თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის

☘ თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის გამოიყენება:

კანის ყველა ტიპის დამწვრობის დროს, ქიმიური, თერმული და რადიაციულის ჩათვლით, ასევე მოყინვისა და წითელი ქარის დროს.

☘ ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქოვანი ნადებებისგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს.

☘ მალამოს ხმარების წესი:

ჭრილობის (დამწვარი) ზედაპირის შესაბამისი ანტისეპტიკური (3% წყალბადის ზეჟანგის) ხსნარით დამუშავების შემდეგ, დავაფარებთ მიტკლის ნაჭერზე ან სამფენა დოლბანდზე თხელი ფენით წასმულ მალამოს. შემდეგ გადავახვევთ. ჭრილობა უნდა დამუშავდეს და ნახვევი გამოიცვალოს 24 საათში ერთხელ.  მალამო არ იწვევს ალერგიული რეაქციებს, უკუჩვენება არ გააჩნია.

☘ შენახვის ვადა: 3 წელი, ინახება მშრალ გრილ ადგილას.

☘ წამლის ფორმა: 25 გ. ალუმინის ტუბი.

..

რა დროს გამოგიყენებიათ თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის?

შედეგები

Loading ... Loading ...
ეს პოსტი სოციალურ ქსელებში >
ბმები :