საქალწულე აპკი

სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

ანატომია

საქალწულე აპკი (hymen) განთავსებულია საშოს შესასვლელიდან 2-3 მმ-ის სიღრმეზე. იგი შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნია. საქალწულე აპკის ფორმა ინდივიდიალურია: რგოლისებრი, ირგვლივი კბილისებრი; ვარსკვლავისებრი; უკანა მთვარისებრი; წინა მთვარისებრი; აპკი – ორი (ვიწრო) ხვრელით, ფანჯრისებრი; აპკი – ორი (ფართო) ხვრელით, სეპტალური; სუბსეპტალური; მრავალი წვრილი ხვრელით; მცირედპერფორირებული. არსებობს საქალწულე აპკები ნახვრეტების გარეშე.
ამ დროს საჭიროა ქირურგიული ჩარევა.
არსებობს შემთხვევები, როცა აპკი საერთოდ არ არსებობს.
სტატისტიკურად უმრავლეს შემთხვევაში ქალწულთან პირველ კავშირს (კოიტუსს) მოსდევს  სისხლდენა, მაგრამ დაახლოებით 3% შემთხვევებში ეს ასე არ ხდება.
შესაძლოა აპკი იყოს ძლიერ ელასტიური და გაიწელოს. დეფლორაცია კი მოხდება მეორე, მესამე აქტის დროს, ან სულაც მშობიარობისას.
ბევრ შემთხვევაში მამაკაცის სასქესო ორგანოს  ნაწილობრივ შეყვანას შეუძლია გაწელოს ქალწულობის აპკი, მაგრამ არ დააზიანოს.  მასთან ერთად, ბევრი ქალიშვილი პარტნიორს ინტიმური სიახლოვის ყველა ნიუანსის ნებას რთავს, რაც კი შესაძლებელია სქესობრივი აქტის დროს და ითხოვს მხოლოდ ერთს: არ დაერღვეს საქალწულე აპკი.
მამაკაცმა შეიძლება ამ დროსაც განიცადოს ორგაზმი (ორგაზმი – სქესობრივი აქტის კულმინაციური ფაზა, გამოიხატება სქესობრივი აქტის დამთავრების მომენტში მამაკაცის მიერ თესლის ეიაკულაციით (გამოყოფით), ქალის მხრივ მოშვებითა და ბართოლინი ჯირკვლების სეკრეტის გამოყოფით) და ამასთან მისმა პარტნიორმა ქალიშვილმაც.
ამისათვის საკმარისია ქალის სქესობრივი ორგანოს გარე  ნაწილში მამაკაცის სასქესო ასოს შეყვანა, რომელიც გააღიზიანებს კლიტორს, სავნებოს (კლიტორი-სავნებო – ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ნაწილი, შედგება ორი მღვიმოვანი სხეულისაგან).
საერთოდ ეს ვარიანტი ხშირად გვხვდება იმ შემთხვევაში, როცა ქალს დაბალი აღგზნებადობის გამო არ ეუფლება ვნებათაღელვა საშოს გაღიზიანებისას, მაგრამ სწრაფად აღიგზნება კაცის სქესობრივი ასოსაგან კლიტორის გაღიზიანებით. ბუნებრივია, ამგვარი კავშირისას გოგონა ინარჩუნებს საქალწულე აპკს, მაგრამ საეჭვოა, რომ მას ამის შემდეგ უმანკო ვუწოდოთ.
სხვა მხრივ, ნიშნავს კი საქალწულო აპკის არარსებობა იმას, რომ ქალიშვილს ჰქონდა კავშირი მამაკაცთან ქორწინებამდე. ნიშნავს იმდენად, რამდენადაც მისი არსებობა ამტკიცებს ქალწულობას.
