პოლიჟენი

პოლიჟენი

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

პოლიჟენი
POLIJEN

სავაჭრო დასახელება: პოლიჟენი, Polijen

წამლის ფორმა

კაფსულები

შემადგენლობა

თითოეული კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

სამეფო ჟელე ( ფუტკრის რძე ),

ლიოფილიზირებული                  20 მგ

დეანოლის ბიტარტრატი               25 მგ

ბუთილჰიდროქსიტოლუოლი           1   მგ

ვიტამინები

ვიტამინი A                                                      5000 სე

ვიტამინი E                                                      180 მგ

ვიტამინი D3                                                    400   სე

ვიტამინი H                           0,2 მგ

ვიტამინი B1                                                                      5 მგ

ვიტამინი B2                                                                      5 მგ

ვიტამინი B6                                                                      4 მგ

ვიტამინი B12                                                                    15 მკგ

ვიტამინი PP                                                    20 მგ

ვიტამინი C                                                      150 მგ

ვიტამინი B9                                                                      0,5 მგ

ვიტამინი B5                                                                      10 მგ

ვიტამინი B13                                                                    10 მგ

მაკრო – და მიკროელემენტები

კალციუმი                             50 მგ

კალიუმი                              8 მგ

მაგნიუმი                              1 მგ

ფოსფორი                              38,71 მგ

რკინა                                 14 მგ

ფტორი                                0,2 მგ

სპილენძი                             2 მგ

იოდი                                 150 მკგ

მანგანუმი                             2,5 მგ

მოლიბდენი                           186 მკგ

თუთია                                15 მგ

სელენი                                50 მკგ

ქრომი                                 340 მკგ

ნიკელი                                4 მკგ

ბორი                                  130 მკგ

ამინომჟავები

L – არგინინი                            20 მგ

L – ლიზინი                             20 მგ

მეთიონინი                            74 მკგ

მცენარეული კომპონენტები

ჟენშენის ექსტრაქტი                   40 მგ

ხორბლის ღივების ზეთი               50 მგ

საფლორის ზეთი                      30 მგ

ყვავილის მტვერის გრანულები         25 მგ

სოიოს ლეციტინი                      90 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

არაქისის ზეთი, მცენარეული ზეთი ჰიდროგენიზებული, მცენარეული ზეთი ნაწილობრივჰიდროგენიზებული, ფუტკრის ცვილი თეთრი .

კაფსულის გარსის შემადგენლობა:

ჟელატინი, სორბიტოლი, გლიცერინი, ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმისპროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ტიტანის დიოქსიდი, ეთილვანილინი, კარმაზინი, ბრილიანტისლურჯი .

პრეპარატის ათქ კოდი A11AB

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება; ვიტამინურ – მინერალური კომპლექსიამინომჟავებითა და მცენარეული კომპონენტებით .

ფარმაკოლოგიური თვისებები

პოლიჟენი შეიცავს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ვიტამინების,მინერალური ნივთიერებების და ამინომჟავების დაბალანსებულ კომპლექსს, აგრეთვე ბიოლოგიურადაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობას ინფექციური დაავადებების,გაციების, გარემოს მავნე ზეგავლენის მიმართ, გააჩნია ზოგადი მატონიზირებელი მოქმედება .

სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებში მონაწილე ვიტამინების რაციონალურად შერჩეული კომბინაციაორგანიზმზე ახდენს მრავალმხრივ დადებით ბიოლოგიურ მოქმედებას . მინერალური ნივთიერებებიუზრუნველყოფს ორგანიზმის ბუნებრივ ქიმიურ ბალანსს .

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ამინომჟავები წარმოადგენს ძირითად საშენ მასალას ქსოვილოვანიცილების, ფერმენტების, ჰორმონების და სხვა ბიოლოგიურად ღირებული ნაერთების სინთეზისათვის .

ჟენშენს ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო დიაპაზონი აქვს . ჟენშენის ბიოლოგიურად აქტიურინივთიერებების კომპლექსი მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე,ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ორგანიზმის ბუნებრივ წინააღმდეგობას დარეგენერაციულ შესაძლებლობებს .

ვიტამინი A მონაწილეობს მხედველობის პიგმენტის ფორმირებაში; უზრუნველყოფს ეპითელურიქსოვილების მთლიანობას, არეგულირებს ორგანიზმის ზრდას . ვიტამინი B1 კოფერმენტის სახითმონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში .

