მენოპაუზა და ქოლესტერინი

♥♥ ომეგა-3 -ის გამოწერა
 მრავალი მიზეზის გამო, ბევრი ამჯობინებს ომეგა-3 (omega-3) უშუალოდ მწარმოებლისაგან გამოიწეროს, ყველაზე სანდო ინტერნეტ-მაღაზიიდან „ამაზონი“თუ გსურთ ომეგა-3 (omega-3) -ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს. წინამდებარე, ჟოლოსფერ ტექსტზე დაკლიკებით, მოხვდებით ამაზონის ომეგა-3 (omega-3) -ის ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია >>>
♥♥ სელის ზეთის გამოწერა
 სელის თესლი ცხიმოვანი  მჟავების –  ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი მცენარეული წყაროა. სელის თესლის ზეთი –  2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. თუ გსურთ სელის ზეთის  flaxseed oil გამოწერა  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“ დააკლიკეთ წინამდებარე ჟოლოსფერ ტექსტს; გადახვალთ ,,ამაზონის“ სელის ზეთის – flaxseed oil ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების სანდო პროდუქცია >>>
♥♥ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის გამოწერა
სადღეისოდ სისხლის ანალიზის გაკეთება სხვადასხვა სპეციალურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი, თუმცა ქოლესტერინის გაზომვა გაცილებით მოსახერხებელია სპეციალური აპარატის გამოყენებით სახლის პირობებში. თუ გსურთ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის  Cholesterol Meter  –ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია,  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს >>> 

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


აბსოლუტურად ყველა ქალში, მენოპაუზის შემდეგ, იმატებს ქოლესტერინის დონე, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა. 1000-ზე მეტი ქალი იყო გამოკვლეული 10 წლის განმავლობაში, რომლებმაც მენოპაუზა გაიარეს. ყოველ წელს ამ ქალებში მოწმდებოდა ქოლესტერინის დონე, სისხლის წნევა, გლუკოზის და ინსულინის დონე და სხვა ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. პრატიკულად ყველა ქალს მენოპაუზის შემდეგ ძალიან მკვეთრად და ძლიერად მოემატათ ქოლესტერინის დონე. შეგახსენებთ, რომ მენოპაუზა დგება 40-დან 60 წლამდე ასაკში.

ორგანიზმში არის 80% თავისუფალი და 20% შეკავშირებული ქოლესტერინი, რომლიდანაც 80%-ს გამოიმუშავებს ღვიძლი, თირკმელები, თირკმელზედა ჯირკვალი და ნაწლავები, და დანარჩენი 20% კი ორგანიზმში საკვებთან ერთად შემოდის. ყოველდღიურად მენოპაუზა გავლილ ქალის ორგანიმზში როგორც თავისუფალი, ისე შეკავშირებული ქოლესტერინის დონე იზრდება 6-10%-ით.

ზოგიერთ სხვა მაჩვენებლებს, როგორიცაა ინსულინის დონე და სისხლის სისტოლური წნევა, მენოპაუზის დროს მომატების ტენდენცია აქვს, მაგრამ არა მუდმივად, რადგანაც მომატებული ქოლესტერინი რჩება მუდმივ დონეზე. ყველა შესწავლილი მაჩვენებლიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მხოლოდ ქოლესტერინის რაოდენობრივი ცვლილება გახდა.

ქოლესტერინის ზრდის ასეთი ტენდენცია ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალის ჯანმრთელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ქოლესტერინი იმატებს არც ისე ძლიერ, მენოპაუზის დადგომიდან 5-10 წლის შემდეგ ორგანიმზში ნებისმიერმა არასასურველმა ცვლილებამ ქოლესტერინის მომატებულ დონესთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგები. ქოლესტერინის დაბალ დონესთან ერთად, რაიმე უმნიშვნელო წვრილმანს, მნიშვნელობა არ ექნებოდა, მაგრამ მენოპაუზის შემდგომ ქალებში ბევრი მაჩვენებელი იქცევა ზღვრად, ქოლესტერინის მომატებამ კი შეიძლება უმნიშვნელო დაავადებების პროვოცირება მოახდინოს უკიდურესად არასაურველი მიმართულებით.

ადრე გაურკვეველი იყო, არის თუ არა კავშირი მენოპაუზის დადგომას და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის, რომელსაც იკვლევდნენ ძირითადად თეთრ ქალებში. ბოლო ცდაში კი  მნიშვნელოვანი რაოდენობით იყვნენ ჩართულები აფროამერიკელი, ლათინოამერიკელი და აზიატი ქალები.

სამწუხაროდ, დღევანდელი გამოკვლევები არ ხსნის როგორ მოქმედებს ქოლესტერინი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რამდენად იმატებს გულის შეტევების რაოდენობა და ქოლესტერინის დონის მომატების შედეგად გაზრდილი სიკვდილიანობა.

დღეს ცდები გრძელდება, მეცნიერები ცდილობენ მოახდინონ გამაფრთხილებელი ნიშნების იდენტიფიცირება,  რის მიხედვითაც შეიძლება გაირკვეს, თუ რომელი ქალები იმყოფებიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დარღვევის რისკის ქვეშ ქოლესტერინის მომატებული დონის ფონზე. ალბათ, არის გარკვეული ადრეული ნიშნები გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვეული მუშაობისა, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს გულის შეტევამდე, რასაც ამ ეტაპზე ყურადღებას არ აქცევენ არც ქალები და არც ექიმები მენოპაუზის შემდეგ.

ქალებმა უნდა იცოდნენ მენოპაუზის პერიოდში მათ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების შესახებ, და უნდა ამოწმონ ქოლესტერინის დონე, ასევე საკუთარ ექიმებს რჩევა უნდა ჰკითხონ ქოლესტერინის დონის შემამცირებელი სპეციალური პრეპარატების მიღების აუცილებლობაზე.

რა თქმა უნდა, ცხოვრების ჯანმრთელი წესი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, რაც გვეხმარება ქოლესტერინის დონის კონტროლში, მაგრამ მენოპაუზა ქალის ცხოვრების საკმაოდ რთული პერიოდია, თუმცა, როგორც წესი, ამ ასაკში ქალებისთვის საკმაოდ ძნელია საკმარისი ფიზიკური აქტივობის მიღება, რაც აუცილებელია ორგანზიმის ტონუსის შენარჩუნებისთვის. ქალებისთვის ეს ძნელია, რადგანაც ამ ასაკობრივ დიაპაზონში ისინი ბავშვებზე, მეუღლეებზე და მოხუცებულ მშობლებზე ზრუნავენ, და საკუთარი თავისთვის დრო არ რჩებათ.

მენოპაუზის პერიოდი – მშვენიერი დროა იმისთვის, რომ მიხედოთ საკუთარ თავს, საკუთარ ჯანმრთელობას და შეეცადოთ გაიუმჯობესოთ ცხოვრების მეორე ნაწილი.

წყარო: http://zdorovat.ru/issledovaniya/menopauza-i-xolesterin; სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა; გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი