
–           პოსტოპერაციული ტკივილი ( მაგალითად, ორთოპედული ოპერაციის შემდგომი ტკივილი),
–           ძვლის მეტასტაზების დროს ტკივილი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში,
–           მტკივნეული მენსტრუაცია .
რევმატული დაავადებების მკურნალობა:
კეტოპროფენი ამსუბუქებს ტკივილს სახსრებში, ამცირებს მათ შეშუპებას, შებოჭილობას და გააჩნიაანთების საწინააღმდეგო აქტივობა, ისეთი რევმატული დაავადებების დროს, როგორიცაა:
–           რევმატოიდული ართრიტი,
–           სერონეგატიური სპონდილოართრიტი ( მაანკილიზირებელი სპონდილიტი, ფსორიაზულიართრიტი და პოსტინფექციური რეაქციული ართრიტი ),
–           პოდაგრა, ფსევდოპოდაგრა,
–           ოსტეოართრიტი,
–           სახსარგარეთა რევმატიზმი ( ტენდინიტი, ბურსიტი და მხრის სახსრის კაფსულიტი ).
უკუჩვენებები:
–           ალერგია ( ჰიპერმგრძნობელობა ) კეტოპროფენის ან პრეპარატის ნებისმიერი პრეპარატისმიმართ .
–           წარსულში ასთმა, ჭინჭრის ციება ( გამონაყარი ) ან კეტოპროფენით ან მსგავსი მოქმედებისნივთიერებით ( სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ნივთიერები ან სალიცილატები,ასპირინი ) გამოწვეული ალერგიული ტიპის რეაქციები
–           გულის მძიმე უკმარისობა;
–           ოპერაციისათვის მზადებისას ან თუ ჩატარდა აორტოკორონარული შუნტირების ოპერაცია;
–           თუ განვითარდა საჭმლის – მონელების დარღვევა, ან ადრე აღინიშნებოდა დისკომფორტი,ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში ( ქრონიკული დისპეფსია );
–           კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის მწვავე წყლული ან სისხლდენა კუჭ – ნაწლავიდან,პერფორაცია
–           კუჭ – ნაწლავიდან, ცერებროვასკულური ან სხვა ნებისმიერი მწვავე სისხლდენა;
–           მიდრეკილება სისხლდენებისადმი;
–           ღვიძლის მძიმე დაავადება;
–           ასთმა ან რინიტი ( სურდო, ცემინება ),
–           ორსულობის ბოლო ტრიმესტრი;
–           15 წლამდე ასაკი .
კეტონალის კაფსულების და კეტონალ ფორტეს ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას .
კეტონალის ტაბლეტები და კაფსულები თქვენ არ უნდა მიიღოთ, თუ გაქვთ მემკივდრეობითიპრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია გალაქტოზას აუტანლობასთან, ლაქტაზას დეფიციტთან ანგლუკოზას ან გალაქტოზას დარღევულ შეწოვასთან .
განსაკუთრებული მითითებანი:
საჭიროა ეცნობოს ექიმს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, განსაკუთრებით მაშინთუ:
–           წარსულში აღინიშნებოდა დარღვევები კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრივ ( შეიძლებაგამწვავდეს წყლულოვანი კოლიტის ტიპის დაავადებები ან კრონის დაავადება );
–              სისხლის დარღვეული შედედება;
–              ღვიძლის ან თირკმლების დარღვეული ფუნქცია;
–           მაღალი არტერიული წნევა ( ჰიპერტენზია ) და / ან სუსტად ან ზომიერად გამოხატულიგულის შეგუბებითი უკმარისობა, პერიფერიული ან ცერებრული არტერიების დაავადებები;
–           დიაბეტი ან სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე;
–           ინფექციური დაავადებები;
–           ნებისმიერი სხვა წამლების მიღება;
–           ყოველდღიურად 3 ან მეტი პორცია ალკოჰოლის მიღება ან თამბაქოს მოწევა;
–           დაგეგმილი ქირურგიული ოპერაცია;
–           ხანდაზმულებში, სათანადოდ უნდა აკონტროლონ ნებისმიერი უჩვეული სიმპტომისგამოვლენა ( განსაკუთრები კუჭ – ნაწლავიდან სისხლდენები ), განსაკუთრების მკურნალობის საწყისეტაპებზე .
