პრებიოტიკები, პრობიოტიკები, სინბიოტიკები
სტატია მომზადების პროცესშია. ვერსია, რომელიც ამჟამად აქ დევს, სარედაქციო ჯგუფისთვისაა განკუთვნილი.
პრებიოტიკები – საკვების გადაუმუშავებელი ინგრედიენტები, რომლებიც ახდენენ მსხვილი ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ერთი ან რამოდენიმე ჯგუფის ზრდის სტიმულირებასა და მეტაბოლურ აქტივობას.
პრობიოტიკები – მიკრობული წარმოშობის ცოცხალი მიკროორგანიზმები და ნივთიერებებია, რომლებიც ბუნებრივი შეყვანისას დადებით ეფექტს ახდენენ მასპინძელი ორგანიზმის ფიზიოლოგიურ, ბიოქიმიურ და იმუნურ რეაქციებზე, მისი მიკრობიოლოგიური სტატუსის ოპტიმიზაციის გზით.
სინბიოტიკები – პრეპარატები, რომლებიც მიიღება პრე- და პრობიოტიკების რაციონალური კომბინაციის შედეგად. დადებითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე.
პრობიოტიკების ძირითადი ჯგუფებია:
- პრობიოტიკები ცოცხალი მიკროორგანიზმების საფუძველზე
- პრობიოტიკები მიკროორგანიზმების სტქრუქტურული კომპონენტების ან მეტაბოლიტების საფუძველზე
- პრობიოტიკები მიკრობული ან სხვა წარმოშობის შენაერთების საფუძველზე
- პრობიოტიკები ცოცხალი მიკროორგანიზმების კომპლექსების საფუძველზე
- პრობიოტიკები მიკროორგანიზმების გენურ-ინჟინერულ შტამებზე დაყრდნობით.
თანამედროვე პრობიოტიკები პრობიოტიკები წარმოების ტექნოლოგიიდან გამომდინარე შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად:
- პირველი ჯგუფი იწარმოება ცოცხალი აქტიური ბაქტერიების ლიოფილური გაშრობის მეთოდის გამოყენებით. პრეპარატებს უშვებენ ფხვნილის, ტაბლეტების, კაფსულებისა და სანთლების სახით. ამ ფორმებს აქვს მოქმედების ხანგრძლივი ვადა და არ არიან მომთხოვნი ტემპერატურის უმნიშვნელო ცვლილებებთან. ამ მეთოდის ნაკლი არის- ლიოფილიზაციის პროცესს ბაქტერიები გადაჰყავს ანაბიოზსში. მათ დასაბრუნებლად აქტიურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში საჭიროა რვა -ათი საათი,ამ დროს კი ბაქტერიების უმეტესი ნაწილი გამოდევნილია ორგანიზმიდან.
- მეორე ჯგუფის წარმოებისას თხევადი ცოცხალი პრობიოტიკების მიკრობული უჯრედები რჩებიან აქტიურ მდგომარეობაში და შეუძლიათ კუჭნაწლავის ტრაქტის კოლონიზავია ორი საათის შემდეგ.
