სქესობრივი მომწიფება გოგონებში და აკნე

პუბერტატული პერიოდი – სქესობრივი მომწიფების პერიოდია, როდესაც ბავშვის ორგანიზმი ცვლილებებს იწყებს და შედეგად გამრავლებისუნარი ეძლევა. იმპულსები თავის ტვინიდან მოდის სასქესო ჯირკვლებისაკენ და ჯირკვლები საპასუხოდ ჰორმონის გამომუშავებას იწყებენ.

ეს ჰორმონი ასტიმულირებს სიმაღლის, ძვლების, კუნთების, კანისა და რეპროდუქტიული ორგანოების ზრდას. ამ პერიოდში სხეულის ზრდა ძალიან სწრაფად მიდის სქესობრივი მომწიფების დასრულებამდე. სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე გოგო და ბიჭი მხოლოდ სასქესო ორგანოებით განსხვავდებიან. და სქესობრივი მომწიფების პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება.

ტერმინი სქესობრივი მომწიფების პერიოდი და პუბერტატი (ლათ.pubertas  – თმის ზრდის ასაკი) მხოლოდ სასქესო სისტემაში მომხდარ ცვლილებებს გულისხმობს, აქ არც კულტურული და არც სოციალური ფაქტორი არ მოიაზრება. ამიტომ ტერმინი – მოზარდობის პერიოდი – უფრო მართებულია.

10-12 წლის ასაკში გოგონები იწყებენ სქესობრივ მომწიფებას და 16-17 წლის ასაკში ამთავრებენ. გოგოებში მომწიფების მასტიმულირებელი დომინანტი ჰორმონია ესტრადიოლი (ესტროგენის წარმომადგენელი), ის ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლების და სასქესო ორგანოების ზრდას. ესრადიოლის დონე ძალიან სწრაფად იმატებს, ამიტომ გოგონები მალე იზრდებიან სიმაღლეში და მალევე წყვეტენ ზრდას, ბიჭებთან შედარებით.

პუბერტატის პერიოდი უკავშირდება ჰიპოთალამუსში გონადოტროპინ რილიზინგ ჰორმონის დიდი რაოდენობით სეკრეციას, რაც თავის მხრივ ასტიმულირებს ჰიპოფიზში მალუთეინიზირებელი და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციას. მეცნიერები ვარაუდობენ,  რომ გონადოტროპინ რილიზინგ ჰორმონის  დონის მატების მიზეზი ლეპტინია, რომლის დონეც სქესობრივი მომწიფების ასაკიდან იმატებს და პუბერტატის დასასრულისთვის იკლებს.

ქალის სქესობრივი მომწიფების ეტაპები

ტელარქე – სარძევე ჯირკვლების ზრდა, სქესობრივი მომწიფების პირველი ეტაპია და აღინიშნება 10 წლის ასაკისთვის. თავიდან ცალ მხარეს არეოლის ქვეშ მტკივნეული სიმკვრივე ჩნდება, 6-12 თვის შემდეგ სიმკვრივე მეორე მხარესაც ჩნდება, იზრდება ზომაში, არეოლის ფარგლებს ცდება და ხდება რბილი კონსისტენციის. 2 წელში სარძევე ჯირკვლები მომწიფების ფორმას აღწევენ და დვრილები კარგად გამოხატული ჩნდება. სარძევე ჯირკვლების ზომა და ფორმა ინდივიდუალურია.

ბოქვენის თმიანობა – ტელარქეს დაწყებიდან რამდენიმე თვეში ბოქვენი გათმიანების პროცესს იწყებს. გოგოების 15%-ში ეს ნიშანი ტელარქეს უსწრებს. დასაწყისში თმა ჩნდება სასირცხვო ბაგეებზე და 6-12 თვის შემდეგ ბოქვენზეც, სანამ მას მთლიანად არ დაფარავს.

