მომზადება პროცედურისათვის:
- თმის სიგრძე უნდა იყოს 5 მმ. თუკი პირველად იკეთებთ დეპილაციას, სასურველია თმის სიგრძე დაახლოებით 7 მმ-მდე იყოს. ამ სიგრძეს თმა აღწევს გაპარსვიდან მინიმუმ 17 დღეში. იღლიის ფოსოებიი თმა უფრო სწრაფად იზრდება – 8 – 10 დღეში.
- პროცედურამდე 1-2 დღით ადრე არ უნდა წახვიდეთ სოლარიუმში, არ იხმაროთ ლოსიონი.
- პროცედურის ჩატარების დღეს ჩაიცვით ბამბის თეთრეული.
- კოსმეტოლოგთან ვიზიტისას არ ჩაიცვათ ვიწრო ჯინსები ან შარვალი, რამაც შესაძლოა გააღიზიანოს კანი.
- პროცედურის წინ სასურველია ჰიგიენური შხაპის მიღება, ან კანი გაიწმინდეთ სპეციალური ხელსახოცით.
უკუჩვენება ცვილით დეპილაციისას
- შაქრიანი დიაბეტი
- ვენების ვარიკოზული გაფართოება
- ცვილის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერების მიმართ ინდივიდუალური გადაუტანლობა;
- ჰიპერტონული დაავადებისა და გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმა, მწვავე ჰერპესი, ინფექციური დაავადებები, კელოიდური დაავადება, ონკოლოგიური დაავადება და სხვ. – აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან
- კანის დაავადება, გამწვავების პერიოდში
- ორსულობა; საჭიროა ექიმთან კონსულტაცია
უკუჩვენება შუგარინგის დროს:
- შაქრიანი დიაბეტი
- ვენების ვარიკოზული გაფართოება
- ჰიპერტონული დაავადების და გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმები; ჰერპესის მწვავე ფორმა, ინფექციური დაავადებები, კელოიდური დაავადება, ონკოლოგიიური დაავადებები; აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია
- კანის დაავადება, გამწვავების პერიოდში
- სიფრთხილეა საჭირო ორსულობისას, აუცილებელია ექიმთან კონსულტირება.
რეკომენდაციები დეპილაციის შემდეგ (პროცედურებს შორის):
- ეპილაციის შემდეგ 24 საათის განმავლობაში უკუნაჩვენებია საუნა, ბასეინი, ცურვა, აბაზანის მიღება (შხაპი შეიძლება), მასაჟი, სპა-პროცედურები; ასევე მომდევნო 2 დღე არ წახვიდეთ სოლარიუმში, არ მიიღოთ რუჯი, სასურველია სქესობრივი ცხოვრებისაგან თავშეკავება (ბიკინის ზონის ეპილაციისას);
- ეპილაციის შემდეგ სასურველია წაისვათ კრემები და მალამოები.
ეპილაციის შემდეგ პროფილაქტიკის მიზნით ნაჩვენებია:
☘ თურმანიძის ანტისეპტიკური ტკივილგამაყუჩებელი მალამო >
თურმანიძის მალამო
შეკითხვების გაგზავნა ფირმისათვის “თურმანიძე”
- იღლიის ფოსოების დეპილაციის შემდეგ უკუნაჩვენებია დეზოდორის ხმარება რამდენიმე დღის განმავლობაში;
- შხაპის შემდეგ კანზე წაისვით სპეციალური ხსნარი და კრემი;
- დეპილაციიდან 5-7 დღის შემდეგ წაისვით კანის ეპილაციის შემდგომი სპეციალური სკრაბი. შემდეგში სკრაბი იხმარეთ კვირაში 2-ჯერ.
- პროცედურის შემდეგ არ წაისვათ სხვა კოსმეტიკური საშუალებები, სანამ კანზე ჯერ კიდევ რჩება დეპილაციის შემდგომი სიწითლე.
როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
თავის მოვლის პერსონალური საშუალებები
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.