პათოლოგიური გამონადენი

 სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
 ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
 შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >
 ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

ბაქტერიული ვაგინოზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
ბაქტერიული ვაგინოზის დროს გამოსაყენებელი აბები
ბაქტერიული ვაგინოზის დროს გამოსაყენებელი გელები
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ,,ამაზონზე” >> 
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
ქალის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები

გამონადენის ხასიათის ზუსტი დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ნაცხის ანალიზი. ვარაუდი დადასტურებული უნდა იყოს კლინიკური, ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე. ყველაზე ხშირია ანთებითი-ინფექციური დაავადებების გამო შეცვლილი გამონადენი: ბაქტერიული ვაგინოზი, კანდიდოზი, ტრიქომონიაზი, გონორეა, ქლამიდოზი და არასპეციფიკური ანთებითი დაავადებები.

ბაქტერიული ვაგინოზი

გამონადენი ჭარბია, ფერი – მონაცრისფრო-თეთრი, აქვს უსიამოვნო სუნი (მყრალი თევზის სუნი) და სუსტად გამოხატული და პერიოდულად გამოვლენილი გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი. სიმპტომები ძლიერდება სექსის შემდეგ. პროცესის ხანგრძლივად არსებობის შემთხვევაში გამონადენი ხდება მოყვითალო-მწვანე, წებოვანი, სარკეებით გამოკვლევისას თანაბრად არის „მოდებული“ საშოს კედლებზე. დიაგნოზის დასასმელად ტარდება საშოს გამონადენის დათესვა.

კანდიდოზი (რძიანა)

სქელი გამონადენი, რომელიც მოყვითალო ხაჭოს მსგავსია. გამონადენის რაოდენობა მნიშვნელოვნად ჭარბია და თან ახლავს საშინელი ქავილის გრძნობა, სასქესო ორგანოების გაღიზიანება (სიწითლე, შეშუპება). დიაგნოზი – საშოს ნაცხის მიკროსკოპული ანალიზი, გამონადენის დათესვა.

ტრიქომონიაზი

ჭარბი გამონადენი, მოყვითალო ან მომწვანო, ქაფისებრი კონსისტენციის, უსიამოვნო სუნის გამონადენი, რომელსაც ახლავს ქავილი და/ან წვა, მტკივნეული შარდვა. დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია ნაცხის ანალიზი, ჯაჭვურ-პოლიმერაზული რეაქცია ან კულტივირების მეთოდი.

გონორეა

ზომიერი მოყვითალო-თეთრი გამონადენი, რომელსაც ახლავს ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, მტკივნეული შარდვა, ხშიარდ, მენსტრუალური სისხლდენა. დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია გამონადენის მიკროსკოპია, ბაქტერიოლოგიური კვლევა და ჯაჭვურ-პოლიმერაზული რეაქცია.

ქლამიდიოზი

გამონადენი ხშირად არ არის ჭარბი. სახასიათოა გამონადენის ყვითელი ფერი. ეს ნიშანი განსაკუთრებით ჩანს სარკეებით გამოკვლევის დროს, როცა გინეკოლოგი ხედავს, როგორ ჩამოდის გამონადენი საშვილოსნოს ყელიდან. ხშირად გამონადენს ახლავს ტკივიი მუცლის ქვედა ნაწილში, მტკივნეული შარდვა, ბართოლინის ჯირკვლების გადიდება და მტკივნეულობა. დიაგნოზი დასტურდება კულტურალური კვლევითა და ცერვიკალური არხიდან აღებული გამონადენის ჯაჭვურ-პოლიმერაზული კვლევით.

არასპეციფიკური ვაგინიტი (კოლპიტი)

გამონადენი არის ძირითადი სიმპტომი. შეიძლება იყოს: თხევადი, წყლისებრი, ხანდახან სქელი, ჩირქიანი, ცუდი სუნის მქონე, ხშირად შერეული სისხლით. ხშირია წვა, გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი და სიწითლე. დიაგნოზი დასტურდება საშოს ნაცხის მიკროსკოპული ანალიზით. სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა


webპათოლოგიური გამონადენი
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!