მამაკაცთან ურთიერთობა – სურვილი თუ საჭიროება?

სანამ შეხვდებით თქვენს მამაკაცს, მანამდე დაუსვით კითხვები საკუთარ თავს: ვინ ხართ თქვენ? რა არის აუცილებელი ცხოვრებაში? რა გხდით თქვენ ბედნიერს? რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ მოახდინოთ თქვენი მიზნების რეალიზაცია? როგორი მამაკაცი გჭირდებათ? რისი მიღება გსურთ მისგან? როგორი ურთიერთობები გინდათ მამაკაცთან?

არის ასეთი მოსაზრება: არსებობს ქალები, რომლებსაც უნდათ, რომ  იყვნენ მამაკაცთან და არსებობენ ქალები, რომლებიც საჭიროებენ მამაკაცს.

არის ერთი საიდუმლო: ღირსეული არიან  და ბედნიერი ურთიერთობები აქვთ იმ მამაკაცებს, რომლებიც საამისოდ  არიან მომზადებულები და მომწიფებულები.  იმისათვის, რომ ააწყოთ ბედნიერი ურთიერთობები  მამაკაცთან, უნდა გქონდეთ გარკვეული თვისებები, ცოდნა და პიროვნული სიმწიფის გარკვეული დონე.

განსხვავება იმ ქალებს შორის, რომელიც საჭიროებს მამაკაცს და იმ ქალებს შორის, რომელთაც  სურთ მამაკაცი, მდგომარებს იმაში, რომ პირველი ეძებს იმას, რომელიც გადაჭრის მის ყველა პრობლემას, მეორე კი თვითონ ჭრის ყველა პრობლემას. პირველი მზად არის მხოლოდ მიიღოს,  მეორე მზად არის გაიღოს ყველაფერი.

ეხლა მოდით ცოტა გავშალოთ ეს თემა

1. თქვენ გჭირდებათ მამაკაცი იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მისი შეხვედრის შემდეგ თქვენი ცხოვრება გახდება  სხვანაირი, უფრო საინტერესო; ხოლო თუ თქვენ გრძნობთ რაღაც შინაგან ფასეულობას,  გსურთ  ემოციების, ცოდნის, გატაცების გაზიარება – მაშინ თქვენ გინდათ ნამდვილი ურთიერთობები მამაკაცთან.

2. თუ თქვენ განწყობილი ხართ მიიღოთ მხოლოდ ისეთი მამაკაცი, რომელიც ღირსია იყოს თქვენს გვერდით – ე.ი. თქვენ გინდათ იყოთ მამაკაცთან.

3. თუ თქვენ გგონიათ, რომ მამაკაცი შესძენს თავდაჯერებულობას თქვენს ძალებს,  მის გარემოცვაში თქვენ უფრო ძლიერი და მომხიბვლელი იქნებით – ე.ი. ეს არის მამაკაცის საჭიროება.

4. მამაკაცში  საჭიროება ეფუძნება თქვენს ქვეცნობიერ შიშს  ვერ გაუძღვეთ დამოუკიდებლად ცხოვრებას ; ასეთი ურთიერთობა მამაკაცსა და  ქალს შორის დამღუპველია.

სურვილი იყოთ მამაკაცთან, დაამყაროთ მასთან  ურთიერთობა – ეს ორივესთვის  ენერგიის უშრეტი წყაროა. თქვენი ერთგულებისა და ნდობის განცდა მამაკაცს  აძლიერებს და უჩენს თქვენს მიმართ ზრუნვის სურვილს.

6. საჭიროება მამაკაცში პასიურია, ხოლო სურვილი იყოთ მამაკაცთან – აქტიური.

7. საჭიროება მამაკაცში – ეს არის უარი განვითარებაზე. რაც უფრო მეტად ხედავთ მამაკაცში მზა  გადაწყვეტილებას, მით უფრო შორსაა თქვენგან სასურველი ცვლილებები.

მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ
http://yaroslav-samoylov.com/psihologija-otnoshenij/otnosheniya-s-muzhchinoj-zhelanie-ili-nuzhda.html

___________________________________

 >>>>> ფსიქოლოგია

..

Share this...Share on Facebook
Facebook