ზოგიერთ წამალს ან თერაპიულ რეჟიმს შეუძლია ურთიერთქმედება კეტოპროფენთან . აცნობეთ ექიმსყველა გამოწერილი ან ურეცეპტო წამლების შესახებ, რომლებსაც ღებულობთ .
კეტოპროფენის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ფერტილობა, ამიტომ იგი არ არის რეკომენდებულიქალებში, რომლებიც დაფეხმძიმებას გეგმავენ .
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ზოგიერთი წამალს შეუძლია შეცვალოს კეტოპროფენის ურთიერთქმედება:
–           ნუ გამოიყენებთ კეტოპროფენს სხვა არასტეროიდულ ანტირევმატულ წამლებთან ანსალიცილატებთან ( მაგალითად, ასპირინთან ).
–           კეტოპროფენთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს ანტიჰიპერტონულიწამლების ან შარდმდენი წამლების ეფექტი .
თირკმლების ფუნქციის დარღვევის რისკი უფრო მაღალია პაცენტებში, რომლებიც ღებულობენ აპფინჰიბიტორებს ან შარდმდენებს .
კეტოპროფენთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ეპილეფსიისა და დიაბეტისდროს დანიშნული წამლების ეფექტი .
–           სისხლდენების საშიშროება მატულობს კეტოპროფენისა და   იმ წამლების ერთდროულიდანიშვნისას, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების მკურნალობასა და წარმოქმნისპროფილაქტიკაში, ისეთების როგორებიცაა ვარფარინი ( ანტიკოაგულანტები ),კორტიკოსტეროიდები და ანტითრომბოციტარლური საშუალებები .
–           სისხლდენების რისკი მატულობს პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიდეპრესიულსაშუალებებს ( სეროტონინის უკუ – მიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების ჯგუფიდან ).
–           თუ კეტოპროფენთან ერთდროულად მიიღება საგულე გლიკოზიდები, ლითიუმისპრეპარატები, ციკლოსპორინი ან მეთოტრექსატი, ამ პრეპარატის ელიმინაცია შეიძლებამცირდებოდეს, ხოლო მათი მავნე ზეგავლენა იზრდებოდეს .
–           მიფეპრისტონის მოქმედება შეიძლება შემცირდეს ერთდროული გამოყენებისასარასტეროიდულ ანტირევმატულ საშუალებებთან . არასტეროიდული ანტირევმატული საშუალებებიარ უნდა იქნეს მიღებული მიფეპრისტონის მიღებიდან 9-12 დღის განმავლობაში .
ორსულობა
თუ დაფეხმძიმდით მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ ეწვიეთ თქვენს ექიმს . პირველი და მეორეტრიმესტრის დროს კეტოპროფენი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელიდედისათვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის .
ნუ მიიღებთ კეტოპროფენს ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, ვინაიდან არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებს შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის სერიოზული პრობლემები ან გართულებებიმშობიარობის დროს .
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების დროს ნუ მიიღებთ კეტოპროფენს .
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ძალიან იშვიათად მგრძნობიარე პირებში არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმაშეიძლება ზოგჯერ გამოიწვიონ თავბრუსხვევა, მოდუნება და არამკაფიო მხედველობის, თუ ასეთიპაციენტების ჯგუფს მიეკუთვნებით მკურნალობის დროს ნუ დაჯდებით საჭესთან და ნუ იმუშავებთმექანიზმებთან .
მიღების წესები
კეტონალის ტაბლეტები ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით . თუ რამეში არხართ დარწმუნებული მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია .
არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა შეიძლება, თუ გამოვიყენებთ უმცირეს დოზასმკურნალობისათვის საჭირო ყველაზე ხანმოკლე პერიოდში .
ნუ შეცვლით დოზას და ნუ შეწყვეტთ მკურნალობას ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე .
კეტონალი 50 მგ კაფსულებით მკურნალობა
ჩვეულებრივ დოზად ითვლება კეტონალის ერთი კაფსულას (50 მგ ) დილით, სადილზე და საღამოს .
რევმატოიდული ართრიტისა და ოსტეოართრიტის მკურნალობისათვის რეკომენდებულია დოზაა ერთიკაფსულა ყოველ 6 საათში .