თვისებები | ცოცხალი ფორმების უპირატესობა | ლოიფილურად გამხმარი პრეპარატები |
ანტაგონისტური აქტივობა პათოგენური მიკროფლორის მიმართ | მაღალი (დიზენტერიის გამომწვევის, ნაწლავის პათოგენური ჩხირის, სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების, პროტეას და სხვ. მიმართ) | დაბალი და საშუალო |
ზრდის სიჩქარე | ზრდის მაღალი სიჩქარე საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან მაკროორგანიზმის შიგა გარემოში ტრანსლოკაციისადმი მინიმალური უნარით. | ზრდის დაბალი და საშუალო სიჩქარე |
მჟავაგამძლეობა | გამოხატული მჟავაგამძლეობა და კარგი შეგუება ყველა სახის ლორწოვანზე | დაბალი მჟავაგამძლეობა |
ფერმენტების პროტეოლიზური აქტივობა, რომლებიც მონაწილეობენ ძროხის რძის ლაქტოზისა და ცილის დაშლაში. | არსებობს (მათ შორის ამინომჟავების შემადგენლობაში არსებობით) | არ არსებობს |
მიკროორგანიზმის უჯრედების პოპულაციის ასაკი | უჯრედების პოპულაციის სიმწიფის კონტროლის შესაძლებლობა, ანუ, პრეპარატები შეიცავენ მიკროორგანიზმის მხოლოდ ახალგაზრდა უჯრედებს, რომელთაც გააჩნიათ გამრავლების მაქსიმალური უნარი (უკვე პრეპარატის მიღებისას პაციენტის ნაწლავში) | შეუძლებელია მიკროორგანიზმის უჯრედების პოპულაციის ასაკის კონტროლი. |
დამატებითი სამკურნალო ფაქტორი | დამატებითი სამკურნალო ფაქტორის არსებობა – ცოცხალი ბაქტერიების აქტიური ფორმების მეტაბოლიზმის პროდუქტების: ცხიმოვანი მჟავები | დამატებითი სამკურნალო ფაქტორის არ არსებობა |
თხევადი პრობიოტიკები. ბიოკომპლექსები. ნორმოფლორინები
თხევად სინბიოტიკებს გააჩნიათ რამდენიმე ურთიერთმოქმედი საწყისი:
- ლაქტობაქტერიებისა და ბიფიდობაქტერიების აქტიური ცოცხალი უჯრედები, გამოხატული ბიოლოგიური თვისებებით
- ნივთიერებების ბალანსირებული კომბინაცია, რომელიც საჭიროა ორგანიზმის ჰომეოსტაზის შესანარჩუნებლად და ფიზიოლოგიური პროცესების განსახორციელებლად:
-
- ვიტამინები В1, В2, ВЗ, В6, В12, Н, РР, С, Е
- მიკროელემენტები: Fe, Си, Са, К, Na, Zn, Mg, Mn, F
- ორგანული მჟავები
- შეუცვლელი ამინომჟავები
- მურამილდიპეპტიდი
- ბაქტერიოცინები
- ფერმენტები ლაქტაზა
ნორმოფლორინები ხასიათდებიან:
-
- ანტიმიკრობულიმოქმედებით
- კოლონიზაციური რეზისტენტობით
- ანტიოქსიდანტური აქტივობით
- იმუნომაკორეგირებელი მოქმედებით
- დეტოქსიკაციური ეფექტით
- ნივთიერებათა ცვლის პროცესების ოპტიმიზაციის შესაძლებლობით
- ოფრგანიზმის ინფექციის საწინააღმდეგო რეზისტენტულობის სტიმულაციით
- სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობით
უკუჩვენება: ცალკეული კომპონენტების მიმართ ინდივიდუალუფრი აუტანლობა. რეკომენდებულია ყველა ასაკობრივ კატეგორიაში.
პრობიოტიკების დანიშვნის პრინციპები
პრეპარატები პრობიოტიკები არიან ყველაზე ფიზიოლოგიური და ეფექტური ნაწლავის დისბაქტერიოზის მკურნალობის და პროფილაქტიკის დროს.მაგრამ მისი დანიშვნა მოითხოვს დიფერენცირებულ მიდგომას, როდესაც მხედველობაში მიიღება არა მარტო მიკროეკოლოგიური მაჩვენებლები, არამედ ორგანიზმის კომპენსატორული შესაძლებლობების ხარისხი.
პრობიოტიკური საშუალებები სასურველია დაინიშნოს მიკროეკოლოგიური ადეკვატურობის გათვალისწინებით, ნაწლავის დისბაქტერიოზის ფაზისა და სტადიის გათვალისწინებით, აგრეთვე ძირითადი დაავადების მდგომარეობიდან გამომდინარე.
მნიშვნელოვანია ძირითადი დაავადების არსი. მაგალითად, ვირუსული დაავადებების დროს მიზანშწონილია პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ლაქტობაქტერიებს ან კომპიზიციებს.
პრებიოტიკები – ეს არის არამიკრობული წარმოშობის სხვადასხვა შენაერთები,რომლებსაც შეუძლიათ ნაწლავური ფლორის სტიმულირება.
თვისებები – უზრუნველყოფს ნაწლავის ობლიგატური ბაქტერიების ფუნქციონარულ კვებას, მათთვის არიან ენერგიის წყარო – ამცირებენ ნაწლავური ფლორის ზრდის პოტენციალს, -აძლიერებენ ენერგოუზრუნველყოფას და მსხვილი ნაწლავის ეპითელიუმის რეგენერაციას, – აძლიერებენ იმუნიტეტს- ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში არ გააჩნიათ გვერდითი მოვლენები.
__________________________________
..