რატომ ღალატობს მამაკაცი

რატომ ღალატობს მამაკაცი

ჩვენ უნდა გავარკვიოთ, თუ რატომ ღალატობენ მამაკაცები და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს.

მამაკაცის მთავარი  მოთხოვნილებაა იგრძნოს თავი ნამდვილ მამაკაცად. რას ნიშნავს მისთვის – იყოს ნამდვილი მამაკაცი? ეს ნიშნავს, რომ მან საკუთარ თავს გასცა დამაკმაყოფილებელი პასუხები მისთვის მეტად მნიშვნელოვან შემდეგ სამ კითხვაზე:

1. ვინ არის ის
2. რას საქმიანობს
3. რამდენს გამოიმუშავებს

და სწორედ ამიტომ  მამაკაცს დიდი სურვილი აქვს, რომ უყვარდეთ – ა) იმიტომ, რომ ის მამაკაცია; ბ) იმიტომ, რომ ის იქცევა,  როგორც მამაკაცი.

ეხლა განვიხილოთ ის ფაქტორები, რომელთა გაუთვალისწინებას მივყავართ მამაკაცურ ღალატთან.

1.  ის ეძებს „ამოსუნთქვას“ .

მამაკაცს ყოველთვის უნდა მიიღოს აღიარება, იმისათვის, რომ ის არის მამაკაცი და ამისათვის ყველაფერს აკეთებს! რომ ის დიდი და ძლიერია, გამოიმუშავებს ბევრ ფულს და ოჯახს ამარაგებს პროდუქტებით. ყოფითი პრობლემები მისთვის წვრილამებია. ის ვერ იგებს, თუ რატომ არის ცოლი გაღიზიანებული, უკმაყოფილო.  ამიტომ მისთვის ღალატი ერთგვარი – ამოსუნთქვაა.

2. მას უნდა აღიდგინოს თავისი მამაკაცური თავმოყვარეობა.

თუ მამაკაცს არ აფასებენ და მუდმივი კრიტიკის ქვეშ ამყოფებენ, ის ვეღარ გრძნობს თავს მამაკაცად და ამის გამო ეძებს კომპენსაციას იჯახის გარეთ.

3. ის ეძებს აღიარებას და დაფასებას ქალისაგან.

მამაკაცს უნდა მიიღოს ქალისაგან აღფრთოვანება, დაფასება და ყურადღება,  იმისდა მიუხედავად, იმსახურებს თუ არა ამას ის,  რა სიძნელეების გადალახვა უწევს მას, რამდენი ფული აქვს ჯიბეში.

როგორ უნდა მოიქცეს ქალი ამ დროს.

ქალმა უნდა გაითავისოს სამი სიტყვა – მე შენ გაფასებ!

მე შენ გაფასებ იმიტომ, რომ შენ უზრუნველყოფ ოჯახს, იმიტომ, რომ არ გავიწყდება ჩემთვის ყვავილები, საჩუქრები, იმიტომ, რომ მე შენთან თავს ვგრძნობ დაცულად, იმიტომ , რომ შენ ხარ ძლიერი, ვაჟკაცური, მამაკაცური.

მამაკაცი უნდა გიყვარდეთ მისი მამაკაცური სიმწიფის, სიძლიერის გამო. ხშირად უნდა ესმოდეს სამი ჯადოსნური სიტყვა – მე გაფასებ შენ!

მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ
წყარო: http://yaroslav-samoylov.com/psihologija-otnoshenij/3-slova-kotorye-obyasnyat-pochemu-muzhchiny-izmenyayut.html

_____________________________

,,ფსიქოლოგია”

..