კეტონალი რეტარდი

კეტონალი რეტარდი 150 მგ

გამოყენების ინსტრუქცია

კეტონალი  რეტარდი 150 მგ, ტაბლეტები

აქტიური ნივთიერება – კეტოპროფენი

KETONAL   RETARD

შემადგენლობა:

ყოველი რეტარდ ტაბლეტი შეიცავს 150 მგ კეტოპროფენს .

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო კაჟბადი, პოვიდონი,მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთილჰიდროქსი – პროპილცელულოზა .

კეტონალ ტაბლეტის აქტიური ნივთიერება არის კეტოპროფენი .

კეტოპროფენი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს .

კეტოპროფენს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევის მოქმედება .

ჩვენებები:

რევმატული დაავადაბების მკურნალობა:

კეტოპროფენი ამსუბუქებს ტკივილს სახსრებში, ამცირებს მათ შეშუპებას, შებოჭილობას და გააჩნიაანთების საწინააღმდეგო აქტივობა, ისეთი რევმატული დაავადებების დროს, როგორებიცაა:

–           რევმატოიდული ართრიტი,

–           სერონეგატიური სპონდილოართრიტი ( მაანკილიზირებელი სპონდილიტი, ფსორიაზულიართრიტი და პოსტინფექციური რეაქციული ართრიტი ),

–           პოდაგრა, ფსევდოპოდაგრა,

–           ოსტეოართრიტი,

–           სახსარგარეთა რევმატიზმი ( ტენდინიტი, ბურსიტი და მხრის სახსრის კაფსულიტი ).

ამსუბუქებს სხვადასხვა წარმოშობის ტკივილს:

–           პოსტტრავმატული ტკივილი ( მაგალითად, სპორტული დაზიანებები, დაჭიმულობა ანკუნთების ან მყესების გადაძაბვა, ამოვარდნილობები, დაბეჟილობები ),

–           პოსტოპერაციული ტკივილი ( მაგალითად, ორთოპედული ოპერაციის შემდგომი ტკივილი),

–           ძვლის მეტასტაზების დროს ტკივილი პაციენტებში სიმსივნეებით,

–           მტკივნეული მენსტრუაცია .

უკუჩვენებები:

–           თუ გაქვთ ალერგია ( ჰიპერმგრძნობელობა ) კეტოპროფენის ან პრეპარატის ნებისმიერიპრეპარატის მიმართ .

–           თუ წარსულში ჰქონდათ ასთმა, ჭინჭრის ციება ( გამონაყარი ) ან კეტოპროფენით ანმსგავსი მოქმედების ნივთიერებით ( სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ნივთიერები ანსალიცილატები, ასპირინი ) გამოწვეული ალერგიული ტიპის რეაქციები

–           გულის მძიმე უკმარისობა;

–           თუ ემზადებით ოპერაციისათვის ან ჩაგიტარდათ აორტოკორონარული შუნტირებისოპერაცია;

–           თუ განვითარდა საჭმლის – მონელების აშლილობა ან ადრე აღინიშნებოდა დისკომფორი ანტკივილი მუცლის ზედა ნაწილში ( ქრონიკული დისპეფსია );

–           კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის მწვავე წყლული ან სისხლდენა კუჭ – ნაწლავიდან,პერფორაცია

–           კუჭ – ნაწლავის, ცერებროვასკულარული ან სხვა ნებისმიერი მწვავე სისხლდენა;

–           მიდრეკილება სისხლდენებისადმი;

–           ღვიძლის მძიმე დაავადება;

–           ასთმა ან რინიტი ( სურდო, ცემინება ),

–           ორსულობის ბოლო ტრიმესტრი;

–           15 წლამდე ასაკი .

