დედებო ასწავლეთ შვილებს, რომ სახელი კი არა დედა დაგიძახოთ

დაბადებამდე ერთი დღით ადრე ჩვილი ეკითხება ღმერთს:
– მეშინია, რატომ მიშვებ სხვა სამყაროში? იქ რა უნდა გავაკეთო?

ღმერთმა დაამშვიდა:
ნუ გეშინია, მე შენ ანგელოზს გაჩუქებ, რომელიც მუდამ შენს გვერდით იქნება. ის შენ ყველაფერს აგიხსნის.

– კი მაგრამ, როგორ გავუგებ მას? მე ხომ მისი ენა არ ვიცი?
– ანგელოზი თავად გასწავლის თავის ენას. იგი ყოველი უბედურებისაგან დაგიცავს.
– შენთან როდის დავბრუნდები?
– შენი ანგელოზი ყველაფერს აგიხსნის.
– რა ჰქვია ჩემს ანგელოზს?
– ამას არა აქვს მნიშვნელობა, მას ბევრი სახელი აქვს, ოღონდ შენ მას დაუძახებ – დედას

დედებო ასწავლეთ შვილებს, რომ სახელი კი არა დედა დაგიძახოთ !

_______________________________________________________

გადასვლა >>>>>  ,,ბავშვი”

..