Tag Archives: I

ჩრდილოაზიური ტკიპისმიერი რიკეტსიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩრდილოაზიური ტკიპისმიერი რიკეტსიოზი – (სინ.: ტკიპისმიერი პარტახტიანი ტიფი)   მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება პირველადი აფექტის არსებობით, რეგიონალური ლიმფური კვანძების გადიდებითა და მტკივნეულობით, გავრცელებადი პოლიმორფული გამონაყრით. გამომწვევია Rickettsia sibirica; ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 2  –  დან 7 დღემდე, ხშირად 3  –  6 დღეს. პროდრომულ პერიოდში აღინიშნება სისუსტე, დაღლილობა, გაურკვეველი

Read More

შტრიუმპელის ფენომენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტრიუმპელის ფენომენი – პათოლოგიური სინკინეზია, რომელიც აღინიშნება ცენტრალური ჰემიპარეზის დროს: ტერფის უნებლიე ზურგისმიერი მოხრა ავადმყოფის მცდელობისას მოხაროს პარეზული კიდური მუხლისა და მენჯ – ბარძაყის სახსარში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შრატისმიერი ჰეპატიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრატისმიერი ჰეპატიტი – (სინ.: ჰეპატიტი B, პარენტერული ჰეპატიტი, პოსტტრანსფუზული ჰეპატიტი) ვირუსული ჰეპატიტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ინფექციის გამომწვევის გადაცემის პარენტერული გზა, ორგანიზმში ავსტრალიური ანტიგენის არსებობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 30 – 180 დღე. შრატისმიერი ჰეპატიტის დროს უფრო ხშირად, ვიდრე ინფექციური ჰეპატიტისას, აღინიშნება დაავადების თანდათანობითი განვითარება, მძიმე და ხანგრძლივი მიმდინარეობა, გართულებები

Read More

შრატისმიერი რკინა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრატისმიერი რკინა – შრატის არაჰემინური რკინა, ანუ ტრანსფერინისა და ფერიტინის (იხ.) რკინა; ანუ რკინის ძირითადი რეზერვი, რომელსაც ორგანიზმი იყენებს საჭიროების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შრატისმიერი დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრატისმიერი დაავადება – 1. ალერგიული დაავადება, რომელიც ვითარდება ცალკეულ შემთხვევებში სამკურნალო ან პროფილაქტიკური მიზნით შრატის შეყვანის შედეგად. დაავადების განვითარებას საფუძვლად უდევს იმუნური მექანიზმები ანტისხეულების და ანტიგენის ურთიერთქმედებით. ავადდებიან უხშირესად მოზრდილები. სიმპტომები. დაავადება იწყება შრატის შეყვანის ადგილზე ქავილისა და დისკომფორტის გაჩენით. შრატის შეყვანის გაგრძელების შედეგად დაავადება სწრაფად პროგრესირებს,

Read More