რა იწვევს მზით დამწვრობას?

შეკითხვა: რა იწვევს მზით  დამწვრობას?

ხშირად მზისგან მიღებული დამწვრობა და რუჯი არის ჩვენი კანის რეაქცია დნმ-ის დაზიანებაზე, რომელსაც იწვევს მზის ულტრაიისფერი სხივები. სინამდვილეში, არც მზისგან მიღებული დამწვრობა და არც რუჯი არაა საზიანო, თუმცა ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი დნმ განიცდის დაზიანებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში გექნებათ სიმსივნის განვითარების მომატებული რისკი.

ცნობილია, რომ მზე გამოსცემს რამოდენიმე ტიპის ულტრაიისფერ რადიაციას – უხილავი, მაღალი ენერგიის სინათლე, რომლის ტალღებიც ხილული სინათლის ტალღების სიგრძეზე უფრო მოკლეა. ყველაზე მოკლეტალღიანი ულტრაიისფერი სინათლე (UV-C) თითქმის მთლიანად შეიწოვება ოზონის შრის მიერ, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 20 მილის დაშორებითაა. თუმცა სხვა ორი ტიპის ტალღა – ულტრაიისფერი სხივები-A და ულტრაიისფერი სხივები -B განსჭვალავს ოზონის შრეს.

წლების მანძილზე ითვლებოდა, რომ მხოლოდ ულტრაიისფერი სხივები UV-B იწვევდა კანის დაზიანებას. ჭარბ ულტრაიისფერი სხივებს  შეუძლია თქვენი უჯრედის დნმ-ში გამოიწვიოს გარკვეული მოლეკულების შეღწევა, რაც მომავალში გამოიწვევს მუტაციებს და გენეტიკურ დაზიანებებს, და საკმარისი დროის მანძილზე შესაძლებელია კანის კიბოც გამოიწვიოს.

თუმცა ჩვენს კანს გააჩნია დამცველობითი ფუნქცია ულტრაიისფერი სხივების მიმართ: მელანინი, რომელიც წარმოადგენს მუქი ფერის პიგმენტების გროვას და რომელიც ფერს აძლევს თქვენი უჯრედების ბირთვს, აკავებს  რადიაციას და ამცირებს დნმ-ის დაზიანებას.

ზოგიერთ ადამიანს ბუნებრივად აქვს მელანინის მაღალი დონე, რაც მათ კანს მუქ შეფერილობას ანიჭებს და იცავს ულტრიისფერი სხივების  დაზიანებისაგან.

ზოგიერთ ადამიანს მელანინი ნელ-ნელა უგროვდება ულტრაიისფერი  რადიაციის მცირე დოზების საპასუხოდ, რადგან ამ დროს სპეციალური უჯრედები – მელანოციტები გამოყოფენ მელანინს. მელანინს სჭირდება დაახლოებით 1-3 დღე რათა შეაღწიოს კანის სხვა უჯრედებში, შედეგად ადამიანი ირუჯება. თუმცა, ულტრაიისფერი სხივების ქვეშ ყოფნა იწვევს ამ უჯრედების დნმ-ის დაზიანებას. უკიდურეს შემთხვევებში დაზიანება შეიძლება განვითარდეს 10-15 წუთში. ნებისმიერი ფერის ადამიანი არის მგრძნობიარე ამ სხივების მიმართ, მაგრამ დაზიანება უფრო სწრაფად ვითარდება ღია კანის მქონე ინდივიდებში, რადგან მათ გააჩნიათ მელანინის უფრო დაბალი დონე.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ UV-A არ იწვევს მზით დამწვრობას, თუმცა მას შეუძლია გამოიწვიოს კანის გრძელვადიანი დაზიანება და გაზარდოს კანის კიბოს განვითარების ალბათობა. ამიტომ არის რეკომენდირებული ფართო სპექტრის მზის დამცავი კრემები, რომლებიც იცავს როგორ UV-A, ისე UV-B სხივებისაგან.

გადასვლა >>> თურმანიძის მალამო – ხშირად დასმული შეკითხვები