აუცილებლობას არ წარმოადგენს ამ მოვლენის მიზეზების ჩაძიება. საქალწულე აპკი შეიძლება შემთხვევით იყოს დარღვეული ბავშვობისას სხვადასხვა მიზეზებით და ქალიშვილმა შეიძლება ამის შესახებ არც არაფერი იცოდეს და მიუხედავად ამისა ისეთივე ქალწულია, როგორც მისი მეგობარი, რომლის საქალწულე აპკი შეუხებელია. მაგრამ თუკი საქალწულე აპკი დაზიანებულია არა შემთხვევით, არამედ ქორწინებამდელი სქესობრივი კავშირებით, არის თუ არა შესაძლებელი ერთი შემთხვევა განვასხვავოთ მეორისაგან? ეს დიდადაა დამოკიდებული ქალის სასქესო ორგანოს სტრუქტურაზე და იმაზე, თუ რა დონეზე შეუძლია ქალს იყოს არტისტული, ასევე მამაკაცის მიმნდობლობასა და გულუბრყვილობაზე.
თუ ქალს სასქესო ორგანოში შესასვლელი ვიწრო აქვს, მაშინ მას შეუძლია სრულებით დააბნიოს მეუღლე, მით უმეტეს თუ მას სურს დარწმუნდეს ცოლის უმანკოებაში.
ამრიგად საქალწულე აპკის უქონლობა არ წარმოადგენს ქალიშვილის უბიწობის მტკიცებას, საბუთს და პირიქით, საქალწულე აპკის არსებობა არ ამტკიცებს მის უბიწობას. მამაკაცი ქალს უნდა ენდოს რწმენით და მხოლოდ რწმენით, როგორც ქალი ენდობა მამაკაცს. თუ კაცი ურწმუნოა ამ საკითხში, მაშინ იგი შეიძლება მარტოხელა დარჩეს.
ასეთ შემთხვევაში ეს უმჯობესი იქნება ორივე მხარისათვის და განსაკუთრებით ქალისათვის. რამეთუ წინააღმდეგ შემთხვევაში ქალის ცხოვრება წვალებად გადაიქცევა. არ არსებობს უნივერსალური კანონი, რომელიც ქალის, ვისი ცოლიც არ უნდა იყოს იგი მომავალ მორალურ ქცევას განსაზღვრავს. ჩვენ უნდა დავეყრდნოთ იმ შეფასებას, რომელსაც ვაძლევთ მას, როგორც ადამიანს.
ის, რომ მან შეინახა ქალწულობა ქორწინების პირველ ღამემდე, თავისთავად არ წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ იგი ამ საკითხში არ წაიფორხილებს ხუთი წლის შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ქალისათვის სულერთი იყო ქორწინებამდელი ცხოვრების სტილი, მაშინ შეიძლება ყოველთვის ვერ გახდეს სათნო და ერთგული მეუღლე.
ქალიშვილის მიერ უცოდველობის შენახვა დამოკიდებულია ბევრ მიზეზზე, კერძოდ, ნაკლებად არის დამოკიდებული თვითკონტროლზე და უფრო მეტად ცხოვრების წესითაა განპირობებული. ჩავთვალოთ, რომ ქმარი კმაყოფილი იქნება, თუკი ცოლი ქალიშვილი აღმოჩნდება.
მამაკაცი უნდა იყოს მზრუნველი და ფრთხილი მეუღლესთან, თუკი იგი მოუმზადებელია პირველი ღამის გამოცდისათვის. ძალიან კარგია, თუ ქალმა იცის, რომ საქალწულე აპკის დარღვევას ძლიერი ტკივილები სდევს თან. ეს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს მშვიდად და ტკივილის შეგრძნებას სწრაფად მოჰყვება შემსუბუქება. ცრემლები და შიში აქ ზედმეტია, მაგრამ ხანდახან არსებობს ვითარება, რომლის დროსაც მამაკაცი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს.
საქალწულე აპკი სხვადასხვანაირია თავისი სიმტკიცით და თუკი არ ხერხდება მისი შეუფერხებლად გარღვევა, მაშინ აუცილებელია თანდათან გაიწელოს და ეს პროცესი შეიძლება არ დავამთავროთ ქორწინების პირველივე ღამეს. შეძლებისდაგვარად უნდა ვეცადოთ ეს პროცესი უმტკივნეულოდ დასრულდეს. ამისათვის საჭიროა ქალიშვილიც სათანადოდ იყოს მომზადებული. სასურველია, მან გაიაროს სამედიცინო გამოკვლევა. ექიმთან უნდა გაარკვიოს საკუთარი პროპორციები. ეს მნიშვნელოვანია და საჭიროა იცოდეს ქმარმაც. მთელი ინიციატივა და კონტროლი მის ხელში უნდა იყოს.
