როგორ ვისარგებლოთ ეპილატორით

როგორ ვისარგებლოთ ეპილატორით

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

ეს რჩევები ზოგადია. გაეცანით ინსტრუქციას

  • გამოიყენეთ ეპილატორი ცხელი აბაზანის, ან შხაპის შემდეგ.
  • ეპილაციის პროცესის წინ სასურველია კანი გაიწმინდოთ ლოსიონით, რომელიც შეიცავს 30%-მდე სპირტს.
  • კანზე მჭიდროდ შესახებად, ეპილატორს ძლიერად ნუ დაააწვებით.

როგორ ვისარგებლოთ ეპილატორით

  • ეპილაციის პროცესის დასრულების შემდეგ  გამოიყენეთ სპეციალური დამატენიანებელი კრემი ან გელი. ნუ გამოიყენებთ ეპილაციის შემდეგ ლოსიონს.
  • სასურველია თმის სიგრძე ეპილაციის პროცესში იყოს 0,5 – 1 სმ. ზოგ ეპილატორს აქვს სპეციალური საცმი, რომელიც თმის ამ ზომაზე დაყენებაში დაგეხმარებათ.
  • ამოძრავეთ ეპილატორი თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით, კანის ზედაპირის პერპენდიკულარულად. სასურველია კანი იყოს დაჭიმული. მოდუნებულ კანს ეპილატორი უფრო წიწკნის.
  • ეპილატორი ოდნავ დახარეთ და ეპილაცია გაიკეთეთ ძალიან ნელა, თქვენ იგრძნობთ როგორ მოედება ეპილატორი თმის ფოლიკულებს. რაც უფრო ნელა გადაატარებთ ეპილატორს კანზე, მით უფრო კარგად  ამოიღებს იგი თმას.
  •  ეპილატორი და მისი საცმები ეპილაციის დამთავრების შემდეგ კარგად გაწმინდეთ ჯაგრისით და სუფთა ტილოთი. ერიდეთ ინფექციას.
  • ნუ შეგაშინებთ ეპილაციის პროცესის შემდეგ კანზე წითელი ლაქები, ეს ბუნებრივია და იმის მანიშნებელია, რომ თმები ბოლქვიანად ამოვიდა და პროცესი წარმატებით ჩატარდა.
  • ეპილაციის შემდეგ გამოიყენეთ ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი მალამოები.

კანს კარგად ამშვიდებს „თურმანიძის ანტისეპტიკური მალამო“

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი
♦ თავის მოვლის პერსონალური საშუალებები ინტერნეტ-მაღაზიებში 


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

როგორ ვისარგებლოთ ეპილატორით