როგორ შევარჩიოთ და შევიძინოთ ნივთი ამაზონზე?



როგორ შევარჩიოთ და შევიძინოთ ნივთი ამაზონზე?

www.amazon.com – ზე რეგისტრაციის შემდეგ თქვენ უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ნივთი. მაგალითისათვის ფერიჭამიებისა და მუწუკების მოსაცილებელი ინსტრუმენტები – Blackheads and Pimples Remover Tools.

საძიებო ველში ჩაწერეთ ნივთის დასახელება  – Blackheads and Pimples Remover Tools და დააკლიკეთ ღილაკზე.

ამ გვერდზე – Blackheads and Pimples Remover Tools  –

მოცემული ვარიანტებიდან შეარჩიეთ ერთ-ერთი. ცხადია, სასურველია, რომ ნივთი იყოს  ხარისხიანი, მისაღები ფასით.

ნივთის შეფასებისას ყურადღება მიაქციეთ ყვითელ ვარსკვლავებს – ეს არის რეიტინგის აღმნიშნველი – მეტი ვარსკვლავი ნიშნავს მომხმარების კმაყოფილების კოეფიციენტს, რაც მეტია მათი რაოდენობა, მით უკეთესი. ყურადღება მიაქციეთ ასევე  მომხმარებელთა გამოხმაურებას (ციფრი ვარსკვლავების მარჯვნივ).
მარჯვენა მხარეს ირჩევთ რაოდენობას და აკლიკებთ Add to cart (კალათაში დამატება).

გაითვალისწინეთ, რომ გარდა ნივთის ღირებულებისა თქვენ იხდით შიფინგს, შესაძლოა ნივთს, რომელიც თქვენ შეარჩიეთ, ჰქონდეს, ან არ ჰქონდეს შიფინგი.

შემდეგი ნაბიჯი – ნივთის ღირებულების გადახდა. აკლიკებთ Proceed to Checkout-ზე.

პირველ ველში შეგყავთ თქვენი სახელი და გვარი

მეორე ველში – გადამზიდის მისამართი, რომელიც მითითებულია  გადამზიდის ვებ-გვერდზე.

მესამე გრაფაში – თქვენი სარეგისტრაციო ნომერი

მეოთხეში – ქალაქის სახელი, სადაც არის გადამზიდი.

შემდეგ წერ შტატს, საფოსტო კოდს, რომელიც ასევე წერია ყველა გადამზიდის საიტზე, ირჩევ ქვეყანას და ბოლოს უთითებ გადამზიდის ტელეფონის ნომერს.

სულ ქვევით, გვეკითხებიან – არის თუ არა მისამართი თქვენი ბილინგ-მისამართი და ვირჩევთ No, ვინაიდან ცხოვრობთ საქართველოში. ამიტომ უნდა შეიყვანოთ დამატებითი მისამართი, ანუ ბარათის რეგისტრაციის მისამართი. ვაჭერთ ღილაკზე Continue. აქ ვტოვებთ Free stardart shipping -ს და ვაჭერთ ღილაკზე Continue.

ახალი მომხმარებლისათვის, რომელსაც ჯერ არ უსარგებლია ამაზონით, ეს ბარათი მიმაგრებული არ იქნება. საამისოდ: აკლიკებთ Add a card და შეგყავთ მონაცემები – სახელი, გვარი, ბარათის ნომერი და მისი მოქმედების ვადა. აკლიებთ ყვითელ ღილაკზე – Add youк Card.

ბარათი გააქტიურდა და აკლიკებთ Continue -ზე.

აქ უკვე საჭიროა ბარათის მისამართის, ანუ Billing  address  ბილინგ-ადრესის ჩაწერა.  თუ საქართველოში ცხოვრობთ, შეგყავთ თქვენი სახელი, გვარი, მისამართი, ქალაქი, ქვეყანა და აკლიკებთ ყვითელ ღილაკზე  Use this Address.

გამოსულ ფანჯარაში მოცემულია თქვენს მიერ მითითებული ბილინგ და შიფინგ მისამართები.

საბოლოო ნაბიჯია ნივთის რეალურად შეძენა და აკლიკებთ ყვითელ ღილაკზე Place your order.

ამის შემდეგ, ფოსტაზე მიიღებთ ნივთის შეძენის დამადასტურებელ წერილს,   ასევე მესიჯს თანხის ჩამოჭრის შესახებ (ცხადია, თუ ჩართული გაქვთ SMS ბანკინგი).

შეძენილი ნივთი რამდენიმე დღეში იგზავნება გადამზიდი კომპანიის მისამართზე და შემდეგ უკვე ამ კომპანიას ჩამოაქვს საქართველოში. ჩამოტანის თანხას იხდით უშუალოდ გადამზიდ კომპანიასთან. პირობებს გაეცნობით გადამზიდავი კომპანიის ვებ-გვერდზე ან მათ სატელეფონო ცენტრებში.

გახსოვდეთ, ელ.ფოსტაზე მუდმივად მოდის შეტყობინებები და ისინი ყურდღებით უნდა წაიკითხოთ – შეიძლება ეს იყოს რეკლამა, ან სპამიც კი.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>


..