დედა ტერეზა. საუკეთესო დრო ბედნიერებისათვის

ნუ უცდი უნივერსიტეტის დამთავრებას, შეყვარებას, სამსახურის პოვნას, დაქორწინებას, შვილების ყოლას, მათ დაბინავებას, ზედმეტი ათი კილოს დაკლებას. ნუ უცდი პარასკევ საღამოს, ან კვირა დილას. ნუ უცდი როდის მოვა გაზაფხული, შემოდგომა, ზაფხული ან ზამთარი. ბედნიერებისთვის დღევანდელ დღეზე შესაფერისი მომენტი არ არსებობს. ბედნიერება პროცესია და არა მიმართულება.

ისე იმუშავე, თითქოს ფული სულ არ გჭირდება, ისე შეიყვარე თითქოს გული არასდროს უტკენიათ. ისე იცეკვე, თითქოს ვერავინ გხედავს. კანი ჭკნება, თმა თეთრდება, დღეები კი წლებად იქცევიან. მაგრამ ის, რაც უმთავრესია არ იცვლება, შენს ძალასა და აზროვენბას ასაკი არ გააჩნია. შენი სული ის ბუმბულია, რომელიც აბლაბუდებს არხევს, ყველა დასასრულის უკან ახალი დასაწყისია, ყველა შედეგის უკან – ახალი მიზანი. ვიდრე ცოცხალი ხარ იცოცხლე. წინ წადი მაშინაც კი, როცა უკვე ყველას ჰგონია, რომ დაეცემი.

დედა ტერეზა (აგნეს გონჯა ბოიაჯუ)

__________________________________________

>>>> ფსიქოლოგია

..

Share this...Share on Facebook
Facebook