განსაკუთრებული მითითებანი:

აცნობეთ თქვენს ექიმს თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ,განსაკუთრებით მაშინ თუ:

–           წარსულში გქონდათ აშლილობები კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრიდან ( შეიძლებაგამწვავდეს წყლულოვანი კოლიტის ტიპის დაავადებები ან კრონის დაავადება );

–           დარღვეული გაქვთ სისხლის შედედება;

–           დარღვეული გაქვთ ღვიძლის ან თირკმლების ფუნქცია;

–           გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა ( ჰიპერტენზია ) და / ან სუსტად ან ზომიერადგამოხატული შეგუბებითი გულის უკმარისობა, პერიფერული ან ცერებრული არტერიებისდაავადებები;

–           გაქვთ დიაბეტი ან სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე;

–           გაწუხებთ ინფექციური დაავადებები;

–           ღებულობთ ნებისმიერ სხვა წამლებს;

–           ყოველდღიურად სვავთ 3 ან მეტ პორცია ალკოჰოლს ან ეწევით;

–           დაგეგმილი გაქვთ ქირურგიული ოპერაცია;

–           ხართ ხანდაზმული, სათანადოდ უნდა აკონტროლოთ ნებისმიერი უჩვეული სიმპტომისგამოვლენა ( განსაკუთრები კუჭ – ნაწლავიდან სისხლდენები ), განსაკუთრების მკურნალობის საწყისეტაპებზე .

ზოგიერთ წამალს ან თერაპიულ რეჟიმს შეუძლია ურთიერთქმედება კეტოპროფენთან . აცნობეთ ექიმსყველა გამოწერილი ან ურეცეპტო წამლების შესახებ, რომლებსაც ღებულობთ .

კეტოპროფენის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ფერტილობა, ამიტომ ის არ არის რეკომენდებულიქალებში, რომლებიც დაფეხმძიმებას გეგმავენ .

ზოგიერთი წამალს შეუძლია შეცვალოს კეტოპროფენის ურთიერთქმედება:

–           ნუ გამოიყენებთ კეტოპროფენს სხვა არასტეროიდულ ანტირევმატულ წამლებთან ანსალიცილატებთან ( მაგალითად, ასპირინთან ).

–           კეტოპროფენთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს ანტიჰიპერტონულიწამლების ან შარდმდენი წამლების ეფექტი .

თირკმლების ფუნქციის დარღვევის რისკი უფრო მაღალია პაცენტებში, რომლებიც ღებულობენ აპფინჰიბიტორებს ან შარდმდენებს .

კეტოპროფენთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ეპილეფსიისა და დიაბეტისდროს დანიშნული წამლების ეფექტი .

–           სისხლდენების საშიშროება მატულობს კეტოპროფენისა და   იმ წამლების ერთდროულიდანიშვნისას, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების მკურნალობასა და წარმოქმნისპროფილაქტიკაში, ისეთების როგორებიცაა ვარფარინი ( ანტიკოაგულანტები ),კორტიკოსტეროიდები და ანტითრომბოციტარლური საშუალებები .

–           სისხლდენების რისკი მატულობს პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიდეპრესიულსაშუალებებს ( სეროტონინის უკუ – შებოჭვის სელექტიური ინჰიბიტორების ჯგუფიდან ).

–           თუ კეტოპროფენთან ერტდროულად მიიღება საგულე გლიკოზიდები, ლითიუმისპრეპარატები, ციკლოსპორინი ან მეთოტრექსატი, ამ პრეპარატის ელიმინაცია შეიძლებამცირდებოდეს, ხოლო მათი მავნე ზეგავლენა იზრდებოდეს .

–           მიფეპრისტონის მოქმედება შეიძლება შემცირდეს ერთდროული გამოყენებისასარასტეროიდულ ანტირევმატულ საშუალებებთან . არასტეროიდული ანტირევმატული საშუალებებიარ უნდა იქნეს მიღებული მიფეპრისტონის მიღებიდან 9-12 დღის განმავლობაში .

ორსულობა

თუ დაფეხმძიმდით მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ ეწვიეთ თქვენს ექიმს . პირველი და მეორეტრიმესტრის დროს კეტოპროფენი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელიდედისათვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის .

ნუ მიიღებთ კეტოპროფენს ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, ვინაიდან არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებს შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის სერიოზული პრობლემები ან გართულებებიმშობიარობის დროს .

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვების დროს ნუ მიიღებთ კეტოპროფენს .