თუ თქვენ ღებულობთ კეტონალის კაფსულას სუსტი ან ზომიერი ტკივილის ან დისმენორეის დროსტკივილის მოსახსნელად, რეკომენდებულ დოზად ითვლება ერთი კაფსულას ყოველ 6-8 საათში .
კეტონალ ფორტე 100 მგ ტაბლეტებით მკურნალობა
ჩვეულებრივ დოზად ითვლება კეტონალ ფორტეს ერთი ტაბლეტი (100 მგ ) არა უმეტეს ორჯერ დღეში .
რევმატოიდული ართრიტისა და ოსტეოართრიტის მკურნალობისათვის რეკომენდებულია დოზაა ერთიტაბლეტი არა უმეტეს ორჯერ დღეში .
კეტონალის კაფსულებისა და კეტონალ ფორტეს ტაბლეტების კომბინირება შეიძლება კეტონალისსანთლებთან, მაგალითად:
–           კეტონალის ერთი კაფსულა (50 მგ ) დილით და დღისით და კეტონალის ერთ სანთელი (100მგ ) საღამოს ან
–           კეტონალ ფორტეს ერთი ტაბლეტი (100 მგ ) დილით და დღისით და კეტონალის ერთსანთელი (100 მგ ) საღამოს
კეტოპროფენის მაქსიმალური დღიური დოზაა 200 მგ .
მიიღეთ კეტონალის კაფსულები და კეტონალ ფორტეს ტაბლეტები ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, სულმცირე 100 მლ წყლის ან რძის მიყოლებით .
ამავდროულად კეტოპროფენის საჭმლისმომნელებელი სისტემაზე არასასურველი ეფექტის შესამცირებლადშეიძლება ანტაციდების მიღება ( წამალი, რომელიც თრგუნავს კუჭში მარილმჟავას წარმოქმნას ).
ნუ დააქუცმაცებთ და ნუ დაღეჭავთ კეტონალის კაფსულებს და კეტონალ ფორტეს ტაბლეტებს .
ნუ დაგავიწყდებათ თქვენი წამლის მიღება !
მკურნალობის ხანგრძლივობას დაგიდგენთ თქვენი ექიმი .
თუ U შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ წამლის ეფექტი ან ძალიან სუსტია ან ძალიან ძლიერია, უთხარითამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .
ხანდაზმულბი: ხანდაზმულებს ჩვეულებრივ ენიშნებათ შემცირებული დოზირება .
ბავშვები: 15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დოზირება დადგენილი არ არის .
ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობისასმიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .
ჭარბი დოზირება
თუ შემთხვევით მიიღეთ კეტონალი კაფსულების და კეტონალ ფორტეს ტაბლეტების საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ გაყოფილებას . უჩვენეთ მათთქვენი წამლის კოლოფი .
ჭარბ დოზას შეუძლია გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (ეპიგასტრალური ტკივილი ), სისხლიანი ღებინება, შავი განავალი, ცნობიერების დარღვევა, სუნთქვისდათრგუნვა, თირკმლების ფუნქციის დარღვევა და თირკმლის უკმარისობა .
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, ჩვეულებრივად განაგრძეთ მომდევნო დოზის მიღება .გამოტოვებულის ასანაზღაურებლად ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას .
გვერდითი მოვლენები .
სხვა წამლების მსგავსად კეტოპროფენს შეუძლია ზოგჯერ გამოიწვიოს ზოგიერთი არასასურველი მოვლენა .
კეტოპროფენის უმნიშვნელო გვერდით მოვლენებს, რომლებიც ხშირად ხანმოკლეა, მიეკუთვნებიანმოვლენები კუჭ – ნაწლავის მხრიდან, როგორებიცაა საჭმლის – მონელების დარღვევა ( საკვებისარასაკმარისი ან დარღვეული ათვისება ); დისპეფსია ( ჭამის შემდეგ დისკომფორტი კუჭში ), ღებინება,გულისრევა, ყაბზობა, მეტეორიზმი ( კუჭში ან ნაწლავებში გაზების დაგროვება ), ფაღარათი, გულძმარვაან სხვა .
იშვიათად შეიძლება აღინიშნებოდეს სხვა მოვლენები, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუ, მცირედეზორიენტაცია, ძილიანობა, გუნება – განწყობილების შეცვლა ( ემოციური სტატუსის შეცვლა ) დაუძილობა ( დაძინების გაძნელება ან ანომალური გაღვიძება ).
ზემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენები არ არის საგანგაშო, მანამ სანამ ისინი შემაწუხებელი არ გახდება, მაშინ მიმართეთ თქვენს ექიმს .
გამონაყარისა და ყურებში შუილის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენსექიმს .


ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება მეტად სერიოზული იყოს და თუ პაციენტმა   ქვემოთმოყვანილიდან ნებისმიერი შენიშნა, მან უნდა შეწყვიტოს წამლის მიღება და დაუყოვნებლივდაუკავშირდეს ექიმს:
–           ქოშინი;
–           ძლიერი ტკივილი გულმკერდში, სუნთქვის ხანმოკლე შეჩერება;
–           გულის წასვლა;
–           კანისა და სკლერების სიყვითლე;
–           გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება;
–           კანზე გამონაყარი, შეშუპება, გამოხატული თავბრუ ან გაძნელებული სუნთქვა,
–           ქავილი, შეშუპებული, შეწითლებული, ბუშტუკებით დაფარული, მტკივნეული ანაქერცვლადი კანი;
–           ხელების, კოჭების, ტერფების, სახის, ტუჩების, თვალების, ხორხის ან ენის შეშუპება;
–           ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება;
–           კიდურების ცალმხრივი სისუსტე;
–           ფოტომგრძნობელობა;
–           კოჭების შეშუპება;
–           სისხლიანი ან ყავის ნალექის ფერის პირღებინება;
–           ცვილისებრი განავალი ან სიხლიანი ფაღარათი;
–           სისხლჩაქცევები სხეულზე .
არ არის საგანგაშო აღნიშნული . პაციენტთა უმრავლესობა კეტონალს ღებულობენ ყოველგვარი პრობლემისგარეშე .
ყველა წამალს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში .თუ წამლის მიღების დროს ჯანმრთელობის მხრივ რაიმე ცვლილებას შენიშნავთ აცნობეთ ამის შესახებექიმს .
აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (1 – ზე მეტი 10 ნამკურნალევი პაციენტიდან ):
–           დისპეფსია ( დისკომფორტი კუჭში ჭამის შემდეგ ).
ხშირი (1 – ზე მეტი 100 – დან, მაგრამ 1 – ზე ნაკლები 10 პაციენტიდან ):
–           დეპრესია; გაღიზიანება; ღამის კოშმარები ( დაძინების შიში ), ძილიანობა;
–           თავის ტკივილი; ასთენია ( სისუსტე ); ზოგადი სისუსტე; დაღლილობა; თავბრუსხვევა;პარესთეზია ( ჩხვლეტის შეგრძნება ან მგრძნობელობის დაქვეითება );
–           მხედველობის დარღვევა;
–           შუილი ყურებში;
–           შეშუპება ( გენერალიზებული შეშუპება )
–           გულისრევა; ტკივილი მუცელში; ფაღარათი; ყაბზობა; მეტეორიზმი ( გაზებისდაგროვება კუჭში ან ნაწლავებში ); ანორექსია ( მადის დაკარგვა ); ღებინება; სტომატიტი ( პირისღრუს ლორწოვანის ანთება ).
ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, განსაკუთრებით მაღალ დოზებში, ყველაზე ხშირადაღინიშნება დაწყლულება, კუჭ – ნაწლავიდან სისხლდენები და პერფორაცია .
–           კანზე გამონაყარი
არახშირი (1 – ზე მეტი 1000 – დან, მაგრამ 1 – ზე ნაკლები 100 პაციენტიდან ):
–           ანემია ( ერითროციტების რაოდენობის შემცირება ); ჰემოლიზი ( ერითროციტებისგაძლიერებული დაშლა ); პურპურა ( კანის შეწითლება ); თრომბოციტოპენია ( თრომბოციტებისდაბალი დონე ); აგრანულოციტოზი ( ლეიკოციტების დეფიციტი, რომელიც იწვევს ცხელებას,ტკივილს ყელში, ინფექციების უფრო ხშირ განვითარებას ).
