კისრისა და დეკოლტეს მიდამოს მოვლა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

კისრისა და დეკოლტეს მიდამოს მოვლა – კისერი და დეკოლტე – ეს დელიკატური ზონები არაერთხელ განუდიდებიათ სითბოთი და სიყვარულით სხვადასხვა ეპოქის პოეტებსა და მწერლებს.

მოვლა სახლის პირობებში

უნდა მოიცავდეს რამოდენიმე ეტაპს: ყოველდღიური გაწმენდა, ტონიზირება და კანის კვება. კვირაში ერთხელ აუცილებელია ღრმა გაწმენდა, განსაკუთრებული კვება და მასაჟი.

გაწმენდა

პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ სწორად დაბანა: გელი უნდა წავისვათ სახეზე, კისერზე და დეკოლტეს მიდამოში, და არა მარტო სახეზე.
თუკი იღებთ დუშს, გამოიყენეთ კისრის და დეკოლტეს ღრუბელი.
ის უნდა იყოს რბილი, რადგან ამ ზონების ტრავმირება ძალიან ადვილია.
რაც შეეხება დუშ-გელს, მას უნდა ქონდეს ნეიტრალური PH – ასეთი საშუალება არ გამოაშრობს და არ გააღიზიანებს ნაზ კანს.

ღრმა გაწმენდა

კვირაში ერთხელ უნდა ჩავიტაროთ კისრის და დეკოლტის არის პილინგი, რათა გავწმინდოთ კანი უკვე მკვდარი უჯრედებისგან და აღვადგინოთ სუნთქვა.
პილინგმა არ უნდა გამოიწვიოს ტრავმირება.
უმჯობესია შევარჩიოთ საშუალებები ფერმენტებით ან მცენარეული მჟავებით.

ტონიზირება

კისრის და დეკოლტეს კანს, ისევე როგორც სახის კანს, ჭირდება ტონიზირება.
ამისათვის გამოიყენეთ დამატენიანებელი ტონიკი ან ლოსიონი მცენარეული კომპონენტებით დაბანის შემდეგ.

კვება

ვინაიდან კისრისა და დეკოლტეს არეში კანი სწრაფად კარგავს ტენიანობას, საჭიროა მისი მუდმივი კვება.
ამისათვის დილით და საღამოს უნდა გამოვიყენოთ დამატენიანებელი კრემი.
მასზე უნდა იყოს მარკირება „კისრისა და დეკოლტესთვის“.

ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას: თუ გაქვთ ახალგაზრდა კანი, რომელზეც ჯერ კიდევ არ გამოჩენილა პირველი პრიშიკები, შეარჩიეთ კრემი ჰიალურონის მჟავის დაბალი შემცველობით, მცენარეული ექსტრაქტებით.
თუკი ასაკობრივი ცვლილებები უკვე გამოვლინდა, ინგრედიენტებს შორის აუცილებლად უნდა იყოს მცენარეული მჟავები, ფიტოჰორმონები, პეპტიდები, ფერმენტები, ჰიალურონის მჟავას მაღალი შემცველობა.

ღრმა კვება

კანის ღრმა კვება ხდება ნიღბებისა და შრატების საშუალებით.
ნიღბების გაკეთება შეიძლება კვირაში 2-ჯერ, ხოლო შრატები გამოიყენება ყოველ საღამოს (დაბალმოლეკულური შემადგენლობა საშუალებას მისცემს ნივთიერებებს შეაღწიონ კანის ღრმა ფენებში და აღადგინონ ის).

ნიღაბი უნდა იყოს მკვებავი, შეიძლება შეიცავდეს ჰიალურონის მჟავას, ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს.
კარგია ასეთივე შემადგენლობის შრატები, რომლებიც გამოიყენება ახალგაზრდა კანისთვის.
თუ გაგიჩნდათ პირველი ღრმა ნაოჭები, შეარჩიეთ შრატები მცენარეული მჟავებით, ფერმენტებით, ანტიოქსიდანტებით და ფიტოჰორმონებით.

როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
თავის მოვლის პერსონალური საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

კისრისა და დეკოლტეს მიდამოს მოვლა