სასქესო ორგანოები, მენსტრუაცია და ფერტილობა – საშოს ეპითელიუმი ესტროგენების მოქმედებით სქელდება, სშვილოსნოს ყელი ლორწოს გამოყოფას იწყებს. ამ დროს აღინიშნება თეთრი გამონადენი. საკვერცხეები და საშვილოსნო ზომაში იმატებს, საკვერცხეებში ფოლიკულები იწყებენ ზრდას. ამ პერიოდში ულტრაბგერითი გამოკვლევით დავინახავთ მრავლობით კისტას – ფოლიკულებს. მენარქე (პირველი მენსტრუაცია) სარძევე ჯირკვლების ზრდიდა 2 წლის შემდეგ დგება და პირველი ორი წლის განმავლობაში არარეგულარულია. მენსტრუაციის დაწყებიდან პირველი წელს განმავლობაში ოვულაცია არ ხდება. მეორე წელს ციკლების ნახევარში ხდება, ან არ ხდება.  ჩასახვა შესაძლებელია, მაგრამ ფერტილობა შეზღუდულია.

სხეულის წყობა – მენჯის ძვლები იზრდება სიგანეში, ამიტომ თეძოები განიერდება. ცხიმოვანი ქსოვილი მატულობს და ბიჭების ცხიმოვან ქსოვილთან შედარებით 2-ჯერ იმატებს. ცხიმი გროვდება სარძევე ჯირკვლებში, თეძოებში, ბოქვენში და დუნდულების მიდამოში.

იღლიები, სხეულის სუნი და აკნე – იღლიის ფოსოში ხდება თმიანობის მომატება, ანდროგენების გავლენის გამოს. იცვლება ოფლის სუნი ცხიმოვანი ჯირკვლების გამო. ასევე ანდროგენების გამო იზრდება ცხიმის სეკრეცია კანის ცხიმოვანი ჯირკვლებიდან და ეს აკნეს წარმოშობას მიზეზია.


აკნეს დროს გამოსაყენებელი მალამოები

☘ თურმანიძის ანტისეპტიკური მალამო – მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის, ყურადღება მიაქციეთ შეფუთვას, მალამო მზადდება ვაზელინისა და სხვა ქიმიური ელემენტების გარეშე.

ეს ის რეცეპტი და შემადგენლობაა, რომელსაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე წარმატებით იყენებდნენ.


მუწუკების გამოსადენი სპეციალური, ინდივიდუალური მოხმარების  ინსტრუმენტები

მკითხველთა ყურადღება გვინდა მივაპყროთ, რომ მუწუკების (აკნეს) გამოდენა უნდა მოხდეს სპეციალური ინსტრუმენტებით, რომლებიც აუცილებლად ინდივიდუალური, პირადი მოხმარების უნდა იყოს.   თუ ექიმთან ან კოსმეტოლოგთან მიდიხართ, იქაც პირადი ინსტრუმენტები წაიღეთ.  თქვენი გემოვნების და შესაძლებლობების მიხედვით ისინი შეგიძლიათ გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზიიდან.

აკნეს დროს გამოსაყენებელი საპნები

ცალკე უნდა აღინიშნოს სპეციალური, აკნეს საწინააღმდეგო საპნები. მათ განსაკუთრებით ხშირად იყენებენ,  როცა მუწუკები (აკნე) უხერხულ, ან ინტიმურ ადგილებში უჩნდებათ, ასევე აკნეს გართულების პერიოდებში. აკნეს საწინააღმდეგო საპნების გაცნობა და გამოწერა შეგიძლიათ ინტერნეტ-მაღაზიებიდან:

აკნეს საწინააღმდეგო სხვა საშუალებები

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, დღეს აკნეს საწინააღმდეგო სხვა უამრავი საშუალება არსებობს –  შრატები, ლოსიონები, სპეციალური პლასტირები, გელები, სკრაბები და სხვ. მათი შერჩევა და გამოწერა შეგიძლიათ ინტერნეტ-მაღაზიებიდან:

აკნეს საწინააღმდეგო საპნები ამაზონზე>  აკნეს გამოსადენი ინსტრუმენტები ამაზონზე >  აკნეს საწინააღმდეგო სხვა საშუალებები ამაზონზე >  ♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>


..

Share this...Share on Facebook
Facebook