კრემები დეპილაციისთვის

კრემები დეპილაციისთვის – არასასურველი თმის მოცილება სპეციალური კრემით, დეპილაციის ერთ-ერთი მეთოდია, საკმაოდ უმტკივნეული და სასიამოვნო. მოქმედების პრინციპი მარტივია.

♦ ეპილატორები ამაზონზე

საჭიროა კრემის თანაბრად გადანაწილება თმის მოსაცილებელ ზონაში; მცირე ხნით დაყოვნების შემდეგ სპეციალური შპატელით კრემის მასას თმებთან ერთად მოვაცილებთ კანის ზედაპირს.
ამგვარი კრემები ზემოქმედებას ახდენენ არა მხოლოდ კანის ზედაპირზე ამოსულ თმაზე, არამედ აღწევენ  მის სტრუქტურაშიც, შედეგად, თმა ადვილად ძვრება.
დეპილაცია  კრემით არ მოითხოვს დიდ დროს და არ იწვევს რაიმე განსაკუთრებულ დისკომფორტს. კრემის გამოყენება სხეულის ნებისმიერ ნაწილზე შეიძლება და პარსვასთან შედარებით უფრო ხანგრძლივ ეფექტს იძლევა.
თანამედროვე კოსმეტოლოგიური მრეწველობა უამრავ სხვადასხვა კრემებსა და ქაფებს აწარმოებს დეპილაციისათვის.

კრემები დეპილაციისთვის – მინუსები

კრემები დეპილაციისთვისკრემების ნაკლი ისაა, რომ აქვთ უსიამოვნო სპეციფიკური სუნი; ამასთან მგრძნობიარე კანის შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიონ კანის გაღიზიანება.
ამიტომ აუცილებელია წინასწარ ტესტის ჩატარება მგრძნობელობაზე.
ეპილაციის შემდეგ სასურველია წაისვათ კრემები და  მალამოები.
ეპილაციის შემდეგ პროფილაქტიკის მიზნით ნაჩვენებია:

☘ თურმანიძის ანტისეპტიკური ტკივილგამაყუჩებელი მალამო >


როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
თავის მოვლის პერსონალური საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.