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ძალიან იშვიათად მგრძნობიარე პირებში არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმაშეიძლება ზოგჯერ გამოიწვიონ თავბრუსხვევა, მოდუნება და არამკაფიო მხედველობის, თუ ასეთიპაციენტების ჯგუფს მიეკუთვნებით მკურნალობის დროს ნუ დაჯდებით საჭესთან და ნუ იმუშავებთმექანიზმებთან .

მიღების წესები

კეტონალის ტაბლეტები ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით . თუ რამეში არხართ დარწმუნებული მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია .

არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა შეიძლება, თუ გამოვიყენებთ უმცირეს დოზასმკურნალობიოსათვის საჭირო ყველაზე ხანმოკლე პერიოდში .

ნუ შეცვლით დოზას და ნუ შეწყვეტთ მკურნალობას ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე .

კეტონალის ტაბლეტებით მკურნალობა

ჩვეულებრივ დოზად ითვლება კეტონალის ერთი ტაბლეტი (150 მგ ) დღეში ერთხელ .

კეტონალის ტაბლეტი მიიღეთ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, სულ მცირე 100 მლ წყლის ან რძისმიყოლებით .

ამავდროულად კეტოპროფენის საჭმლისმომნელებელი სისტეემაზე არასასურველი ეფექტისშესამცირებლად შეიძლება ანტაციდების მიღება ( წამალი, რომელიც თრგუნავს კუჭში მარილმჟავასწარმოქმნას ).

კეტოპროფენის მაქსიმალური დღიური დოზა არის 200 მგ .

ნუ დაგავიწყდებათ თქვენი წამლის მიღება !

მკურნალობის ხანგრძლივობას დაგიდგენთ თქვენი ექიმი .

თუ U შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ წამლის ეფექტი ან ძალიან სუსტია ან ძალიან ძლიერია, უთხარითამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .

ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობისასმიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .

ჭარბი დოზირება

თუ შემთხვევით მიიღეთ კეტონალ ტაბლეტი საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ანუახლოესი საავადმყოფოს მიმღებ გაყოფილებას . უჩვენეთ მათ თქვენი წამლის კოლოფი .

ჭარბ დოზას შეუძლია გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (ეპიგასტრალური ტკივილი ), სისხლიანი ღებინება, შავი განავალი, ცნობიერების დარღვევა, სუნთქვისდათრგუნვა, თირკმლების ფუნქციის დარღვევა და თირკმლის უკმარისობა .

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, ჩვეულებრივად განაგრძეთ მომდევნო დოზის მიღება .გამოტოვებულის ასანაზღაურებლად ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას .

გვერდითი მოვლენები .

სხვა წამლების მსგავსად კეტოპროფენს შეუძლია ზოგჯერ გამოიწვიოს ზოგიერთი არასასურველი მოვლენა .

კეტოპროფენის უმნიშვნელო გვერდით მოვლენებს, რომლებიც ხშირად ხანმოკლეა, მიეკუთვნებიანმოვლენები კუჭ – ნაწლავის მხრიდან, როგორებიცაა საჭმლის – მონელების დარღვევა ( საკვებისარასაკმარისი ან დარღვეული ათვისება ); დისპეფსია ( ჭამის შემდეგ დისკომგორტი კუჭში ), ღებინება,გულისრევა, ყაბზობა, მეტეორიზმი ( კუჭში ან ნაწლავებში გაზების დაგროვება ), ფაღარათი, გულძმარვაან სხვა .

იშვიათად შეიძლება აღინიშნებოდეს სხვა მოვლენები, როგორებიცაა თავის ტკივილი, თავბრუ, მცირედეზორიენტაცია, ძილიანობა, გუნება – განწყობილების შეცვლა ( ემოციური სტატუსის შეცვლა ) დაუძილობა ( დაძინების გაძნელება ან ანომალური გაღვიძება ).

ზემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენების გამო ნერვიულობა არ ღირს, მანამ სანამ შემაწუხებელი არგახდება, მაშინ მიმართეთ თქვენს ექიმს .

გამონაყარისა და ყურებში შუილის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენსექიმს .

