სექსი და თავის ტკივილი

ალექსანდრე ვეინის კლინიკამ ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ სექსი შეიძლება იყოს თავის ტკივილის მიზეზი. პაციენტების 0.3% აღენიშნება 25-40 წლის ასაკი, მამაკაცებში უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში. თავის ტკივილი ან ერთხელაა, ან მეორდება პერიოდულად. 70% შემთხვევების, თავისი ტკივილი პირდაპირ ორგაზმის დროს იწყება, ვლინდება მფეთქავი ან პუსის სახით კეფის, ან შუბლის წილებში. გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე. შეტევის ინტენსიური ფაზა 10-15 წუთია. გამოკვლეული პაციენტების მეოთხედს ყრუ ტკივილი სექსის პროცესშივე უჩნდება და მაქსიმუმს ორგაზმის დროს აღწევს, სექსის შეწყვეტისთანავე კი სწრაფად გაივლის ხოლმე.

► შეგახსენებთ! თუკი ,,ამაზონზე” გსურთ რაიმე საქონლის შეძენა, ჩვენი საიტიდან ….შესვლის შემთხვევაში მიიღებთ ფილტრირებულ ინფორმაციას აქციებისა და ….ფასდაკლებების გათვალისწინებით.

ხშირად თავის ტკივილი საშიში არაა და დაკავშირებულია სექსთან. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც თავის ტკივილი მძიმე დაავადების შედეგად ჩნდება, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. უეცარი თავის ტკივილი ადამიანს ორიენტაცის უნარს ურღვევს, კეფის კუნთებს ტკენს, უჩენს მხედველობით ან/და სმენით ჰალუცინაციებს, შეიძლება გაგრძლდეს 24 საათზე მეტიც კი. ასეთი ტკივილი მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა.

თუ რატომ სტკივა ადამიანს სექსის დროს თავი, ჯერ-ჯერობით ექიმები ამაზე ვერ თანხმდებია. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად მისი მიზეზი თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმია და კიდევ მათი გაფართოება. მეორე მოსაზრების მიხედვით – ეს არტერიული ჰიპერტენზიაა.

თუკი ექიმი სვამს სექსთან ასოცირებული თავის ტკივილის დიაგნოზს, მისივე რეკომედაციით ინიშნება სექსამდე 1-2 საათით ადრე არასტერიოდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები, ბეტა ბლოკერები, მიორელაქსანტები, ანქსიოლოზირი საშუალებები და/ან ანტიდეპრესანტები.

► როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ? 
►როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

 სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა; გადასვლა >>> ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა”

..