ვიტამინი B2 უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის კატალიზატორია; მნიშვნელოვან როლსთამაშობს დნმ – ის ფორმირებაში, ხელს უწყობს ქსოვილების ( მათ შორის, კანის უჯრედების )რეგენერაციის პროცესებს .

ვიტამინი B6 კოფერმენტის სახით მონაწილეობს ამინომჟავების, ცილების მეტაბოლიზმში, აგრეთვენეირომედიატორების სინთეზის პროცესებში .

ვიტამინი B12 ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეოტიდების სინთეზში; ერითროციტების დამიელინური უჯრედების ფორმირებაში, აუცილებელია ორგანიზმის ზრდისათვის .

ვიტამინი B9 აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტებისწარმოქმნისათვის . ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების ( მათ შორის, მეთიონინი, სერინი ), ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინების სინთეზში, ქოლინის ცვლის პროცესებში .

ვიტამინი B5   კოენზიმ A – ს შემადგენელი ნაწილის სახით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვისა დააცეტილირების პროცესებში; ხელს უწყობს ეპითელისა და ენდოთელის შენებას და რეგენერაციას .

ვიტამინი C მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა – აღდგენითი პროცესების რეგულაციაში,უზრუნველყოფს კოლაგენის სინთეზს; მონაწილეობს ფოლის მჟავისა და რკინის მეტაბოლიზმში, აგრეთვესტეროიდული ჰორმონების და კატექოლამინების სინთეზში .

ვიტამინი E ანტიოქსიდანტური თვისებებით ხასიათდება, უზრუნველყოფს მემბრანის დაცვას უჯერიცხიმოვანი მჟავების ლიპოოქსიდაციისგან; მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, კოლაგენური დაელასტიური ბოჭკოების ფორმირებაში .

ვიტამინი D3 ასტიმულირებს კალციუმის, ფოსფატების და მაგნიუმის შეწოვას ნაწლავებიდან,ააქტიურებს ძვლების ცილოვანი სტრომის სინთეზსს და კალციუმის ჩალაგებას ძვლის ქსოვილსა დადენტინში, აფერხებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნას .

ვიტამინი H მონაწილეობს ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში, პიროყურძნის მჟავის დაჟანგვაში .

ვიტამინი B13 როგორც პირიმიდინული ფუძეების შუალედური პროდუქტი, მონაწილეობს ნუკლეინისმჟავების სინთეზში, აძლიერებს ღვიძლში ალბუმინების წარმოქმნას, განსაკუთრებით ხანგრძლივიჰიპოქსიის პირობებში, აუმჯობესებს რეგენერაციულ ფუნქციებს, ზრდის ანაბოლიზმს .

ვიტამინი PP მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის, ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის პროცესებში .

მაგნიუმი აქვეითებს ნეირონების აგზნებადობას და ნერვული იმპულსის გადაცემას კუნთებში,კოფაქტორის სახით მონაწილეობს მრავალ ფერმენტულ რეაქციაში .

ფოსფორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეტაბოლურ პროცესებში, ენერგეტიკულ ცვლაში, ძვლოვანიქსოვილის ფორმირებაში, ზრდის პროცესებში .

კალციუმი აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისათვის; უზრუნველყოფსსისხლის შედედების პროცესებს .

კალიუმი მონაწილეობს უჯრედშიგა ოსმოსური წნევის შენარჩუნებაში, ნერვული იმპულსების გატარებისპროცესებში; მნიშვნელოვან როლს თამაშობს კუნთების, მათ შორის მიოკარდიუმის, მეტაბოლიზმსა დაფუნქციებში .

რკინა მონაწილეობს ერითროპოეზში, ჰემოგლობინის შემადგენლობაში უზრუნველყოფს ჟანგბადისტრანსპორტს ქსოვილებში .

თუთია ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების ათვისებას, მნიშვნელოვანია ძვლის ქსოვილის ნორმალურიგანვითარებისთვის, წარმოადგენს პანკრეასის წვენის შემადგენელ ნაწილს, მონაწილეობს რიგიჰორმონების წარმოქმნაში .

იოდი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზისათვის .

ქრომი მონაწილეობს სისხლში გლუკოზის დონის და ორგანიზმის ჰორმონული მდგომარეობისრეგულაციის პროცესებში, ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებას, აფერხებსორგანიზმის უჯრედებში ცხიმის დაგროვებას .

სპილენძი მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, სისხლწარმოქმნაში, იმუნურ რეაქციებში .