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება მეტად სერიოზული იყოს, და თუ თქვენ ქვემოთ მოყვანილიდანნებისმიერი შენიშნეთ, შეწყვიტეთ წამლის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს:

–           ქოშინი;

–           ძლიერი ტკივილი გულმკერდში, სუნთქვის ხანმოკლე შეჩერება;

–           გულის წასვლა;

–           კანისა და სკლერების სიყვითლე;

–           გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება;

–           კანზე გამონაყარი, შეშუპება, გამოხატული თავბრუ ან გაძნელებული სუნთქვა,

–           ქავილი, შეშუპებული, შეწითლებული, ბუშტუკებით დაფარული, მტკივნეული ანაქერცვლადი კანი;

–           ხელების, კოჭების, ტერფების, სახის, ტუჩების, თვალების, ხორხის ან ენის შეშუპება;

–           ყლაპვისა და სუნტქვის გაძნელება;

–           კიდურების ცალმხრივი სისუსტე;

–           ფოტომგრძნობელობა;

–           კოჭების შეშუპება;

–           სისხლიანი ან ყავის ნალექის ფერის პირღებინება;

–           ცვილისებრი განავალი ან სიხლიანი ფაღარათი;

–           სისხლჩაქცევები სხეულზე .

ნუ ინერვიულებთ ამ ჩამონათვალის გამო . უმეტესობა კეტონალს ღებულობს ყოველგვარი პრობლემისგარეშე .

ყველა წამალს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში .თუ წამლის მიღების დროს ჯანმრთელობის მხრივ რაიმე ცვლილებას შენიშნავთ აცნობეთ ამის შესახებექიმს .

აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი (1 – ზე მეტი 10 ნამკურნალევი პაციენტიდან ):

–           დისპეფსია ( დისკომფორტი კუჭში ჭამის შემდეგ ).

ძალიან ხშირი (1 – ზე მეტი 100 – დან, მაგრამ 1 – ზე ნაკლები 10 პაციენტიდან ):

–           დეპრესია; გაღიზიანება; ღამის კოშმარები ( დაძინების შიში ), ძილიანობა;

–           თავის ტკივილი; ასთენია ( სისუსტე ); ზოგადი სისუსტე; დაღლილობა; თავბრუ;თავბრუ; პარესთეზია ( ჩხვლეტის შეგრძნება ან მგრძნობელობის დაქვეიტება );

–           მხედველობის დარღვევა;

–           ხმაური ყურებში ( მაგალითად შუილი );

–           შეშუპება ( გენერალიზებული შეშუპება )

–           გულისრევა; ტკივილი მუცელში; ფაღარათი; ყაბზობა; მეტეორიზმი ( გაზებისდაგროვება კუჭში ან ნაწლავებში ); ანორექსია ( მადის დაკარგვა ); ღებინება; სტომატიტი ( პირისღრუს ლორწოვანის ანთება ).

ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, განსაკუთრებით მაღალ დოზებში, ყველაზე ხშირადაღინიშნება დაწყლულება, კუჭ – ნაწლავიდან სისხლდენები და პერფორაცია .

–           კანზე გამონაყარი

არახშირი (1 – ზე მეტი 1000 – დან, მაგრამ 1 – ზე ნაკლები 100 პაციენტიდან ):

–           ანემია ( ერითროციტების რაოდენობის შემცირება ); ჰემოლიზი ( ერითროციტებისგაძლიერებული დარღვევა ); პურპუა ( კანის შეწითლება ); თრომბოციტოპენია ( თრომბოციტებისდაბალი დონე ); აგრანულოციტოზი ( ლეიკოციტების დეფიციტი, რომელიც იწვევს ცხელებას,ტკივილს ყელში, ინფექციების უფრო ხშირ განვითარებას ).

კეტოპროფენის მაღალ დოზებს შეუძლია გააგრძელოს სისხლდენის დრო;

–           ასთმა, ასთმის გართულება, ბრონქოსპაზმი ( გაძნელებული სუნთქვა ქოშინით ან ხველით), დისპნოე ( სუნთქვის გაძნელება ), განსაკუთრებით პაციენტებში ალერგიით ასპირინის ან სხვაარაეეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ .

–           სისხლიანი ხველა ( სისხლიანი ნახველი ); ფარინგიტი ( ტკივილი ყელში ), რინიტი (სურდო, ცემინება ), ხორხის შეშუპება ( შეშუპება ყელში );

–           გულის უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა ( ჰიპერტენზია ).

მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენება ზრდის არტერიული თრომბოზების განვითარებისსაშიშროებას ( გულის შეტევა ან ინსულტი );

ალოპეცია ( თმების ცვენა ); ეგზემა ( წითელი ფერის გამონაყარი ქავილით ); პურპურას სგავსიგამონაყარი; ოფლიანობა; ჭინჭრის ციება; ექსფოლიაციური დერმატიტის ( კანის დაავადება მისიაქერცვლით );

–           მენომეტრორაგია ( გაძლიერებული სისხლდენა საშვილოსნოდან, რომელიცმენსტრუალური ციკლის მერეც გვხვდება ).

იშვიათი (1 – ზე მეტი 10 000 – დან, მაგრამ 1 – ზე ნაკლები 1000 პაციენტიდან ):

–           დელირიუმი ( მეტყველების დარღვევა, მძიმე დეზორიენტაცია ) მხედველობითი დასმენითი ჰალუცინაციებით ( არარეალური საგნების დანახვა, შეგრძნება ან მოსმენა );დეზორიენტაცია;

–           ფოტომგრძნობელობა ( კანის ჰიპერმგრძნობელობა მზის შუქისადმი );

–           წყლულოვანი სტომატიტი, გასტრიტის ( ტკივილი მუცელში, გულისრევა ); პეპტიურიწყლული, კუჭ – ნაწლავიდან სისხლდენები ( სისხლიანი ან ყავის ნალექის ფერის ღებინება ან შავიგანავალი ).

ძალიან იშვიათი (1 – ზე ნაკლები 10 000 პაციენტიდან ):

–           ანგიოშეშუპება ( უპირატესად სახისა და ყელის შეშუპება ) და ანაფილაქსია ( სუნთქვისგაძნელება, თავბრუ );

–           კოლიტი ( მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადება ), წვრილი ნაწლავის პერფორაცია (საჭმლისმომნელებელი სისტემის რომელიმე ნაწილის კედელში ხვრელი ) და სხვადასხვა ნაწლავურიდაავადების გამწვავება ( წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, ენტეროპათია );

–           ღვიძლის მძიმე დაზიანება სიყვითლით ( კანისა და სკლერების ყვითელი შეფერილობა ) დაღვიძლის ანთება ( ჰეპატიტი ).

–           კანის ბულოზური რეაქციები, როგორიცაა სტივენს – ჯონსონის სინდრომი ( კანზებუშტუკოვანი გამონაყარი ); ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ( გამონაყარი, კანის გაწითლება,ტუჩებზე, თვალებში ან პირში ბუშტუკების განვითარება, კანის აქერცვლა, ცხელება );ექსფოლიაციური დერმატიტი ( კანის დაავადება აქერცვლით ).

–           თირკმლების მწვავე უკმარისობა, ინტერსტიციალური ნეფრიტი ( თირკმლების ანთება );ნეფროზული სინდრომი ( გამოხატული შეშუპებებით ); მწვავე პიელონეფრიტი ( ცხელება, ტკივილიგვერდებში, შარდში სისხლის არსებობა ).

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენის მიმდინარეობა გართულდება ან შენიშნავთ გვერდით მოვლენებს,რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციას, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ ექიმს ანფარმაცევტს .

შენახვის პირობებიინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

ინახება არა უმეტეს 250 C ტემპერატურის პირობებში .

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში .

ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე .

ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .

შეფუთვა: კოლოფში მოთავსებულია 20 რეტარდ ტაბლეტი ფლაკონში .

აფთიაქიდან გაცემის პირობებიგაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით . (II ჯგუფი )

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი:

ლეკი დ . დ . ვეროვშკოვა 57, ლიუბლიანა, სლოვენია