ექვსი შეცდომა, რომელსაც შეუძლია დაარღვიოს ურთიერთობები

შეცდომა N1არაფერია მუდმივი ამ დედამიწაზე

ამ ქვეყანაზე მუდმივი არაფერია, თუმცა ძალიან ძნელია ურთიერთობების დაწყებიდანვე გაჩნდეს ეჭვი მისი გაგრძელებისა. თუ არის იმის განცდა, რომ ეს ურთიერთობები ვერ გაუძლებენ დროის გამოცდას, თვით ამ ფაქტმა შეიძლება მიგვიყვანოს ქვეცნობიერ საბოტაჟამდე. ამიტომ,  არ უნდა გამოვცადოთ  ჩვენი პარტნიორის მოთმინება, ვინაიდან მან შეიძლება გამოიჯახუნოს კარი და გავიდეს.

 შეცდომა N2 – უცნაური თამაშები

დაიოკეთ ემოციები. როდესაც სახეზეა  გაღიზიანება, წყენა, შეკავეთ თავი ცუდი ემოციების  გამოვლენისაგან. უბრალოდ ერთად განიხილეთ ყველა პრობლემა, მოუსმინეთ ერთმანეთს, ერთად მოძებნეთ გამოსავალი პრობლემისა, და არა პირიქით.

შეცდომა N3 – სიყვარული – ეს მთავარია

არსებობენ  წყვილები, რომლებიც არიან ერთად დიდხანს, მიუხედავად სიძნელეებისა, რომელიც იყო მათ ცხოვრებაში.  ასეთი ბედნიერი კავშირები დაფუძნებულია რაღაც უფრო დიდზე: პარტნიორებს აინტერესებთ ერთმანეთის აზრები, გრძნობები, ფასეულობები. ისინი უგებენ ერთმანეთს, მადლიერნი არიან ერთმანეთის, უყვართ ერთმანეთი.

შეცდომა N4 – დამღუპველი ლტოლვა

თავი დაანებეთ ეჭვიანობას, ის ანადგურებს ყველაფერს, რაც კარგია თქვენს შორის. არ მოუწყოთ  მამაკაცს დაკითხვები, ისწავლეთ ნდობა. ეჭვიანობა – არ არის საყვარულის ნიშანი, ის დამცირებაა. გახსოვდეთ, ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობები დამყარებულია ნდობაზე.

შეცდომა  N5 – ბევრი რამე მინდა მე?

სასიყვარულო კავშირი – ეს არის კავშირი ორი ერთნაირი პიროვნების. თითოეულს  შეაქვს ურთიერთობებში  რაღაც თავისი, რაც ამდიდრებს მეორეს, აძლევს სტიმულს, ზრდის პარტნიორს.

შეცდომა N6 –  ბედნიერება დადგება, თუ ………..

თუ თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ  ბედნიერებისათვის კიდევ რაღაცაა საჭირო, დაიწყეთ ცხოვრება ეხლავე. შეეცადეთ თქვენს გვერდით იყვნენ საინტერესო ადანიანები! მიაღწიეთ სიმაღლეებს სამსახურში, იცხოვრეთ ჯანმრთელი ცხოვრების წესით, მიაქციეთ საკუთარ  თავს მეტი  ყურადღება. რაც უფრო მეტად მიაქცევთ თქვენს თავს ყურადღებას, მით უფრო მეტ კაცს გაუჩნდება სურვილი თქვენთან ურთიერთობისა.

მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ
http://yaroslav-samoylov.com/psihologija-otnoshenij/6-oshibok-sposobnyh-razrushit-vashi-otnosheniya.html

______________________________________

>>>>> ფსიქოლოგია

..