მანგანუმი გავლენას ახდენს ძვლის ქსოვილის განვითარებაზე, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში,იმუნურ რეაქციებში .

მოლიბდენი მონაწილეობს ჟანგვა – აღდგენით რეაქციებში, მოქმედებს როგორც ფერმენტების კოფაქტორი .

სელენი მონაწილეობს ქსოვილების ელასტიურობის რეგულაციაში, გააჩნია გამოხატულიანტიოქსიდანტური მოქმედება .

ნიკელი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ბიოლოგიური სისტემების შემადგენლობაში შედის (მიჩნეულია, რომ შედის სპეციფიკური მეტალოფერმენტების შემადგენლობაში ).

ფტორი კბილის მინანქრის და ძვლების კომპონენტია .

ბორი მნიშვნელოვანია ძვლის ქსოვილის ფორმირებისათვის, ხელს უწყობს მის სიმყარეს, აფერხებსოსტეოპოროზს . ვარაუდობენ, რომ ბორი აუმჯობესებს კალციუმის ასიმილაციას ძვლის ქსოვილის მიერ .

ამინომჟავა L – არგინინი ცილების საშენი მასალაა . L – არგინინი უზრუნველყოფს არტერიული წნევისნორმალურ დონეს და მთლიანად გულსისხლძარღვთა სისტემის სიჯანსაღის შენარჩუნებას . ხელს უწყობსსისხლძარღვების გაფართოებას და აფერხებს ათეროსკლეროზული ფოლაქების განვითარებას . აღნიშნულიამინომჟავა აუცილებელია ქსოვილების ზრდის, აღდგენისათვის, ანტისხეულების, ჰორმონებისა დაფერმენტების წარმოქმნისათვის .

მეთიონინი შეუცვლელი ამინომჟავაა, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების გადამუშავებას, აფერხებს მათჩალაგებას ღვიძლში და სისხლძარღვთა კედლებზე . მეთიონინს გააჩნია გამოხატული ანტიოქსიდანტურიმოქმედება, რადგანაც გოგირდის წყაროს წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, ახდენს თავისუფალირადიკალების ინაქტივირებას .

L – ლიზინი ამინომჟავაა, რომელიც აუცილებელია ქსოვილების ზრდის, აღდგენისათვის,ანტისხეულების, ჰორმონებისა და ფერმენტების წარმოქმნისათვის .

ლიზინის დამატებითი მიღება აფერხებს გადაღლის განვითარებას, ხელს უწყობს კალციუმის ათვისებას,ძვლოვანი და შემაერთებელი ქსოვილების აღდგენას .

ყვავილის მტვერი ზრდის ორგანიზმის ამტანობას, დადებით გავლენას ახდენს იმუნურ სტატუსზე,აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ახდენს ანტიმიკრობულ მოქმედებას .

ფუტკრის რძე შეიცავს A, C, E, B ჯგუფის ვიტამინებს, ამინომჟავებს, კალციუმის მინერალურ მარილებს,რკინას, სილიციუმს, ორგანულ მჟავებს . აფართოებს სისხლძარღვებს, არეგულირებს არტერიულ წნევას,კვებავს უჯრედებს, ხელს უწყობს გადაღლის და სტრესის გადალახვას, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, უჯრუდულ მეტაბოლიზმს და რეგენერაციულ პროცესებს . გააჩნია ანთების საწინააღმდეგო,ადაპტოგენური თვისებები . ამაღლებს იმუნიტეტს .

დეანოლი ცნს – ის მსუბუქი სტიმულატორი და ნოოტროპული საშუალებაა . დეანოლი აუმჯობესებსკოგნიტიურ ფუნქციებს, ააქტიურებს ცვლის პროცესებს, აუმჯობესებს სინაფსურ გადაცემას,ჰიპოთალამუსსა და თავის ტვინის სხვა უბნებში . დეანოლის გამოყენება მაღალი დოზებით ზრდისაცეტილქოლინის შემცველობას სინაფსურ დაბოლოებებში და ზრდის ქოლინორეცეპტორების სიმკვრივეს .

ხორბლის ღივების ზეთი ( E ვიტამინის წყარო ) ხელს უწყობს მემბრანების მთლიანობის შენარჩუნებას დაიცავს უჯრედის სტრუქტურებს თავისუფალი რადიკალებისა და ლიპიდების ზეგანგური დაჟანგვისპროდუქტების მავნე ზემოქმედებისგან . გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელიმოქმედება .

