სახის კანის ტიპები

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ სახის კანის მოვლის საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ სახის კანის მოვლის  საშუალებები ,,ამაზონზე” –  Face care >>>>>

სახის კანის ტიპები 

კოსმეტოლოგი მარინა ცომაია 

სახის კანის ტიპის განსაზღვრა პირველი რიგის ამოცანაა, რადგან ყველა კოსმეტიკური საშუალება და პროცედურა მჭიდროდ უკავშირდება კანის მდგომარეობას. სახის კანის ტიპის დადგენის მიზნით უმჯობესია მიმართოთ ექიმ კოსმეტოლოგს, რომელიც მოგცემთ დასკვნას თქვენი კანის მდგომარეობის შესახებ.

პირობითად სახის კანის შემდეგ ტიპებს არჩევენ: ნორმალური, მშრალი, ცხიმიანი და კომბინირებული.

ნორმალური კანი

ნორმალურ კანს პრაქტიკულად თვით ახალგაზრდა ქალებშიც იშვიათად შეხვდებით. ხშირად აქ არანაკლებ როლს თამაშობს მემკვიდრეობითობა. ნორმალური კანი რბილი, ელასტიური, ნორჩი და დახვეწილია შესახედავად, არც ცხიმიანი და არც მშრალია. მასზე არ ჩანს გაფართოებული ფორები, შავი ან თეთრი წერტილები, წითელი ლაქები და ჩირქგროვები. მასზე არ მოქმედებს გამღიზიანებლები: სიცხე, ქარი, სიცივე. სამწუხაროდ ნორმალური კანი ძალზედ იშვიათია. ზოგადად ნორმალური კანი აქვთ ბავშვებს და მოზარდებს გარდატეხის ასაკამდე.

 მშრალი კანი

მშრალი კანი საკმაოდ ხშირად გვხვდება. ახალგაზრდა ქალებში კანის სიმშრალე შეუმჩნეველია. კანი ლამაზია, მკვრივია და არ იქერცლება, მაგრამ იგი მოკლებულია ბზინვარებას. ბზინვარების უქონლობა უკვე კანის სიმშრალის და შემდგომში სიბერის ნიშანია. კანის სიმშრალე ვითარდება ცხიმის გამოყოფის შემცირების შედეგად. ცხიმოვანი ჯირკვლების გამონაჟონი კანს ელასტიურობას აძლევს, იცავს მას გამოშრობისაგან, გარეგნული გამღიზიანებლებისა და ინფექციებისაგან, რადგან კანის ბუნებრივი ზედაპირული საცხის მჟაური რეაქცია ხელს უშლის მავნე მიკრობების  ზრდას და გამრავლებას. მათი არსებობისათვის საჭიროა სოდიანი გარემო, რაც ყოველთვის ახასიათებს მშრალ კანს. ცხიმის გამოყოფას მრავალი ფაქტორი ამცირებს. მაგალითად: ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციების დარრვევა, არასწორი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება (ტუალეტის წყალი,სპირტი, 70 % ადეკალონი) კანის არასწორი მოვლა, კანის დაბანა ხისტი ცივი წყლით და საპნით, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების ხანგრძლივი ზემოქმედება (ცხელი ქურა, სიცივე, მზე, ქარი) კრემწაუსმელ კანზე პუდრის გამოყენება და ა.შ. მოკლედ კანის ეს ტიპი ძალზედ მგრძნობიარეა და საჭიროებს სწორ მოვლას და კოსმეტოლოგთან ხშირ ვიზიტს.

კომბინირებული სახის კანი

ასეთი სახის კანი ყველაზე ხშირია. ამ დროს ადამიანს ცხვირზე, ნიკაპზე, შუბლზე ზედმეტი რაოდენობით აქვს ცხიმი, ხოლო თვალის ირგვლივ, საფეთქლებზე, ყელზე სიმშრალე აღენიშნება. ამ ტიპის კანის მოვლა ყველაზე ძნელია, მისთვის დამახასიათებელია ცხიმის არათანაბარი განაწილება სახის მიდამოებში.

კანის შერეული ტიპი უმეტესად შეინიშნება 25-35  წლამდე, მოგვიანებით მშრალი ხდება კანის ყველა უბანი, გარდა ცხვირისა. ძალზე მკვეთრი კონტრასტები შერეული კანის სხვადასხვა მონაკვეთებს შორის განპირობებულია არასწორი მოვლით. როცა საღამოს ვისვამთ მკვებავს, განსაკუთრებით ცხიმიან, ფორებიან კანზე, ცხვირზე და ნიკაპზე კრემის წასმა არ არის საჭირო, რადგან სწორედ კანის ამ უბნებზე ოფლის და ცხიმიანი ჯირკვლების ხარჯზე ბუნებრივი კვება საკმარისია და კრემის წასმა მიზანშეწონილი არ არის. შერეული კანის დროს უნდა გამოვიყენოთ ვიტამინიზირებული არაცხიმოვანი კრემი, ამასთან იგი უნდა წავისვათ ზედაპირულად, შეზელვის გარეშე

ცხიმიანი კანი

ლიმონის კანს მოგვაგონებს, იგი უხეშია, ფორიანი და ბრწყინავს. ხშირად გვხვდება კომედონები (შავი წერტილები) და გამონაყარი. კანის გაცხიმიანება თავს იჩენს სქესობრივი მომწიფების პერიოდში და ასე რჩება  35-45 წლამდე. მას ერთი კარგი თვისებაც აქვს, შედარებით გვიან ბერდება. ცხიმიან კანს ახასიათებს გაფართოებული ფორები. შესაბამისი მოვლის უქონლობის გარეშე კი ადვილად ჭუჭყიანდება და ჩნდება ანთებითი რეაქცია, ქავილი, ფერისმჭამელები. ცხიმიანი კანის პატრონებს სჭირდებათ შესაბამისი კვების რეჟიმის დაცვაც.

კანის გაუცხიმოვება არ ითხოვს ზედმეტ შრომას, მაშინ როდესაც კანის ნორმალურ მდგომარეობაში დასაბრულებლად დიდი შრომაა საჭირო. ამიტომ კანის მდგომარეობასტან დაკავშირებით ნაადრევი დასკვნების გაკეთება არ უნდა ვიჩქაროთ. უსიამოვნო შედეგების თავიდან აცილების მიზნით უმჯობესია დასახმარებლად მიმართოთ სპეციალისტს.


_____________________________________

>>>>> კოსმეტოლოგია

..