კეტოპროფენის მაღალ დოზებს შეუძლია გაახანგრძლივოს სისხლდენის დრო;
–           ასთმა, ასთმის გართულება, ბრონქოსპაზმი ( გაძნელებული სუნთქვა ქოშინით ან ხველით), დისპნოე ( სუნთქვის გაძნელება ), განსაკუთრებით პაციენტებში ალერგიით ასპირინის ან სხვაარასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ .
–           სისხლიანი ხველა ( სისხლიანი ნახველი ); ფარინგიტი ( ტკივილი ყელში ), რინიტი (სურდო, ცემინება ), ხორხის შეშუპება ( შეშუპება ყელში );
–           გულის უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა ( ჰიპერტენზია ).
მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენება ზრდის არტერიული თრომბოზების განვითარებისსაშიშროებას ( გულის შეტევა ან ინსულტი );
ალოპეცია ( თმების ცვენა ); ეგზემა ( წითელი ფერის გამონაყარი ქავილით ); პურპურას მსგავსიგამონაყარი; ოფლიანობა; ჭინჭრის ციება; ექსფოლიაციური დერმატიტი ( კანის დაავადება მისიაქერცვლით );
–           მენომეტრორაგია ( გაძლიერებული სისხლდენა საშვილოსნოდან, რომელიცმენსტრუალური ციკლის შემდეგაც გვხვდება ).
იშვიათი (1 – ზე მეტი 10 000 – დან, მაგრამ 1 – ზე ნაკლები 1000 პაციენტიდან ):
–           დელირიუმი ( მეტყველების დარღვევა, მძიმე დეზორიენტაცია ) მხედველობითი დასმენითი ჰალუცინაციებით ( არარეალური საგნების დანახვა, შეგრძნება ან მოსმენა );დეზორიენტაცია;
–           ფოტომგრძნობელობა ( კანის ჰიპერმგრძნობელობა მზის შუქისადმი );
–           წყლულოვანი სტომატიტი, გასტრიტი ( ტკივილი მუცელში, გულისრევა ); პეპტიურიწყლული, კუჭ – ნაწლავიდან სისხლდენები ( სისხლიანი ან ყავის ნალექის ფერის ღებინება ან შავიგანავალი ).
ძალიან იშვიათი (1 – ზე ნაკლები 10 000 პაციენტიდან ):
–           ანგიოშეშუპება ( უპირატესად სახისა და ყელის შეშუპება ) და ანაფილაქსია ( სუნთქვისგაძნელება, თავბრუსხვევა );
–           კოლიტი ( მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადება ), წვრილი ნაწლავის პერფორაცია (საჭმლისმომნელებელი სისტემის რომელიმე ნაწილის კედლის დაზიანება ) და სხვადასხვანაწლავური დაავადების გამწვავება ( წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, ენტეროპათია );
–           ღვიძლის მძიმე დაზიანება სიყვითლით ( კანისა და სკლერების ყვითელი შეფერილობა ) დაღვიძლის ანთება ( ჰეპატიტი ).
–           კანის ბულოზური რეაქციები, როგორიცაა სტივენს – ჯონსონის სინდრომი ( კანზებუშტუკოვანი გამონაყარი ); ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ( გამონაყარი, კანის გაწითლება,ტუჩებზე, თვალებში ან პირში ბუშტუკების განვითარება, კანის აქერცვლა, ცხელება );ექსფოლიაციური დერმატიტი ( კანის დაავადება აქერცვლით ).
–           თირკმლების მწვავე უკმარისობა, ინტერსტიციული ნეფრიტი ( თირკმლების ანთება );ნეფროზული სინდრომი ( გამოხატული შეშუპებებით ); მწვავე პიელონეფრიტი ( ცხელება, ტკივილიგვერდებში, შარდში სისხლის არსებობა ).
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენის მიმდინარეობა გართულდება ან შენიშნავთ გვერდით მოვლენებს,რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ ექიმს ანფარმაცევტს .
შენახვის პირობებიინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .
ინახება არა უმეტეს 250 C ტემპერატურის პირობებში .
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში .
ვარგისიანობის ვადა:  5 წელი .
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .
აფთიაქიდან გაცემის პირობებიგაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით .
გამოშვების ფორმა:
კეტონალი   50 მგ კაფსულები   #25 ცალი
კეტონალი ფორტე 100 მგ @#20 ცალი
მწარმობელი ფირმა:
Lek Pharmaceuticals,
Verovskova 57, Ljubljana, Slovenia