საფლორის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით მონოუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებსაც აქვს უნარიდააქვეითონ სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (` ცუდი ქოლესტერინი ~) დონე მაღალისიმკვრივის ლიპოპროტეინების (` კარგი ქოლესტერინი ~) შემცველობაზე ზეგავლენის გარეშე .

ლეციტინის შემადგენლობაში შედის ესენციური ფოსფოლიპიდები, რომლებიც წარმოადგენს უჯრედულიმემბრანების უნივერსალურ პლასტიურ მასალას . ფოსფოლიპიდები ხელს უწყობს უჯრედულიმემბრანების სტრუქტურისა და ფუნქციის აღდგენას, არეგულირებს სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანიმრავალი პროცესის მიმდინარეობას . ლეციტინი აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას ქრონიკულიჰეპატიტების, ციროზების, ღვიძლის წამლისმიერი, ალკოჰოლური და რადიაციული დაზიანებებისდროს .

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატ პოლიჟენის მოქმედება განპირობებულია მისი კომპონენტების ერთობლივი მოქმედებით,ამიტომ კინეტიკური დაკვირვებების წარმოება შეუძლებელია . ყველა კომპონენტის ერთდროულად თვალ – ყურის მიდევნება მარკერებისა ან ბიოგამოკვლევების საშუალებით არ არის შესაძლებელი .

გამოყენების ჩვენებები

– ჰიპო – და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლისასაკიდან;

– გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, ყურადღებისკონცენტრაციის უნარის დარღვევა;

– გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მათ შორის, მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიულიოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ;

– სხვადასხვა წარმოშობის ანემიები;

– ფიზიკური გამძლეობის ასამაღლებლად სპორტსმენებში;

– სტრესის შედეგების პროფილაქტიკა;

– კლიმაქტერული პერიოდი ქალებში;

– იმპოტენცია მამაკაცებში;

– სექსუალური ასთენია და უნაყოფობა;

– სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვიტამინების გაზრდილი მოთხოვნილება;

– მკაცრ დიეტაზე მყოფ პირთათვის;

– დაუბალანსებელი და არასრულფასოვანი კვების დროს;

– თმის ცვენის და მტვრევადობის დროს;

– ნევროზების, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალის, კანის დაავადებებისდა სხვა ქრონიკული დაავადებებისას;

– ორგანიზმის ზოგადი წინააღმდეგობის ასამაღლებლად .

უკუჩვენებები

– პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

– 12 წლამდე ასაკი .

გვერდითი მოქმედება

რეკომენდებული დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოქმედება იშვიათად ვითარდება .

ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია,ალერგიული რეაქციები ( ჭინჭრის ციება ).

გამოხატული გვერდითი მოვლენების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა .

მიღების წესი და დოზირება

მიიღება 1 კაფსულა ყოველდღე ან დღეგამოშვებით საუზმის შემდეგ .

თერაპიის რეკომენდებული კურსია 2-3 კვირა .

სხვა შემთხვევებში მიიღება ექიმის დანიშნულებით .

ჭარბი დოზა

პოლიჟენის რეკომენდებულ დოზებში გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ აღინიშნა .შემთხვევითი გადაჭარბებისას ნაჩვენებია სამედიცინო დახმარება .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

დღემდე არ არის დადგენილი პოლიჟენის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვასამკურნალო საშუალებებთან .

არ ინიშნება სხვა ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად .

განსაკუთრებული მითითებებიპოლიჟენის მიღება დღის მეორე ნახევარში არ არის რეკომენდებული .

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

არ არის რეკომენდებული პოლიჟენის მიღება ორსულობის და ლაქტაციის დროს . თუ ასეთი თერაპიააუცილებელია, მას აწარმოებენ მხოლოდ მკაცრი ჩვენებით და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ .

გამოშვების ფორმა

6 კაფსულა ბლისტერში .

2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .

შენახვის პირობებიინახება 150-250 C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

შენახვის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან .

არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ .

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – რეცეპტის გარეშე .

მწარმოებელი

პოლიჟენი წარმოადგენს კომპანიის „ ვორლდ მედიცინ “, აშშ, სავაჭრო მარკას .

დამზადებულია კომპანია

“ ე . ი . პ . ი . კო .”- ს მიერ, ეგვიპტე, თენს ოვ რამადან სიტი, პირველი სამრეწველო ზონა B 1, ს / ყ 149თენს .