ცოლს შეუძლია მხოლოდ შეამსუბუქოს მდგომარეობის სირთულე. სანამდე მამაკაცი სქესობრივ კავშირს დაამყარებდეს ცოლთან, იგი უნდა გაეცნოს მეუღლის სასქესო ორგანოს. ყურადღება უნდა მიაქციოს საშოს კონსტრუქციას და საქალწულე აპკს, რათა სასქესო ასოს მიმართულება და დაწოლა სწორად იყოს არჩეული. სასქესო ორგანოების სიდიდესა და ზომაზეა დამოკიდებული ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ქალმა საჯდომის ქვეშ ბალიში დაიდოს, რათა წამოსწიოს ან მოხაროს ფეხები მუხლებში, ან შეიძლება ფეხებით შემოეხვიოს მამაკაცს წელზე. როცა ცოლ-ქმარი უკვე შეეგუება და შეეწყობა ერთმანეთს, პირდაპირი კუთხით სასქესო ასოს შეყვანა აუცილებელი არ არის შემდგომი სქესობრივი ურთიერთობის დროსაც შეინარჩუნონ, რამდენადაც მამაკაცის სასქესო ასოს შეუძლია დააწვეს საშოს კედლებს და დაიჭიროს საჭირო მდგომარეობა. მაგრამ პირველი სქესობრივი კავშირის დროს, როცა ხდება საქალწულე აპკის დარღვევა, სასქესო ასოსა და საშოს მიმართულება უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. ამისათვის საჭიროა ქალის საშოს აგებულების გაცნობა. შესაძლებელია ათიდან ცხრა მამაკაცმა, ქორწინებამდე და მას შემდეგ, დახატოს ქალის სასქესო ორგანოს განივი კვეთის უბრალო მონახაზი: საშვილოსნო, გარეგანი ბაგეები, კლიტორი-სავნებო, შინაგანი ბაგეები, საშოს კუნთები, საქალწულე აპკი, საშო და საშვილოსნოს ყელი. ესენია სწორედ ის ძირითადი ნაწილები, რომელთა ცოდნაც ძალიან საჭიროა და მათმა გაუთვალისწინებლობამ შეიძლება ხელი შეუშალოს ტკბობის განცდას. ამგვარი ჩანახატის შესწავლა აუცილებელია.

საქალწულე აპკის დარღვევას, როგორც წესი, სისხლდენა მოსდევს. სისხლდენა ამტკიცებს, რომ ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა, და იგი გარკვეული დროის შემდეგ შეწყდება. ბუნებრივია, რომ ერთი სქესობრივი აქტი სრულიად საკმარისია ქორწინების პირველ ღამეს და მზრუნველმა ქმარმა ეს უნდა იცოდეს.
იგი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ცოლი არ შეეწინააღმდეგება მისი აქტიურობის შეწყვეტას.
მამაკაცი უნდა შეეგუოს სქესობრივი მოთხოვნილების ნაწილობრივ დაკმაყოფილებას და ქალსაც არ უნდა აგრძნობინოს, რომ უკმაყოფილოა, რადგან მისთვის ეს ძალზე არასასიამოვნო იქნება და თავი შეიძლება დამნაშავედ ჩათვალოს.
სინამდვილეში საქმე შემდეგშია: ქალი ძალიან დაძაბულია, აღელვებულია და ამის მიზეზიც აქვს. ის ელოდება ტკივილს, სხვა არასასიამოვნო შეგრძნებებს და მისი ნერვები ისევე აღზნებულია, როგორც კბილის ექიმის პაციენტისა.


web

ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“