დეფლორაციის ჰიგიენა


ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ ინტიმური ჰიგიენის საშუალებები, ასევე ლუბრიკანტები და სხვ.  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები.

ქალიშვილობის დაკარგვა ანუ საქალწულე აპკის გახევა ჯანმრთელობის მხრივ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი საკითხია. პირველი სექსის დროს ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იყოს, რათა ქალის ჯანმრთელობაზე უარყოფითი კვალი არ დატოვოს.

ჰიგიენის ნორმები, რა თქმა უნდა, აუცილებელი საკითხია და მათი იგნორირება არ შეიძლება. ამ სტატიაში განვიხილავთ რეკომენდაციებს დეფლორაციამდელი და დეფლორაციის შემდგომი პერიოდისათვის.


♥ ლუბრიკანტები ,,ამაზონზე” >>
♥ ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ,,ამაზონზე” >> 


რჩევები დეფლორაციამდე:

  1. რეკომენდებული შემოწმება საშოში მიმდინარე შესაძლო პათოლოგიურ პროცესებზე. ბევრი არასწორად ფიქრობს, რომ ქალიშვლის საშოში ინფექციური პროცესი შეუძლებელია მიმდინარეობდეს. თუ აღინიშნება ანთებითი პროცესები, ქალისთვის პირველი სექსი იქნება მტკივნეული და შეიძლება გართულებები მოყვეს, ამიტომ ქალი დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ ჯანმრთელობაში, შესაძლო მოულოდნელობების თავიდან ასაცილებლად;
  2. სექსამდე ორივე პარტნიორმა უნდა მიიღოს შხაპი. მიკროორგანიზმებმა და ბაქტერიებმა, რომ არ ისარგებლონ დეფლორაციის დროს „გახსნილი გზებით“, აუცილებელია სასქესო ორგანოების ჰიგიენის დაცვა;
  3. სწორი კონტრაცეფცია – ყველაზე ეფექტური, მოსახერხებელი და ასე თუ ისე ჯანმრთელი (ალერგიულ რეაქციებს თუ არ გავითვალისწინებთ) პრეზერვატივია.
  4. ხშირად დაძაბულობის და ნერვიულობის ნიადაგზე, ქალს საშოს სეკრეტი ცოტა აქვს ან საერთოდ არ აღენიშნება, ამიტომაც ლუბრიკანტის გამოყენება აუცილებელია.

რჩევები დეფლორაციის შემდგომი პერიოდისათვის:

  1. სქესობრივ აქტიდან ორი-სამი დღის შემდეგ უკვე შეიძლება შემდეგი სექსი, ეს დრო სრულიად საკმარისია აპკის კიდეების პირველადი შეხორცებისთვის. ამიტომ რამდენიმე დღე თავის შეკავება ჯობს, რომ მუდმივი ტრავმატიზაციით არ მოხდეს ანთებითი პროცესების ინსცინირება;
  2. სქესობრივი აქტივობის დასაწყისში არაა რეკომენდირებული ყოველდღე, მითუმეტეს დღეში რამდენიმეჯერ სექსით დაკავება. ქალის სასქესო ორგანოები ნელ-ნელა უნდა შეეჩვიოს დატვირთვას;
  3. სექსის შემდგომ წყვილმა უნდა მიიღოს შხაპი, რათა დეფლორაციის შემდგომი სისხლი მოიშორონ. აბაზანა და ჯაკუზი რეკომენდებული არაა;
  4. თუ სისხლდენა გრძელდება დეფლორაციის შემდგომ რამდენიმე დღე, გინეკეოლოგის კონსულტაცია აუცილებელია!!!

რაც არ უნდა იყოს, ქალიშვილობის დაკარგვა ჰიგიენის ნორმების იგნორირების ხარჯზე არ შეიძლება.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”

სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა; გადასვლა >> სქესობრივი ცხოვრების კულტურა